მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა: აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის დაპირისპირებაა - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ (ვიდეო)
მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა: აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის დაპირისპირებაა - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ (ვიდეო)

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც 3 აგ­ვის­ტოს დი­ლით სომ­ხე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ლა­ჩი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი არ­მი­ის პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვის შე­დე­გად ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო და­ღუ­პა.

რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო trend -ი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, სომ­ხუ­რი სა­არ­ტი­ლე­რიო ბა­ტა­ლი­ო­ნი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის ერთი პოს­ტი, ისე­ვე რო­გორც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­ნად­გურ­და.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, სო­მეხ სამ­ხედ­რო­ებს შო­რის არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი.

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბაქო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სი­მაღ­ლეს აკონ­ტრო­ლე­ბენ.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით კი, დღეს დი­ლის 09:00 სა­ა­თი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და­არ­ღვი­ეს, რის შე­დე­გა­დაც სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 2 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე.

„არ­ცა­ხის რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იზი­ა­რებს და­ნა­კარ­გის გამო დიდ მწუ­ხა­რე­ბას და თა­ნად­გო­მას უცხა­დებს და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, ნა­თე­სა­ვებ­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლებს. კი­დევ 14 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მი­თაა დაჭ­რი­ლი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი არ­ხა­ცის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც სომ­ხუ­რი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, არ­ცა­ხის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უმ­კაც­რე­სად გმობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ახალ რა­უნდს და ამას სომ­ხე­ბის სი­ძულ­ვი­ლის მო­რიგ გა­მოვ­ლი­ნე­ბად აფა­სებს.

ამას­თან, არ­ცა­ხის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ა­ფა­სოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ქმე­დე­ბე­ბი და გა­დად­გას შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბა­ქოს დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ჩე­რებ­ლად.

გარ­და ამი­სა, სომ­ხუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი წე­რენ, რომ „არ­ცა­ხის რეს­პუბ­ლი­კის“ ე.წ პრე­ზი­დენ­ტმა არა­იკ ჰა­რუ­თუ­ნი­ან­მა ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ე.წ. რეს­პუბ­ლი­კა­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია 2022 წლის 3 აგ­ვის­ტო­დან გა­მო­ცხად­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველოს ჰყავდა სამი ვასალი სახანო
0

ერეკლე მეორეს და საქართველოს ვასალი იყო : ჰერივანის , ყარაბაღის და ნახჩევანის სახანოები რაც პირდაპირ ტრაკქტატშია ჩაწერილი როომ ეს სამივე სახანო ეკუთვნის საქართველოს მეფეს , ბაგრატიონების პრინცს ერეკლე მეორეს და ეს სახანოები ერეკლე მეფეს უხდიან ხარკს ოქროთი !!!!!!

ILIA
2

"არცახი" აღარ დაწეროთ!

ეს იგივეა, სოხუმისა და ცხინვალის ნაცვლად "სუხუმ" და "ცხინვალ" რომ წეროთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა: აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის დაპირისპირებაა - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ (ვიდეო)

მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა: აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის დაპირისპირებაა - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ (ვიდეო)

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო trend -ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სომხური საარტილერიო ბატალიონი და შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი, ისევე როგორც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა განადგურდა.

არსებული ცნობებით, სომეხ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ამასთან, ოფიციალური ბაქო ირწმუნება, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ისინი რამდენიმე სიმაღლეს აკონტროლებენ.

სომხური მედიის ცნობით კი, დღეს დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.

„არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგის გამო დიდ მწუხარებას და თანადგომას უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს. კიდევ 14 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა სიმძიმითაა დაჭრილი“,- აღნიშნულია არაღიარებული არხაცის ე.წ. რესპუბლიკის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

როგორც სომხური მედია იტყობინება, არცახის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების ახალ რაუნდს და ამას სომხების სიძულვილის მორიგ გამოვლინებად აფასებს.

ამასთან, არცახის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიზანმიმართულად შეაფასოს აზერბაიჯანის ქმედებები და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ოფიციალური ბაქოს დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად.

გარდა ამისა, სომხური მედიასაშუალებები წერენ, რომ „არცახის რესპუბლიკის“ ე.წ პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. რესპუბლიკაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 2022 წლის 3 აგვისტოდან გამოცხადდა.