პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი მერილ სტრიპი - ვინ არის სერიალების ვარსკვლავი ქართული ფესვებით, რომელსაც უბერებელს უწოდებენ - 78 წლის ნებაჰათ ჩეჰრეს ვარსკვლავური ცხოვრება და სკანდალები
თურქი მერილ სტრიპი - ვინ არის სერიალების ვარსკვლავი ქართული ფესვებით, რომელსაც უბერებელს უწოდებენ - 78 წლის ნებაჰათ ჩეჰრეს ვარსკვლავური ცხოვრება და სკანდალები

ნე­ბა­ჰათ ჩეჰ­რეს თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ თურ­ქი მე­რილ სტრი­პი, რად­გან ის თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და­ფა­სე­ბუ­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი მსა­ხი­ო­ბია.

რო­დე­საც პირ­ვე­ლად ეკ­რა­ნებ­ზე სე­რი­ა­ლი "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე“ გა­მოჩ­ნდა, სწო­რედ მა­შინ გა­არ­კვია ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ ქალს მა­მის მხრი­დან ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი ჰქონ­და. მსა­ხი­ო­ბი 1944 წელს, აჭა­რე­ლი მუ­ჰა­ჯი­რის, იუ­რისტ იზეთ ჩეჰ­რეს ოჯახ­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნა 5 წლის იყო, რო­დე­საც მამა გარ­და­ეც­ვა­ლა და დე­დას­თან და უმ­ცროს ძმას­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად სამ­სუ­ნი­დან სტამ­ბოლ­ში გა­და­ვი­და.

ნე­ბა­ჰათ­მა იმ­დე­ნად მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა მა­მის და­კარ­გვა, რომ მო­მა­ვალ­ში, უმ­ცრო­სი ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დიდი გა­ჭირ­ვე­ბით მი­ი­ღო დე­დის ახა­ლი ქმრე­ბი. ის ძა­ლი­ან მორ­ცხვი იყო, მაგ­რამ ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ 15 წლის ასაკ­ში "მის თურ­ქე­თის“ ტი­ტუ­ლი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, რა­მაც მას ახა­ლი, ნა­თე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის კარი გა­უ­ღო.

ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას სი­ლა­მა­ზით ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ პრო­დი­უ­სე­რე­ბი, სა­რეკ­ლა­მო აგენ­ტე­ბი. სთა­ვა­ზობ­დნენ კონ­ტრაქ­ტებს სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. მსა­ხი­ო­ბო­ბამ­დე იყო მო­დე­ლო­ბა და ად­რე­ულ ასაკ­ში ესტრა­და­ზეც კი სცა­და ბედი.

  • ნე­ბა­ჰათ ჩეჰ­რეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მსა­ხი­ო­ბი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად ცო­ლად კო­ლე­გა მსა­ხი­ობ­სა და სცე­ნა­რისტ ილ­მაზ გი­უ­ნის გაჰ­ყვა. მა­მა­კა­ცი თურ­ქეთ­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ. ის ორ­ჯერ იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი ოქ­როს ფორ­თოხ­ლი­თა და ოქ­როს პალ­მის რტო­თი.

ნე­ბა­ჰა­თი და მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

მათი ქორ­წი­ნე­ბა მალე დას­რულ­და, ორმა ძლი­ერ­მა ადა­მი­ან­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბას ვერ გა­უძ­ლო. XX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ქალი სტამ­ბო­ლის სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ გა­ლ­ა­თა­სა­რა­ის სპორ­ტსმენ ია­ვუზ დე­მირ­თან შე­ნიშ­ნეს, თუმ­ცა ჩეჰ­რემ მა­მა­კა­ცი რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მი­ა­ტო­ვა, მი­ზე­ზი კი რო­ლე­ბი იყო. მა­შინ ნე­ბა­ჰათ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა, რომ მის­თვის პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

ნე­ბა­ჰათ ჩეჰ­რე თა­ვის მე­ო­რე ქმარ­თან, ია­ვუზ­თან ერ­თად

"ორ­ჯერ ვი­ყა­ვი გა­თხო­ვი­ლი და ახლა მხო­ლოდ კარგ მო­გო­ნე­ბებს ვი­ნა­ხავ იმ მა­მა­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან იყ­ვნენ მწუ­ხა­რე­ბა­ში და სი­ხა­რულ­ში. მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ მო­მი­წია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მე­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის, უფრო სწო­რად, მათ და­მა­ყე­ნეს ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე. ასეთ პი­რო­ბებ­ში ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი ბავ­შვის გა­ჩე­ნა­ზე. მად­ლო­ბა ბედს, რომ გა­მო­მიგ­ზავ­ნა ვა­ლი­დე სულ­თნის როლი "დი­დე­ბულ სა­უ­კუ­ნე­ში“. რო­დე­საც ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ შე­მეძ­ლო მე­თა­მა­შა რო­გორც 18 წლის, ისე 35 წლის ადა­მი­ა­ნის დედა“.

  • ნე­ბა­ჰათ ჩეჰ­რეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა

60-იან წლებ­ში ქალი მი­ნი­მუმ 7 ფილმში გა­და­ი­ღეს. მისი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს და­ემ­სგავ­სა. თუმ­ცა 70-იანი წლე­ბის შემ­დეგ ნე­ბა­ჰა­თის კი­ნო­ცხოვ­რე­ბა­ში დიდი პა­უ­ზა იყო, რად­გან გა­თხოვ­და და დე­და­მი­სი­სა და მრა­ვა­ლი თურ­ქი ქა­ლის მსგავ­სად, ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას მი­უ­ძღვნა თავი.

2000-იან წლებ­ში ნე­ბა­ჰათ ჩეჰ­რე ისევ დაბ­რუნ­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. 2006-2008 წლებ­ში პო­პუ­ლა­რულ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­ში ითა­მა­შა, რო­გო­რე­ბი­ცაა "გულ­გა­ტე­ხი­ლი“ და "აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“. მისი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რა კი "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო, სა­დაც სულ­თან სუ­ლე­ი­მა­ნის დე­დის, ვა­ლი­დეს როლი ითა­მა­შა.

2013 წელს მსა­ხი­ობ­მა ითა­მა­შა მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის რი­მე­იქ­ში - "მომ­ღე­რა­ლი ჩიტი“, რო­მე­ლიც რე­შად ნური გი­უნ­თე­ქი­ნის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღეს. მისი პარტნი­ო­რე­ბი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იყ­ვნენ ბუ­რაკ ოზჩი­ვი­ტი, ფაჰ­რიე ევ­ჩე­ნი, ბე­გუმ კუ­ტუ­კი, მეჰ­მეთ ოზ­გურ და სხვე­ბი.

78 წლის მსა­ხი­ო­ბი სა­ო­ცარ ფორ­მა­შია. "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ტი­უ­რობს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მისი ერთ-ერთი ბოლო ინ­ტერ­ვიუ მე­დი­ა­ში ივ­ლის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა ვა­ლი­დეს როლ­ზე და სე­რი­ალ­ზე, რო­მე­ლიც მო­დი­დან არა­სო­დეს გა­და­დის. აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­გორც სე­რი­ალ­ში, ისე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და ჰი­უ­რე­მის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მე­რი­ემ უზერ­ლი.

  • ნე­ბა­ჰა­თი ამა­ყობს ვა­ლი­დეს რო­ლით

რო­დე­საც მსა­ხი­ობ­მა შე­ი­ტყო, რომ თურ­ქეთ­ში სულ­თან სუ­ლე­ი­მა­ნის ცხოვ­რე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მას­შტა­ბუ­რი სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­დნენ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა, რად­გან მისი აზ­რით, ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტი. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც აუ­დი­ენ­ცი­ა­ზე წა­ვი­და, როლს და­თან­ხმდა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ნამ­დვი­ლი ლე­გენ­დის შექ­მნა­ში.

რო­დე­საც ქალი ვა­ლი­დე სულ­თნის როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს, ის უზო­მოდ ბედ­ნი­ე­რი იყო, თუმ­ცა ეს­მო­და, რომ მას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა მო­უ­წევ­და, რათა ოს­მა­ლე­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ვა­ლი­დეს როლი კარ­გად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. დღეს უკვე ფიქ­რობს, რომ რო­გორც რე­ჟი­სო­რის, ისე პრო­დი­უ­სე­რე­ბი­სა და მა­ყუ­რებ­ლის მო­ლო­დი­ნე­ბი გა­ა­მარ­თლა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლი­დე­სა და ჰი­უ­რე­მის რთულ ურ­თი­ერ­თო­ბას, ნე­ბა­ჰა­თის თქმით, მის­თვის რთუ­ლი არ იყო თა­მა­ში, რად­გან ის თა­ვი­დან­ვე უარ­ყო­ფი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი მე­რი­ემ უზერ­ლის მი­მართ. ჩეჰ­რე ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს "ევ­რო­პელ ბავ­შვს" უწო­დებ­და. მას არ მოს­წონ­და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ხმა­უ­რი, რო­მელ­საც მე­რი­ე­მი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ქმნი­და, ისე­ვე რო­გორც მისი დიდი მო­თხოვ­ნე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე. მისი თქმით, ცდი­ლობ­და სულ­თნის ნამ­დვი­ლი დე­დის ად­გი­ლას და­ე­ყე­ნე­ბი­ნა თავი. და, რო­გორც ჩანს, ამან გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა, რად­გან მე­რი­ე­მი მისი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზე კრთე­ბო­და.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თად კი­დევ ერ­თმა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­წყო, კონ­კრე­ტუ­ლად კი იმ ფაქ­ტმა, რომ მე­რი­ემ უზერ­ლიმ შვი­ლე­ბი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე გა­ა­ჩი­ნა, რაც მისი აზ­რით, მუს­ლი­მი ქა­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ჩეჰ­რემ აღი­ა­რა, რომ სულ­თნის დღე­სას­წა­ულ­ზე მო­ცეკ­ვა­ვე უზერ­ლის შე­ხედ­ვი­სას, მიხ­ვდა, რომ მის როლს მე­რი­ემ­ზე უკეთ ვე­რა­ვინ ითა­მა­შებ­და.

ნე­ბა­ჰა­თი ამ­ჯე­რად არ­ცერთ პრო­ექ­ტში არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. თურ­ქი ლე­გენ­და ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბით პე­რი­ო­დუ­ლად მი­ლი­ო­ნამ­დე თაყ­ვა­ნის­მცე­მელს "ინ­ტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით ეკონ­ტაქ­ტე­ბა და ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შორენა
7

მერილ სტრიპი :D :D :D ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არა? :))))))))))))

სერიალ მერიალ
5

ისე, აქ ირანი ახსენეს და ირანსაც ძალიან მაგარი სერიალები აქვს. ნუ, ირანული კინო ხო 10 თავით მაღლა დგას თურქულ კინოზე. უბრალოდ ეტყობა თავშლიანი ქალების გამოჩენა აფერხებს ირანული სერიალების გაპოპულარულებას. ირანულ კინო და სერიალებში კიდე უფრო ლამაზი ქალები არიან. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

თურქი მერილ სტრიპი - ვინ არის სერიალების ვარსკვლავი ქართული ფესვებით, რომელსაც უბერებელს უწოდებენ - 78 წლის ნებაჰათ ჩეჰრეს ვარსკვლავური ცხოვრება და სკანდალები

თურქი მერილ სტრიპი - ვინ არის სერიალების ვარსკვლავი ქართული ფესვებით, რომელსაც უბერებელს უწოდებენ - 78 წლის ნებაჰათ ჩეჰრეს ვარსკვლავური ცხოვრება და სკანდალები

ნებაჰათ ჩეჰრეს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თურქი მერილ სტრიპი, რადგან ის თავის ქვეყანაში დაფასებული და პატივსაცემი მსახიობია.

როდესაც პირველად ეკრანებზე სერიალი "დიდებული საუკუნე“ გამოჩნდა, სწორედ მაშინ გაარკვია ქართულმა საზოგადოებამ, რომ ქალს მამის მხრიდან ქართული ფესვები ჰქონდა. მსახიობი 1944 წელს, აჭარელი მუჰაჯირის, იურისტ იზეთ ჩეჰრეს ოჯახში დაიბადა. გოგონა 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად საცხოვრებლად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა.

ნებაჰათმა იმდენად მძიმედ გადაიტანა მამის დაკარგვა, რომ მომავალში, უმცროსი ძმისგან განსხვავებით, დიდი გაჭირვებით მიიღო დედის ახალი ქმრები. ის ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ 15 წლის ასაკში "მის თურქეთის“ ტიტული მოეპოვებინა, რამაც მას ახალი, ნათელი და საინტერესო ცხოვრების კარი გაუღო.

ახალგაზრდა გოგონას სილამაზით ინტერესდებოდნენ პროდიუსერები, სარეკლამო აგენტები. სთავაზობდნენ კონტრაქტებს სამოდელო ბიზნესში მონაწილეობისთვის. მსახიობობამდე იყო მოდელობა და ადრეულ ასაკში ესტრადაზეც კი სცადა ბედი.

  • ნებაჰათ ჩეჰრეს პირადი ცხოვრება

მსახიობი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ცოლად კოლეგა მსახიობსა და სცენარისტ ილმაზ გიუნის გაჰყვა. მამაკაცი თურქეთში ცნობილი მსახიობი გახლდათ. ის ორჯერ იყო დაჯილდოვებული ოქროს ფორთოხლითა და ოქროს პალმის რტოთი.

ნებაჰათი და მისი პირველი ქორწინება

მათი ქორწინება მალე დასრულდა, ორმა ძლიერმა ადამიანმა ერთად ცხოვრებას ვერ გაუძლო. XX საუკუნის 70-იან წლებში ქალი სტამბოლის საკალათბურთო კლუბ გალათასარაის სპორტსმენ იავუზ დემირთან შენიშნეს, თუმცა ჩეჰრემ მამაკაცი რამდენიმე წელიწადში მიატოვა, მიზეზი კი როლები იყო. მაშინ ნებაჰათმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისთვის პირადი თავისუფლება და საყვარელი საქმე უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ნებაჰათ ჩეჰრე თავის მეორე ქმართან, იავუზთან ერთად

"ორჯერ ვიყავი გათხოვილი და ახლა მხოლოდ კარგ მოგონებებს ვინახავ იმ მამაკაცების შესახებ, რომლებიც ჩემთან იყვნენ მწუხარებაში და სიხარულში. მაგრამ ისე მოხდა, რომ მომიწია არჩევანის გაკეთება ჩემს საყვარელ საქმესა და მამაკაცებს შორის, უფრო სწორად, მათ დამაყენეს ამ არჩევანის წინაშე. ასეთ პირობებში ვერც კი ვიფიქრებდი ბავშვის გაჩენაზე. მადლობა ბედს, რომ გამომიგზავნა ვალიდე სულთნის როლი "დიდებულ საუკუნეში“. როდესაც ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა, რომ შემეძლო მეთამაშა როგორც 18 წლის, ისე 35 წლის ადამიანის დედა“.

  • ნებაჰათ ჩეჰრეს შემოქმედებითი გზა

60-იან წლებში ქალი მინიმუმ 7 ფილმში გადაიღეს. მისი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა. თუმცა 70-იანი წლების შემდეგ ნებაჰათის კინოცხოვრებაში დიდი პაუზა იყო, რადგან გათხოვდა და დედამისისა და მრავალი თურქი ქალის მსგავსად, ოჯახურ ცხოვრებას მიუძღვნა თავი.

2000-იან წლებში ნებაჰათ ჩეჰრე ისევ დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე. 2006-2008 წლებში პოპულარულ თურქულ სერიალებში ითამაშა, როგორებიცაა "გულგატეხილი“ და "აკრძალული სიყვარული“. მისი თავბრუდამხვევი კარიერა კი "დიდებული საუკუნის“ გამოსვლის შემდეგ დაიწყო, სადაც სულთან სულეიმანის დედის, ვალიდეს როლი ითამაშა.

2013 წელს მსახიობმა ითამაშა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული სერიალის რიმეიქში - "მომღერალი ჩიტი“, რომელიც რეშად ნური გიუნთექინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე იყვნენ ბურაკ ოზჩივიტი, ფაჰრიე ევჩენი, ბეგუმ კუტუკი, მეჰმეთ ოზგურ და სხვები.

78 წლის მსახიობი საოცარ ფორმაშია. "ინსტაგრამზე" აქტიურობს და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ მედიაში ივლისში გამოქვეყნდა, სადაც გულწრფელად ისაუბრა ვალიდეს როლზე და სერიალზე, რომელიც მოდიდან არასოდეს გადადის. აღმოჩნდა, რომ როგორც სერიალში, ისე გადასაღებ მოედანზე ძალიან აღიზიანებდა ჰიურემის როლის შემსრულებელი მერიემ უზერლი.

  • ნებაჰათი ამაყობს ვალიდეს როლით

როდესაც მსახიობმა შეიტყო, რომ თურქეთში სულთან სულეიმანის ცხოვრებისადმი მიძღვნილი მასშტაბური სერიალის გადაღებას აპირებდნენ, აღფრთოვანებული დარჩა, რადგან მისი აზრით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ტიპის პროექტი. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც აუდიენციაზე წავიდა, როლს დათანხმდა და მონაწილეობა მიიღო ნამდვილი ლეგენდის შექმნაში.

როდესაც ქალი ვალიდე სულთნის როლზე დაამტკიცეს, ის უზომოდ ბედნიერი იყო, თუმცა ესმოდა, რომ მას დიდი ძალისხმევა მოუწევდა, რათა ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ვალიდეს როლი კარგად შეესრულებინა. დღეს უკვე ფიქრობს, რომ როგორც რეჟისორის, ისე პროდიუსერებისა და მაყურებლის მოლოდინები გაამართლა.

  • რაც შეეხება ვალიდესა და ჰიურემის რთულ ურთიერთობას, ნებაჰათის თქმით, მისთვის რთული არ იყო თამაში, რადგან ის თავიდანვე უარყოფითად იყო განწყობილი მერიემ უზერლის მიმართ. ჩეჰრე ახალგაზრდა მსახიობს "ევროპელ ბავშვს" უწოდებდა. მას არ მოსწონდა გადამეტებული ხმაური, რომელსაც მერიემი გადასაღებ მოედანზე ქმნიდა, ისევე როგორც მისი დიდი მოთხოვნები ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებზე. მისი თქმით, ცდილობდა სულთნის ნამდვილი დედის ადგილას დაეყენებინა თავი. და, როგორც ჩანს, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან მერიემი მისი სახელის გაგონებაზე კრთებოდა.

მსახიობის თქმით, მის მიმართ უარყოფითად კიდევ ერთმა ფაქტორმა განაწყო, კონკრეტულად კი იმ ფაქტმა, რომ მერიემ უზერლიმ შვილები ქორწინების გარეშე გააჩინა, რაც მისი აზრით, მუსლიმი ქალისთვის მიუღებელია. ამდენი ნეგატივის მიუხედავად, ჩეჰრემ აღიარა, რომ სულთნის დღესასწაულზე მოცეკვავე უზერლის შეხედვისას, მიხვდა, რომ მის როლს მერიემზე უკეთ ვერავინ ითამაშებდა.

ნებაჰათი ამჯერად არცერთ პროექტში არ არის დაკავებული. თურქი ლეგენდა ქართული ფესვებით პერიოდულად მილიონამდე თაყვანისმცემელს "ინტაგრამის" საშუალებით ეკონტაქტება და ფოტოებს უზიარებს.