ავტორი:

"რანაირია ეს ცხოვრება, ბოლოს როდის ვნახე მამუკა და როდის ჩამეხუტა, აღარც მახსოვს, არადა, ცოტაა მისნაირი თბილი და მოსიყვარულე" - ირინა ონაშვილი

"რანაირია ეს ცხოვრება, ბოლოს როდის ვნახე მამუკა და როდის ჩამეხუტა, აღარც მახსოვს, არადა, ცოტაა მისნაირი თბილი და მოსიყვარულე" - ირინა ონაშვილი

დღეს, საქართველო მამუკა ონაშვილს ეთხოვება. მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღეა, რაც სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ონაშვილის ახლობლები სოციალურ ქსელში სამი დღეა, აქვეყნებენ მასზე მოგონებებს, გამოსათხოვარ წერილებს და ყვებიან ერთად გადახდენილ ამბებს. მათ შორის არის, ბიძაშვილის შვილი ირინა ონაშვილი, რომლისგანაც პირველად გაიგო საზოგადოებამ, რომ ხელოვანი ავარიაში მოჰყვა.

ირინა ონაშვილი:

"მართლა წამია ეს წუთისოფელი, რაღაცნაირად ვფიქრობდი ახლა და სინანულის შეგრძნება შემომაწვა, რანაირია ეს ცხოვრება, ბოლოს როდის ვნახე მამუკა და როდის ჩამეხუტა, აღარც მახსოვს, არადა, ცოტაა მისნაირი თბილი და მოსიყვარულე. ვერც დაგემშვიდობე დღეს, მაპატიე სულ ვიამაყებ შენით, სულ ჩვენს გულებში იქნები..."

მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი 30 ივლისს, ნატახტართან მომხდარ მძიმე ავარიას ემსხვერპლა. მამუკა ონაშვილს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.