მომღერალ მამუკა ონაშვილს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ბესო ჩუბინიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, ონაშვილის ცხედარი ამ დროისთვის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული, სადაც 2 და 3 აგვისტოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
"დაკრძალვა იქნება ხუთშაბათს, 4 აგვისტოს. გამოსვენება მოხდება 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან. მამუკას დავკრძალავთ მახათას მთაზე, ახალ პანთეონში, ტაძართან ახლოს“, - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა.