ავტორი:

მომღერალი მამუკა ონაშვილი სიონის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

მომღერალი მამუკა ონაშვილი სიონის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

მომღერალი მამუკა ონაშვილი სიონის საკათედრო ტაძრიდან ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ტაშით გააცილეს. მომღერალს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ.

დღის განმავლობაში მომღერალს პატივი მიაგეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. დღეს პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა.

იხილეთ ასევე;