მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას" - ირაკლი კობახიძე

"ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებ­სა და გა­მავ­რცე­ლებ­ლებს ჭეშ­მა­რიტ ქარ­თულ და ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ. ქსე­ნო­ფო­ბია და შო­ვი­ნიზ­მი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და არც არას­დროს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, გა­ე­მიჯ­ნონ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვაა.

დღეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ვი­ზე­ბის და­წე­სე­ბას ითხო­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ნა­წი­ლობ­რივ 2010 წელს, ხოლო სრუ­ლად 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი შე­მო­ი­ღეს", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მმარ­თვე­ლი პარ­ტია მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, გა­ე­მიჯ­ნონ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვაა“.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ომი­სა და ღა­ლა­ტის პარ­ტი­ას, რო­მელ­საც გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, მისი სა­ტე­ლი­ტი პარ­ტი­ე­ბი, მი­სი­ვე კუთ­ვნი­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი და რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე მდი­და­რი "ენ­ჯეო“, მარ­ტის და­სა­წყის­ში გაშ­ლი­ლი ჰქონ­და სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნო ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი და შო­ვი­ნის­ტუ­რი კამ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ კამ­პა­ნი­ით მათ რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე და­ა­ჯე­რეს მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, რომ რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დი­ოდ­ნენ, რაც, მა­თი­ვე მტკი­ცე­ბით, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სე­რი­ო­ზულ რის­კებს შე­ი­ცავ­და. თუმ­ცა, მარ­ტი­დან ხუთი თვე გა­ვი­და და ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ რუ­სე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბით შე­მოს­ვლა ომი­სა და ღა­ლა­ტის პარ­ტი­ის მიერ მო­გო­ნი­ლი ისე­თი­ვე სიც­რუე იყო, რო­გორც მა­თი­ვე მო­გო­ნი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღეა, ომი­სა და ღა­ლა­ტის პარ­ტია იგი­ვე შე­მად­გენ­ლო­ბით ცდი­ლობს აა­გო­როს ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ის მე­ო­რე ტალ­ღა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მათ აქვთ მცდე­ლო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­არ­წმუ­ნონ, რომ რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან შე­მო­სუ­ლი და რომ ეს ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხე­ებს შე­ი­ცავს. ამ აღ­ქმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ისი­ნი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ფაქ­ტე­ბის უხე­ში გა­ყალ­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ომი­სა და ღა­ლა­ტის პარ­ტი­ის კუთ­ვნი­ლი ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზია რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­წმუ­ნებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, თით­ქოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 10 პრო­ცენტს გა­უ­ტოლ­და“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში წელს შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სამ­ჯერ ჩა­მორ­ჩე­ბა ქვე­ყა­ნა­ში 2019 წელს შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

"გარ­და ამი­სა, სა­ზღვრის კვე­თის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ომის და­წყე­ბის, 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ შე­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და 31 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, 110 ათას­ზე ნაკ­ლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 3 პრო­ცენ­ტსაც კი არ შე­ად­გენს. ამას­თან, მათი დიდი ნა­წი­ლი ეროვ­ნე­ბით ქარ­თვე­ლია. გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან მა­სობ­რი­ვად არა ტუ­რის­ტე­ბი, არა­მედ სამ­ხედ­რო­ე­ბი და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მო­დი­ან, სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებთ. თუკი რა­მეა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი, ეს სწო­რედ ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი და შო­ვი­ნის­ტუ­რი კამ­პა­ნი­აა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად მარ­ტში მძი­მე ინ­ცი­დენ­ტი და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სამი წლის წინ ჩა­მო­სულ რუსი ეროვ­ნე­ბის ახალ­გაზ­რდა ქალს თბი­ლი­სის ცენ­ტრში ქვა ეს­რო­ლეს. ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ის ავ­ტო­რებ­სა და გა­მავ­რცე­ლებ­ლებს ჭეშ­მა­რიტ ქარ­თულ და ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ. ქსე­ნო­ფო­ბია და შო­ვი­ნიზ­მი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და არც არას­დროს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, ომის რი­ტო­რი­კა ის­მის ეკა გი­გა­უ­რის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის, ვახო სა­ნა­ი­ას, მიშა მშვილ­და­ძის, თენ­გიზ გო­გო­ტიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ უცხო­ე­ლი ლო­ბის­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბით.

"მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, გა­ე­მიჯ­ნონ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე ფრონ­ტად ქცე­ვაა. აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ვი­ზე­ბის და­წე­სე­ბას ითხო­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ნა­წი­ლობ­რივ 2010 წელს, ხოლო სრუ­ლად 2012 წლის თე­ბერ­ვალ­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი შე­მო­ი­ღეს. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, 2011 წელს რო­გორ ამა­ყობ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მზარ­დი ნა­კა­დით. იმა­ვე პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სულ ფულს სუნი არ უდი­ო­და. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს ომი­სა და ღა­ლა­ტის პარ­ტი­ის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი - ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა, რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნა, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის გაგ­ზავ­ნის მო­თხოვ­ნა და სხვ. ყვე­ლას გვახ­სოვს ომის რი­ტო­რი­კა ეკა გი­გა­უ­რის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის, ვახო სა­ნა­ი­ას, მიშა მშვილ­და­ძის, თენ­გიზ გო­გო­ტიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის "უცხო­ე­ლი ლო­ბის­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბით.

სა­ბო­ლო­ოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი და მკვეთ­რი რე­აქ­ცი­ის გამო, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნას ომის­კენ უბიძ­გებ­დნენ, უკან და­ხე­ვა მო­უ­წი­ათ და დღეს ისი­ნი თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან გა­და­სუ­ლი. თუმ­ცა, რა­საც პირ­და­პი­რი ფორ­მით ვერ მი­აღ­წი­ეს, ახლა იმის მიღ­წე­ვას ირი­ბი გზით, ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ით ცდი­ლო­ბენ. მათი გათ­ვლა მარ­ტი­ვია - ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი კამ­პა­ნი­ით უნდა გაღ­ვივ­დეს აგ­რე­სია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, რა­მაც უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს ეს­კა­ლა­ცია და ინ­ცი­დენ­ტე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს - სა­ქარ­თვე­ლო რა­მე­ნა­ი­რად ჩარ­თონ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გმობს ქსე­ნო­ფო­ბი­ურ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც უხე­შად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ აქ­ტებს ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რომ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თვა, რაც სურს ომის პარ­ტი­ას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა და მისი პარტნი­ო­რე­ბის სა­ხით, იქ­ნე­ბა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა ქვე­ყა­ნას ომი თა­ვი­დან აა­ცი­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღ.წ
0

ირაკლი სხვის გაგიჟებას გირჩევენ შენ თვითონ არ გაგიჟდე.უფთხილდი.არ გამოგადგა სწავლა.ქოჩორი.საქართველო.არ იმსახურებს.ღალატს.რომც იკისროს ვინმემ.არ აპატიებს.ღმერთის წილხვედრი მიწა.

იურისტი
5

რატომღაც მეჩვენება, რომ ზუსტად ესაა რუსეთის სპეცსამსახურების აგორებული თემა, ერთადერთს რუსს აწყობს საქართველოში ქსენოფობიის ტალღის აგორება ნახეთ ამერიკის კანონმდებლობა ენჯეოების დაფინანსებაზე მიიღეთ ანალოგიური კანონი არ გაგეპაროთ დაკანონებული ენჯეო აგენტურის არსებობა. იცოდეთ აგენტი მარტო რუსს არ ყავს ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებს ყველა აგენტია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას" - ირაკლი კობახიძე

"ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.

დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს", - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მმართველი პარტია მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი, მათივე შეფასებით, "საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა“.

"როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ "ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი "ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა. თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ. მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა“, - განაცხადა კობახიძემ.

  • მისივე განცხადებით, სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას.

"გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია. განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს. ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი“, - განაცხადა კობახიძემ.

  • როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ომის რიტორიკა ისმის ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და“ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი ლობისტების შესრულებით.

"მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდიოდა. ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები - ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვ. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და“ნაციონალური მოძრაობის "უცხოელი ლობისტების შესრულებით.

საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული. თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია - ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. "ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს“, - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: