საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკის სოლიდარობა ტაივანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის" - ნენსი პელოსი
"ამერიკის სოლიდარობა ტაივანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის" - ნენსი პელოსი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რი, ნენ­სი პე­ლო­სი ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ ტა­ი­ვან­ში ვი­ზი­ტი გა­მო­ხა­ტავს აშშ-ის ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას.

პე­ლო­სის თქმით, მსოფ­ლიო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას ავ­ტოკ­რა­ტი­ა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ას შო­რის.

"ჩვე­ნი კონ­გრე­სის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი ტა­ი­ვან­ში გა­მო­ხა­ტავს ამე­რი­კის ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას ტა­ი­ვა­ნის ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ. ჩვე­ნი ვი­ზი­ტი არის ჩვე­ნი ფარ­თო მოგ­ზა­უ­რო­ბის ნა­წი­ლი ინდო-წყნარ ოკე­ა­ნე­ში - მათ შო­რი­საა სინ­გა­პუ­რი, მა­ლა­ი­ზია, სამ­ხრეთ კო­რეა და ია­პო­ნია.

ვი­ზი­ტე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პარტნი­ო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას.

ჩვე­ნი დის­კუ­სი­ე­ბი ტა­ი­ვა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პარტნი­ო­რი­სად­მი ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის და­დას­ტუ­რე­ბა­სა და ჩვე­ნი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე, მათ შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი და ღია ინდო-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის წინსვლა­ზე.

ამე­რი­კის სო­ლი­და­რო­ბა ტა­ი­ვა­ნის 23 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლი­სად­მი დღეს უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ოდეს­მე, რად­გან მსოფ­ლიო არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას ავ­ტოკ­რა­ტი­ა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ას შო­რის“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდუქა
1

არევენ ეხლა იქაც მდგომარეობას როგორც ჩვევიათ და დაახვევენ მერე უკან შტატებში, ეგაა და ეგ ))))))

 

და არ დამიწყოთ სად არიესო, სადაც შევიდნენ ერაყით დაწყებული სად დაალაგეს ის მითხარით საპირწონედ და ისე უაზროდ ნუ დაიწყებთ ბოდიალს და მოთქმას.

ლიაკო
4

გასული საუკუნის 70-ანებში ტაივანი, სამხრეთ კორეია, ჰონკ კონგი და სინგაპური იყო ეკონომიური სასწაულის მომხდენი ქვეყნები. ტაივანი თავისი განვითარებით მაგ რეგიონში მარტო იაპონიას თუ ჩამორჩებოდა. დემოკრატიაც უმაღლეს დონეზე აქვთ. იასნია ამერიკა არ დააჩაგვრინებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ამერიკის სოლიდარობა ტაივანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის" - ნენსი პელოსი

"ამერიკის სოლიდარობა ტაივანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის" - ნენსი პელოსი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტაივანში ვიზიტი გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

პელოსის თქმით, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.

"ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში - მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია.

ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას.

ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე.

ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.