Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის დაბრუნება" - "მოქალაქეებისა“ და "გირჩის“ ერთობლივი განცხადება
"დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის  პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის  დაბრუნება" - "მოქალაქეებისა“ და "გირჩის“ ერთობლივი განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წი­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის, იაგო ხვი­ჩი­ას, ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის, ჰერ­მან სა­ბოს და ალექ­სან­დრე რაქ­ვი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დროა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დას­რულ­დეს უმიზ­ნო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი­სა და ოპო­ნენ­ტი­სა­გან მტრის ხა­ტის შექ­მნის პრაქ­ტი­კა, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ ამინდს მხო­ლოდ ორი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გან­სა­ზღვრავს, რო­მელ­თა დღის წეს­რი­გი არა საგ­ნობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, არა­მედ ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბებ­სა და პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ნა­თე­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნი­ლი 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა, წარ­მო­ად­გენს იმ ერ­თა­დერთ პი­რო­ბას, რომ­ლის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუსს, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 85% უჭერს მხარს.

გა­სა­ღე­ბი, რომ­ლი­თაც პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უნდა და­ვი­წყოთ, პირ­ვე­ლი­ვე პუნ­ქტშია მო­ცე­მუ­ლი და მოგ­ვი­წო­დებს მხა­რე­ებს, აღ­მოვ­ფხვრათ პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია. პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის­თვის ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა და­ი­შუ­როს არც ერ­თმა პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც დღეს პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე აქ­ტი­უ­რობს, ხოლო ამ მიზ­ნით გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით უნდა იყოს გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე დღეს არ­სე­ბუ­ლი პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო, არ არის ის ფაქ­ტობ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბა, რაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, სწო­რედ პო­ლა­რი­ზა­ცია და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა, წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად და­მაბ­რკო­ლე­ბელ ფაქ­ტორს.

ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის შეც­ვლის­კენ მოგ­ვი­წო­დებს ევ­რო­კავ­ში­რიც, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უნი­კა­ლურ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს და რო­მე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბაც დრომ და­ა­დას­ტუ­რა. სწო­რედ, ევ­რო­კავ­შირ­ში არ­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა და ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის სიმ­ყა­რეა იმ მშვი­დო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი, რა­საც იგი მის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს სთა­ვა­ზობს.

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, გა­და­სად­გმე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, მო­ცე­მუ­ლია რო­გორც 12 პუნ­ქტი­ან გეგ­მა­ში, ასე­ვე 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ში.

დროა, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დას­რულ­დეს უმიზ­ნო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი­სა და ოპო­ნენ­ტი­სა­გან მტრის ხა­ტის შექ­მნის პრაქ­ტი­კა, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ ამინდს მხო­ლოდ ორი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გან­სა­ზღვრავს, რო­მელ­თა დღის წეს­რი­გი არა საგ­ნობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, არა­მედ ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბებ­სა და პი­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს პლუ­რა­ლის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო, სა­დაც ქვეყ­ნი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა, არა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად, არა­მედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და დის­კუ­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის ოპო­ნი­რე­ბა კი, არ­გუ­მენ­ტე­ბის ურ­თი­ერ­თგაც­ვლა­სა და ფაქ­ტებ­ზე იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

მსგავ­სი, პო­ლი­ტი­კუ­რი ტრა­დი­ცი­ის დამ­კვიდ­რე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის­კენ, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს ქვე­ყა­ნა­ში კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კი, აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია სამი ძი­რი­თა­დი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა:

1.გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და პლუ­რა­ლის­ტუ­რი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის კუ­თხით, ენი­ჭე­ბა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის, სულ მცი­რე მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ღე­ბას. პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბის სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, 2%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბას, რაც პირ­და­პირ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბი­თაც.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა და სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის და­წე­ვა, პირ­და­პირ ეხ­მი­ა­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მო­წო­დე­ბას დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა­კენ, რამ­დე­ნა­დაც მხო­ლოდ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რის პი­რო­ბებ­ში ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის სა­მარ­თლი­ან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­პარ­ტი­უ­ლო­ბი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, ბა­რი­ე­რის და­წე­ვა, რაც გა­ა­ჯან­სა­ღებს პო­ლი­ტი­კურ ველს, სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ახალ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს წარ­მოდ­გე­ნილ­ნი იყ­ვნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში და გა­აჟ­ღე­რონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის ხმა.

19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა, ამ­ბი­ცი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში, მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის, არა­თუ 2%-იანი, არა­მედ ბუ­ნებ­რი­ვი­დან 2%-მდე ბა­რი­ერს და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მაქ­სი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი დათ­ქმის შეს­რუ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი­დან 2%-მდე ბა­რი­ერს და­წე­სე­ბა და შე­თან­ხმე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბი­სათ­ვის არა ერთჯე­რა­დი ხა­სი­ა­თის მი­ცე­მა.

