ავტორი:

"ბავშვმა მითხრა, ვიხრჩობიო და თვალები გადააბრუნა" - თბილისში, კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს

"ბავშვმა მითხრა, ვიხრჩობიო და თვალები გადააბრუნა" - თბილისში, კლინიკაში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს

თბილისში, მანაგაძის კლინიკაში 7 წლის გიორგი დემურია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს საოპერაციოდ ამზადებდნენ და ის ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა. მოხმდარში გარდაცვლილის ოჯახი მედიკოსებს ადანაშაულებს.

"ვუთხარი ექიმებს, რომ ნარკოზის გაკეთების დროს ბავშვთან შემიყვანეთთქო. როცა ნარკოზი გაუკეთეს, ბავშვმა მითხრა ვიხრჩობიო, თვალები გადააბრუნა, თუმცა იმ წუთას მითხრეს, რომ ნარკოზმა ასე იცისო და გამომიშვეს გარეთ. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. გარეთ რომ გამოვიდნენ, მითხრეს ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალაო, გავხადე ჩემს შვილს და ვნახე, რომ საერთოდ არაა ქირურგიული ჩარევა გაკეთებული. ნარკოზის ზედმეტი დოზით დაღუპეს ბავშვი" - ამბობს "მთავარ არხთან" საუბარში გარდაცვლილის დედა.

მომხდარზე კომენტარს აკეთებენ კლინიკაშიც:

"ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია. საწყისი ნარკოზის გაკეთების შემდეგ განვითარდა სუნთქვის დარღვევა და გულის გაჩერება. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. ყველა წინასწარი ყვლევა იყო ჩატარებული ნარკოზთან დაკავშირებით. ეს იყო ნარკოზის მესამე ჩატარება" - აცხადებს კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბროსი პერტია "მთავარ არხთან საუბრისას".