ავტორი:

რა სიმძლავრისაა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც მთლიანად კონტროლიდანა არის გასული?

რა სიმძლავრისაა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც მთლიანად კონტროლიდანა არის გასული?

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული. "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა", - განაცხადა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მისი გუნდი მზად იყო, ქარხნის მოსანახულებლად ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს მისიის განხორციელება.

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ დაყენებული ოფიციალური პირის ევგენი ბალიცკის განცხადებით, უკრაინული ძალები დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ატომურ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები მზად არიან IAEA-ს აჩვენონ, თუ როგორ იცავდნენ რუსები ბირთვულ ობიექტს, მაშინ როცა უკრაინელები მას უტევდნენ.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც უკრაინაში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის მეხუთედზე მეტს უზრუნველყოფს. ის კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 550 კმ-ზე, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. ანალიტიკოსების შეფასებით, ზაპორიჟიეს ქარხანა განსხვავდება და გაცილებით უსაფრთხო სახეობის არის, ვიდრე ჩერნობილის ელექტროსადგური, რომელიც კიევის ჩრდილოეთით, დაახლოებით, 100 კმ-ში მდებარეობს. 1986 წელს, მისი აფეთქების შედეგად, რადიოაქტიური ნარჩენები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე