პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოვიდა 240 000 რუსი ტურისტი" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა
"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოვიდა 240 000 რუსი ტურისტი" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის - "სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე“ თა­ნახ­მად, 2022 წლის იან­ვა­რი-ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 240 000 ადა­მი­ანს შე­ად­გენს, რაც წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზულ ზრდას წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ეკა გი­გა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ,სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 400-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და, რაც 2021 წლის წლი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც კი, 7-ჯერ მე­ტია. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ე­ბის 93% ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­წარ­მოა, რაც იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად გად­მო­ვი­და.

"გა­ი­ზარ­და რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 240 000 ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც არის სე­რი­ო­ზუ­ლი ზრდა წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 400-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და, რაც 2021 წლის წლი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზეც კი 7-ჯერ მე­ტია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 13,500-მდე რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მათი ნა­ხე­ვა­რი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და­რე­გის­ტრირ­და; მარ­ტი­დან და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ე­ბის 93% ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­წარ­მოა. ეს იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად გად­მო­ვი­და. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს რე­გის­ტრა­ცი­ე­ბი ხდე­ბა ფიქ­ტი­ურ მი­სა­მარ­თებ­ზე, მა­გა­ლი­თად აბა­შა­ში, სო­ფელ ქო­ლო­ბან­ში ბოლო 3 თვე­ში და­რე­გის­ტრირ­და 108 რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია, ადი­გე­ნის სოფ­ლებ­ში კი 600 რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ეკა გი­გა­ურ­მა.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­თაც მი­მარ­თავს. მათი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი რუ­სეთ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა უნდა იყოს. ამ კუ­თხით, მთავ­რო­ბამ უფრო აქ­ტი­უ­რად და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად უნდა და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე ყვე­ლა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან სუბ­სი­დი­ე­ბი არ უნდა გა­ი­ცეს ისეთ ბიზ­ნეს­ზე, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზე ეკო­ნო­მი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ზრდის და სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სტრა­ტე­გია.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ნკვდ კაპიტანი გიგაური აშკარად უცხო ქვეყნის მსტოვარია , ათ სიმართლეში ორი სამი ტყუილი და რუსის საქმე გაკეთებულია : რუსს აქაური ეკონომიკური სტეიკის ლომის წილი მიშამ გადასაცა ეე, ჯერ კიდევ როდის , ენერგეტიკა , წიაღისეული, წყლები და ღვინოები, ვენახები , ძვირფასეული, მარცვლეული, საწვავი , კომუნიკაცია, ტრანსპორტი - კარიდორი გადაუფორმა და კრემლ - პეტერბურგზე გადის აბრეშუმის გზა და კიდევ მესპლანზე ! ასობით გიგანტი და ათობით ფლაგმანური კომპანია რუსისააა მიშასაგან გაცემული ! ახლა ესენი აქ ახლად დარეგისტრირებულები ჩარჩმეწვრილმანენია, სანქციების გამო რუსეთში ბრენდულის პარალელური იმპორტის გახსნის გამო საჩელნაკაოდ დარეგისტრირდნენ, გგონიათ ძნელია ნახოთ რა გვარის ხალხია ? ჩვენები უმეტესობა ! ჩვენი გვარებია , გასწავლით: შებრძანდით ნაპრგოვჯიში და შეიყვანეთ ქრონოლოგიურად ბოლოს რეგისტრირებული კოდიდან ძირს მომდინარე სარეგისტარციო კოდები და ამოგიგდებთ გვარსახელიან მისმართიან ბიზნესპროფილიან ამონაწერს , ესეიგი, იქაც და აქაც უმუშევრობას ფარავს ცნება თვითდასაქმებული , ინდმეწარმე, იქაც და აქაც ერთი სისტემა რომაა, ამას არცერთი ექსპერტი არ გეუბნებათ ! ამიტომ ინდმეწარმეობაა შიმშილისაგან გადარჩენის გზაა იქაც და აქაც , ჩვენ მილიონი ინდმეწარმე გვყავს და იმათ ათობით მილიონი , აი მათგან 7 000 აქ დარეგისტრირდა , სავარაუდოდ უმეტესობა ორმაგი ან ყოფილი ჩვენი მოქლაქეა , ესეიგი კეთილსინდისირი გადასახადის გადამხდელებია, ანუ სასურველებია , მტრობა ვიცი ორმხრივი, სიყვარულიც , ცალმხრივი სიყვარულია პლატონური და ეგ ის არის პლატონს რომ უყვარს და სოკრატი კი ხმარობს ! გვხმარობენ ნკვგ აგენტები და თან არ ვუყვარვართ , ცარიელია და ტირის მაგათზე კიჩმანი ! ურკანებია მაგნები !

gijo
2

აუ რაებს მიედ მოედი ბი ქალო.აბა თურქები და ცადრიანები შემოვიდენ ეგ გინდა?ცოტა იაზროვნე მაინც მაგ სკამ რომ ვერ შორდები ერთხელაც გაგიტყდება ეგ სკამი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოვიდა 240 000 რუსი ტურისტი" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა

"უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოვიდა 240 000 რუსი ტურისტი" - "საერთაშორისო გამჭვირვალობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის - "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 240 000 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით სერიოზულ ზრდას წარმოადგენს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი, 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

"გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 240 000 ადამიანი შემოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის სერიოზული ზრდა წინა წლებთან შედარებით. საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. ხშირ შემთხვევაში ეს რეგისტრაციები ხდება ფიქტიურ მისამართებზე, მაგალითად აბაშაში, სოფელ ქოლობანში ბოლო 3 თვეში დარეგისტრირდა 108 რუსული კომპანია, ადიგენის სოფლებში კი 600 რუსული კომპანია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამ კუთხით, მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის და საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.