პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა.
ამასთან, პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.
მიყვარს ქართული ფილმები.
ქართული კინო წარმოუდგენელია ბატონი თენგიზის გარეშე. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ბატონო თენგიზ.
მსოფლიო დონის ნამდვილი ვარსკვლავი.ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.