"ჩვენს მთავრობაში სტრატეგიული აზროვნების ადამიანები არ არიან", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე და ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
- ჯერ კიდევ მაშინ, როცა გიორგი გახარია იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, შევთავაზე, რომ შეგვექმნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრი. მსგავსი ორგანო არის უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა ცენტრი, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან არა მარტო ვიწრო, არამედ უფრო ფართო სპექტრის პროფესიონალებიც. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს ამგვარი ცენტრები. რა თქმა უნდა, ჩემს წერილზე არავის უპასუხია. საჭიროა ინსტიტუცია, რომელიც სტრატეგიულად დაგეგმავს ჩვენს პოლიტიკას და არა ისე, როგორც ირაკლი კობახიძე აკეთებს - დღეს კელი დეგნანი რაღაცას რომ იტყვის, 15 წუთში ის გამოვარდება და პასუხობს - ეს არის მთელი მისი პოლიტიკა. ეს არასწორია, თან დაუჟინია, დასკვნა მარტივიაო, არადა, ანალიზი და დასკვნის გამოტანაა ყველაზე რთული. ჩვენს პოლიტიკას მე შევადარებდი უთავო მხედარს მაინ რიდის ცნობილი ნაწარმოებიდან - მიქრის ცხენი და ვინც მას უნდა მართავდეს, უთავოდ არის დარჩენილი.
- სად მიგვიყვანს ეს "უთავო მხედარი"?
- ფაქტია, ამგვარი პოლიტიკით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ ეს მოცემულობაა... ეს პროცესი ან მივა უმრავლესობის დაშლამდე და არჩევნებამდე, ან მთავრობა შეიცვლება.
- ივანიშვილის წერილში ამ ცვლილების შესაძლებლობა დაინახეთ? ის აქებს მთავრობას და უწონებს, რომ მან ომი აარიდა ქვეყანას.
- როცა ის მთავრობის განსაკუთრებულ ქებას იწყებს, იმის მერე ბევრი რამ იცვლება ხოლმე. გაგახსენებთ, ღარიბაშვილსაც ძალიან აქებდა მის პირველ ჯერზე პრემიერობისას და უცებ, სადღაც 5 დღეში, გადადგა... ჩემი აზრით, ახლა კულუარული პროცესები მიდის, ივანიშვილი მოწადინებულია თავისი პრობლემები მოაგვაროს. შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი. ამას, მგონი, გრძნობენ "ქართულ ოცნებაშიც", ბევრი უკვე ეძებს თავის ადგილს სამომავლო პოლიტიკურ კოლაჟში. ცხადია, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ არავითარი პერსპექტივა არა აქვთ, ამიტომ სურთ რაღაცის დაფუძნება. მათი პოზიცია ანტიდასავლური იქნება თუ პროდასავლური, არავინ იცის, რაც მთავარია, თვითონაც არ იციან. ისინი ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ, მერე ქვეყანასა და იდეოლოგიაზე. ამიტომ მძულს ქართული პოლიტიკა - ქამელეონივით შეიძლება შეიცვალონ პოლიტიკოსებმა შეხედულებები. ავიღოთ დიმიტრი ხუნდაძე - ერთ-ერთი იმ ცნობილი სამეულიდან. ჯერ იყო და, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ როგორი დემარშით გამოვიდა, შემდეგ უცებ პროდასავლელი გახდა, მერე ისევ დასავლეთის გინება დაიწყო. ლერწამივით არიან, საითაც ქარი დაუბერავს, იქით იხრებიან, საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებთ. წაიკითხეთ სტატია სრულად
არცერთი ირაკლი არაფერ შუაში არ არის , არც ბიძინა, მას ეს სისტემა არ შუქმნია, ის შექმნა ედუარდმა და დახვეწა მიშამ ბურჯანაძის და ბაქრაძის ხელშეწყობით, ჟვანია ხელს უშლიდა ! სსრკ დროიდან სახელმწიფოს რეპრესიულ საექსპროპრიაციო და გამნაწილებელ მაკონტროლებელ ამკრძალავ დამსჯელი პრობოლშევიკური ფუნქცია არ შეგვიცვლია , აკრძალული გვაქვს ყველაფერი , რომ ყველაფერში ნებართვა აიღო, ფულით, პარტიაც ერთია, იგივე ნაკომუნისტარი, 267 რეგისტრირებულიდან 260 ბუტაფორიაა და შვიდია მოქკავშირი - ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებით ,დიახ, ერთი კაცის დაწერილ გადაწერილი წესდება პროგრამებით და დაპირება შეპირებებით , წევრებიც ერთი ყავსთ-ცხრაჯერ არაიან გადადინებულ გადმოდინებული ! აბა დადეთ სია , ყველა მოდის შევარდნაძის სიიდან , ექსპერტებიც მაქედან ხართ და ბობოლა ჟურნალისტებიც ! ესაა მოსაგვარებელი, სამართლის სისტემაა შესაცვლელი, ის პროსაბჭოთაა და აგებულია დიდი ხნის წინ გაცვეთილ, გაუფასურებულ პრინციპზე "სახელმწიფო ყოველთვის მართალია" !
ამ საზიზღრების შემხედვარე დაიცალა საქართველო, გარბიან უიმედობისგან