მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა პოზიცია შეიცვალა და დანაშაულს აღარ აღიარებს, ის პატიმრობაში რჩება
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა პოზიცია შეიცვალა და დანაშაულს აღარ აღიარებს, ის პატიმრობაში რჩება

მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა და ამ­ჯე­რად ის და­ნა­შა­ულს აღარ აღი­ა­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­რო­ზაშ­ვილ­მა გა­სულ სხდო­მა­ზე მშობ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა და ბრალს სრუ­ლად და­ე­თან­ხმა, მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რემ სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. ად­ვო­კატ­მა მო­სა­მარ­თლეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის - ბრალ­დე­ბუ­ლის დის, თა­მარ ბე­რო­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბაც წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­შიც ბე­რო­ზაშ­ვი­ლი მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სხდო­მის და­ხურ­ვას ითხოვ­და, რად­გან ეს მათ პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა ბრალ­დე­ბის მხა­რე.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო, რის გა­მოც, ის არ უნდა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო.

მო­სა­მარ­თლე გიზო უბი­ლა­ვამ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბის უსა­ფუძ­ვლო­ბის გამო არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

სხდო­მა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა გა­და­ი­სინ­ჯა და ის ძა­ლა­ში დარ­ჩა.

ამას­თან, ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს მისი საქ­მის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­ხილ­ვა შე­ე­თა­ვა­ზა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, მან თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ასე­ვე, იმ­სჯე­ლეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე და მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­გორც დაც­ვის, ასე­ევ ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­საშ­ვე­ბად იქნა ცნო­ბი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ვა­ზი­სუ­ბან­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აპ­რილს ხან­ძა­რი მოხ­და, რო­მელ­საც წინ მკვლე­ლო­ბა უძღვო­და. 30 წლის გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილ­მა მძი­ნა­რე მშობ­ლე­ბი ჯერ მოკ­ლა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. ზაზა ბე­რო­ზაშ­ვი­ლი­სა და ლალი თა­ვა­ძის ცხედ­რებს, რომ­ლე­ბიც ხან­ძრის შემ­დეგ იპო­ვეს, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და მი­ი­მა­ლა. გი­ორ­გი ბე­რო­ზაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, და 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16 წლი­დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

რას ქვია ხელი შექწმინდეს? ამ უასაქმურმა მშობლები დახოცა ფაქტია! ადვოკატი ვიღამ აუყვანა, საინტერესოა? ან იმ ადვოკატს მშობლები თუ ყავს? 

Თამარი
0

ღმერთო გვიშველე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა პოზიცია შეიცვალა და დანაშაულს აღარ აღიარებს, ის პატიმრობაში რჩება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა პოზიცია შეიცვალა და დანაშაულს აღარ აღიარებს, ის პატიმრობაში რჩება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა პოზიცია შეიცვალა და ამჯერად ის დანაშაულს აღარ აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბეროზაშვილმა გასულ სხდომაზე მშობლების მკვლელობა აღიარა და ბრალს სრულად დაეთანხმა, მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა მოსამართლეს დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ბრალდებულის დის, თამარ ბეროზაშვილის განცხადებაც წარუდგინა, რომელშიც ბეროზაშვილი მისი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით სხდომის დახურვას ითხოვდა, რადგან ეს მათ პირად ცხოვრებას ეხებოდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.

როგორც პროკურორმა გრიგოლ ბიბილეიშვილმა განმარტა, დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც, ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

მოსამართლე გიზო უბილავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შუამდგომლობის უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ამასთან, ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა შეეთავაზა, რასთან დაკავშირებითაც, მან თანხმობა განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე ასევე, იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე და მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც დაცვის, ასეევ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.