2.დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გმუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ასე­ვე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, რო­გორც ფაქ­ტო­რის გას­ვლა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან. მის მიერ, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, შე­ამ­ცი­რებს პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, გა­ა­ჯან­სა­ღებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ველს, მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლას კი გა­მო­აც­ლის "მტრის ხატს", რო­მელ­თან პო­ლე­მი­კაც ორ­მხრი­ვი სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე აგე­ბუ­ლი. ამ დი­ქო­ტო­მი­ი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, მხო­ლოდ ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაა, რაც თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც“ მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ტრანსფორ­მირ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად. ამა­ვე კონ­ტექ­სტში ასე­ვე, მნიშ­ვნვე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი, არ გახ­დეს ქვეყ­ნი­სათ­ვის ის­ტო­რი­უ­ლი სირ­ცხვი­ლის გა­მე­ო­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

3. ბოლო დრო­ინ­დელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ ერთხელ თვალ­ნათ­ლივ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან შორს არ არის. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით, რაც თა­ვის თავ­ში დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­საც მო­ი­ცავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა სწორ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩოს და­უბ­რუნ­დეს, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ცე­სებ­ზე უნდა აი­ღოს იმან, ვინც შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს ან ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი გა­აჩ­ნია. სა­ჭი­როა, ყვე­ლა ფორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი, რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, დაბ­რუნ­დეს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში და მან რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­მა სუ­ბი­ექ­ტმა, მის პო­ლი­ტი­კურ გუნდთან ერ­თად, აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, ერთი მხრივ პირ­და­პი­რი წი­ნა­პი­რო­ბაა, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი 12 პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მით გან­სა­ზღვრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის და მე­ო­რე მხრივ, ხელს შე­უ­წყობს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მოს გა­ჯან­სა­ღე­ბას, ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის წე­სე­ბის და ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნი­დან, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნად გვაქ­ცევს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

დეპოლარიზაციის ყველაზე გამართლებული გზაა "ყველა ნაცლიდერი ციხეში" ! იქ უნდა ქონდეთ პოლუსი !

რანელი
0

სააკაშვილმა მის ყველაზე დიდი საფიცარზე ბენჟამენ ფრანკლინის სურათიან კუპიურაზეც რომ დაიფიცოს, სანდო არაა - დღეში 8 პარასკევი აქვს; ივანიშვილმა არ მინდა პოლიტიკაო და როგორ უნდა მოიყვანოთ? სავალდებულო სამხედრო სამსახური ხომ არაა? ამდენ ყაყანს არ ჯობს, ყველა პარტიის კანონმდებლებმა დაწერონ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის თავთავისი ვერსია და წარმოადგინონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის დაბრუნება" - "მოქალაქეებისა“ და "გირჩის“ ერთობლივი განცხადება

"დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია სააკაშვილის  პოლიტიკიდან გასვლა და ივანიშვილის  დაბრუნება" - "მოქალაქეებისა“ და "გირჩის“ ერთობლივი განცხადება

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის წევრების, ლევან იოსელიანის, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალეკო ელისაშვილის, ჰერმან საბოს და ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

"ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დავიწყოთ, პირველივე პუნქტშია მოცემული და მოგვიწოდებს მხარეებს, აღმოვფხვრათ პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არც ერთმა პარტიამ, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზე აქტიურობს, ხოლო ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.

ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს არსებული პოლარიზებული გარემო, არ არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც განვითარებული დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სწორედ პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება, წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორს.

ამ მოცემულობის შეცვლისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირიც, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოების უნიკალურ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს და რომელი გაერთიანების წარმატებაც დრომ დაადასტურა. სწორედ, ევროკავშირში არსებული დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და ინსტიტუციების სიმყარეა იმ მშვიდობის, კეთილდღეობის და თავისუფლების გარანტი, რასაც იგი მის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მოპოვების მიზნით, გადასადგმელი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა, მოცემულია როგორც 12 პუნქტიან გეგმაში, ასევე 19 აპრილის შეთანხმებაში.

დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა, არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული.

მსგავსი, პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც ევროკავშირისკენ, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

1.განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით, ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები, ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა, პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ, რამდენადაც მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაღალი ბარიერის პირობებში ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა.

19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმამდე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესება და შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არა ერთჯერადი ხასიათის მიცემა.

2.დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველი პოლიტიკური ძალას კი გამოაცლის "მტრის ხატს", რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად "ნაციონალურ მოძრაობასაც“ მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში ასევე, მნიშვნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.

3. ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა, ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ პირდაპირი წინაპირობაა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების შესრულების და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, ახალი დემოკრატიული პოლიტიკური თამაშის წესების და ტრადიციების დამკვიდრებას, რაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან, კონსოლიდირებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს“, - ნათქვამია განცხადებაში.