მომღერალი, პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,
"პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90 იანებში. მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ჰქონდა. არვინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა სიმღერა, რის სიმღერა...მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი, ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ჰქონდა იყო მამუკა ონაშვილი. ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო. მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ძალიან ადრე წახვედი..." - წერს სტეფანე "ფეისბუქში".
მომღერალი მამუკა ონაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. იგი 2 დღის წინ ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა. მომღერალი "პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ავტომობილი, რომელშიც, ონაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, დაბრუნდა. საჭეს 22 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც საავამდყოფოში გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ: