ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"შესაძლოა, გამაღიზიანებლად ჟღერდეს ვინმესთვის, ყავის ფასით რომ ვსაზღვრავ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ ჩემი ძირითადი პროდუქტი ესაა და მისი გავლით ვხედავ ყოველდღიურ გასაჭირს. თანაც მაგალითად ყველაფერი გამოდგებოდა, მხოლოდ ყავა ხომ არ ძვირდება. "სპარში" 250 გრამიანი "ლავაცას" ქილის ფასი 35 ლარი დამხვდა. წინა თვეში 30-მდე იყო გაზრდილი. სწრაფი პერიოდულობით აძვირებენ არა 50 თეთრით, ან ლარით, არამედ 4-4, ან 5-5 ლარით. მესმის, ომია და ბევრი რამ იქნება თავდაყირა, მაგრამ დოლარის გაიაფება რომ პროდუქტს თუ არ აიაფებს, იგივე ფასს მაინც არ უტოვებს, მიზეზი რუსი "დევნილებისთვის" მირთმეული ფასები უნდა იყოს.
ვინ ზარალდება და საქართველოს მოსახლეობა. მაინც რომ გაერკვეთ სიტუაციაში, ვისაც ძალიან გიხარიათ, რუსების, როგორც "გამდიდრების" წყაროს შემოდინება. მდიდრდებიან ისევ მსხვილი ვაჭრები, თორემ მოლარისთვის კი არ გაუზრდიათ ხელფასი. დანარჩენებს კი ცოტა ხანში აღარც ფული ექნება, აღარც მიწა და აღარც ქართული ენა. ამ უკანასკნელის მოსპობა კი საქართველოს მოსპობას ნიშნავს.
ხოდა, ეს მაინც შევძლოთ, ველაპარაკოთ რუსებს ქართულად. აწი ეგენი აღარ წავლენ და ქართული მაინც ვასწავლოთ, ვიდრე მათ გაგვარუსონ და სახელმწიფო ენად გამოგვიცხადონ რუსული მალე.
ესპანეთში, სადაც ამდენი ტურისტია, მიმტანებმა და სხვა სერვისების პერსონალმა საერთაშორისო ენა, ინგლისურიც კი იშვიათად იციან, მაგრამ არ მოვმკვდარვარ შიმშილით, გადასარევად გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს ისე, არცერთხელ არ შეშლიათ, რა მინდოდა და სულ გრაციას, გრაციასით ვასრულებდით ტკბილ ურთიერთობას." - წერს ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში".