ავტორი:

რას აცხადებს ტაივანის ხელისუფლება ჩინეთის სამხედრო წვრთნებზე

რას აცხადებს ტაივანის ხელისუფლება ჩინეთის სამხედრო წვრთნებზე

ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის სამხედრო წვრთნებს, რომელიც ტაივანთან ახლოს მიმდინარეობს, "არალეგიტიმური“ და "უპასუხისმგებლო“ უწოდა.

მათი ცნობით, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს კუნძულის გარშემო ექვს სხვადასხვა არეალში მართვს. ტაივანის მთავრობა აცხადებს, რომ წვრთნები გაეროს წესდებას არღვევს, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში იჭრება და ტაივანისთვის თავისუფალი საჰაერო და საზღვაო ნავიგაციისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.

ასევე, ტაივანის კაბინეტის სპიკერმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა.

ცნობისთვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.

ასევე იხილეთ: