ავტორი:

"არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება... ოლიტიკაში ყველაფერი წარმავალია" - დავით უსუფაშვილი

"არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება... ოლიტიკაში ყველაფერი წარმავალია" - დავით უსუფაშვილი

პოლიტიკაში დარჩება თუ არა, მისი გადასაწყვეტია - მას შემდეგ რაც სააკაშვილი პატიმრობაშია, როგორც ადამიანს ვგულშემატკივრობ. ვუსურვებ მის ოჯახის წევრებს, თავისი საყვარელი შვილი, მამა, მეუღლე ჰყავდეთ ჯანმრთელი და მასაც ვუსურვებ, რომ ცხოვრების სხვა ასპექტებზეც იფიქროს, რაც მალე უკეთესი,- ამის შესახებ "ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის.

უსუფაშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს უნდა მოეხერხებინა ყოფილი პრეზიდენტის რანგში დარჩენა.

"ზსააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს 2004-2005 წლიდან ვურჩევდი, რომ ის როლი, რაც მან შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმირებაში, თვითონაც შეერგო და ქვეყნისთვისაც მოეხმარა, რადგან ის დაადგა დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერობის გზას, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის მეორე ნახევარში. 2013 წელს, როდესაც საპრეზიდენტო ვადაც ამოეწურა, მაშინაც მე საჯაროდაც მითქვამს და არა მხოლოდ საჯაროდ, რომ ყოფილ პრეზიდენტს უნდა მოეხერხებინა ყოფილი პრეზიდენტის როლში და რანგში დარჩენა, რაც ძალიან სერიოზული რანგია საზოგადოებისთვის, თუ მას სიკეთის კეთება უნდა. მისი პოლიტიკაში ყოფნით მიღებული სარგებელი დაწყებული 2007-2008 წლებიდან მე მაინც და მაინც არ მახსოვს და არც ახლა ველოდი. არ მგონია, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართული პოლიტიკა დაზარალდება. მე მესმის, რომ სხვაგვარად ფიქრობენ მისი მომხრეები, მაგრამ ყველას მომხრეებმა უნდა გაიაზრონ და გავიაზროთ, რომ მუდმივი არაფერია. პოლიტიკაში ყველაფერი წარმავალია. განსაკუთრებით ასეთი თანამდებობის პირებს უნდა შეეძლოთ მოსვლა და უნდა შეეძლოთ წასვლა. ახლა სწორადაა დრო შერჩეული? სწორად მოიქცა, რომ ჩამოვიდა თავის დროზე? მე მგონია, რომ კატასტროფულად არასწორად მოიქცა, პერსონალურად მისთვისაც და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც, მაგრამ ეს ახლა მისი გადასაწყვეტია, მე მას, მას შემდეგ რაც პატიმრობაშია, როგორც ადამიანს ვგულშემატკივრობ. ვუსურვებ მის ოჯახის წევრებს, თავისი საყვარელი შვილი, მამა, მეუღლე ჰყავდეთ ჯანმრთელი და მასაც ვუსურვებ, რომ ცხოვრების სხვა ასპექტებზეც იფიქროს, რაც მალე უკეთესი,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.