პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, რომელიც მაყურებელს მანქანის მოპარვას ასწავლის, ქურდობის შემთხვევები რეალურად გაზარდა
TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, რომელიც მაყურებელს მანქანის მოპარვას ასწავლის, ქურდობის შემთხვევები რეალურად გაზარდა

TikTok-სა და YouTube-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა პო­პუ­ლა­რულ­მა Kia Challenge ("კიას" გა­მოწ­ვე­ვა) ვი­დე­ო­ებ­მა, აშშ-ში, მან­ქა­ნის ქურ­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა გა­მო­იწ­ვია, რად­გან ინ­სტრუქ­ცი­უ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გვას­წავ­ლის, თუ რო­გორ უნდა მო­ვი­პა­როთ მან­ქა­ნა მხო­ლოდ USB კა­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით.

"ტი­კტო­კის" რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ექა­უნთზე ატ­ვირ­თუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გვიჩ­ვე­ნებს მან­ქა­ნის ქურ­დებს, რომ­ლე­ბიც KIA-სა და Hyundai-ს მან­ქა­ნებს USB კა­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ქო­ქა­ვენ. ზოგ ამ­გვარ ვი­დე­ო­ში ქურ­დე­ბი, რომ­ლებ­საც "კიას ბი­ჭებს" უწო­დე­ბენ, მო­პა­რულ მან­ქა­ნებს გა­მიზ­ნუ­ლად აჯა­ხე­ბენ და შემ­დეგ ად­გილ­ზე­ვე ტო­ვე­ბენ მათ.

მი­ლუ­ო­კი­ში, სა­დაც ეს ტრენ­დი და­ი­წყო, "ჰი­უნ­და­ი­სა" და "კიას" მო­დე­ლე­ბის ქურ­დო­ბა წინა წელს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ქურ­დო­ბის 66%-ს შე­ად­გენ­და, ამ დრო­ის­თვის კი ეს რი­ცხვი 2.500%-ითაა გაზ­რდი­ლი. ფლო­რი­დის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმაც გა­ნა­ცხა­და, რომ მა­თაც შე­ნიშ­ნეს "უც­ნა­უ­რი ტრენ­დი", რო­მე­ლიც მან­ქა­ნე­ბის ქურ­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"11 ივ­ლი­სი­დან მო­პა­რუ­ლი 56 მან­ქა­ნი­დან 23 არის KIA და Hyundai-ს მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 2021 წლის ან უფრო ძვე­ლი გა­მოშ­ვე­ბუ­ლია. ეს მან­ქა­ნე­ბი ძრა­ვის და­სა­ქო­ქად გა­სა­ღებს იყე­ნე­ბენ", - წერს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი "ტვი­ტერ­ზე. "ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც "კია"/"ჰი­უნ­დაი" ჰყავს, რო­მე­ლიც გა­სა­ღე­ბით იქო­ქე­ბა, გთხოვთ, გაფრ­თხილ­დეთ", - ასე­თია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­წო­დე­ბა.

ანა­ლო­გი­უ­რად, KIA-სა და Hyundai-ს მან­ქა­ნე­ბი ქურ­დო­ბის სა­მიზ­ნედ იქცა არ­ლინგტონ­ში, ტე­ხას­სა და ცინ­ცი­ნა­ტი­ში.

USA Today-ის­თვის გაგ­ზავ­ნილ გან­ცხა­დე­ბებ­ში, "კიამ" და "ჰი­უნ­და­იმ" გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი საქ­მის კურ­სში არი­ან ქურ­დო­ბე­ბის შე­სა­ხებ და რომ მათი ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ან აღე­მა­ტე­ბა მან­ქა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სტან­დარ­ტებს.

წყა­რო: insider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

კ ო მ ბ ლ ე
0

ანუ ქარხანა ითვალისწინებს მომპარავების ინტერესებს და ხელს უწყობს მათ? ჩვენმა მთავრობამ ხომ ვერაფრით აითვისა დასავლეთის მიდგომები მომპარავებთან მომართებაში. 

ჩვენ მხოლოდ სიმღერებში ვართ მაგრები; არ მომიპარავს მიპოვნია, მიდი და ამტკიცე მართლა იპოვნა, თუ .......... ი მერსედეს პაპალ პოდ პრეს! აი ამაშია საქმე!; 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, რომელიც მაყურებელს მანქანის მოპარვას ასწავლის, ქურდობის შემთხვევები რეალურად გაზარდა

TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, რომელიც მაყურებელს მანქანის მოპარვას ასწავლის, ქურდობის შემთხვევები რეალურად გაზარდა

TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა პოპულარულმა Kia Challenge ("კიას" გამოწვევა) ვიდეოებმა, აშშ-ში, მანქანის ქურდობის შემთხვევების ზრდა გამოიწვია, რადგან ინსტრუქციული ვიდეოები გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვიპაროთ მანქანა მხოლოდ USB კაბელის გამოყენებით.

"ტიკტოკის" რამდენიმე სხვადასხვა ექაუნთზე ატვირთული ვიდეოები გვიჩვენებს მანქანის ქურდებს, რომლებიც KIA-სა და Hyundai-ს მანქანებს USB კაბელის გამოყენებით ქოქავენ. ზოგ ამგვარ ვიდეოში ქურდები, რომლებსაც "კიას ბიჭებს" უწოდებენ, მოპარულ მანქანებს გამიზნულად აჯახებენ და შემდეგ ადგილზევე ტოვებენ მათ.

მილუოკიში, სადაც ეს ტრენდი დაიწყო, "ჰიუნდაისა" და "კიას" მოდელების ქურდობა წინა წელს, ავტომობილების ქურდობის 66%-ს შეადგენდა, ამ დროისთვის კი ეს რიცხვი 2.500%-ითაა გაზრდილი. ფლორიდის პოლიციის დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ მათაც შენიშნეს "უცნაური ტრენდი", რომელიც მანქანების ქურდობას უკავშირდება.

"11 ივლისიდან მოპარული 56 მანქანიდან 23 არის KIA და Hyundai-ს მოდელები, რომლებიც 2021 წლის ან უფრო ძველი გამოშვებულია. ეს მანქანები ძრავის დასაქოქად გასაღებს იყენებენ", - წერს პოლიციის დეპარტამენტი "ტვიტერზე. "ნებისმიერს, ვისაც "კია"/"ჰიუნდაი" ჰყავს, რომელიც გასაღებით იქოქება, გთხოვთ, გაფრთხილდეთ", - ასეთია სამართალდამცავების მოწოდება.

ანალოგიურად, KIA-სა და Hyundai-ს მანქანები ქურდობის სამიზნედ იქცა არლინგტონში, ტეხასსა და ცინცინატიში.

USA Today-ისთვის გაგზავნილ განცხადებებში, "კიამ" და "ჰიუნდაიმ" განაცხადეს, რომ ისინი საქმის კურსში არიან ქურდობების შესახებ და რომ მათი ყველა ავტომობილი აკმაყოფილებს ან აღემატება მანქანების უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა