31 ივლისს, ჩრდილოეთ კოსოვოში, ეთნიკურმა სერბებმა, სერბიასთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან. გზები გადაკეტეს პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. გვიან საღამოს, კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დაკეტა იარინიესა და ბრნიაკის სასაზღვრო გადასასვლელები მოგზაურობისთვის და ტრანსპორტისთვის, დემონსტრანტების მიერ მათი ბლოკირების გამო.
ამის მიზეზი გახდა კოსოვოს მთავრობის 2 გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 1-ლი აგვისტოდან უნდა შესულიყო.
მათგან ერთის თანახმად, სერბეთიდან შესულმა მგზავრებმა სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტები უნდა შეცვალონ ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. მას სამი თვის განმავლობაში ექნება ძალა.
ამგვარი წესი დიდი ხანია მოქმედებს სერბეთში და შეხება იქ ჩასულ კოსოვოს მოქალაქეებს.
პროტესტის მეორე მიზეზი კი გახდა წესი, რომელიც სანომრე ნიშნებს შეეხება და რომლის აღსრულებაც 1-ლი აგვისტოდან იგეგმებოდა.
დღემდე ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა) და ა.შ. რასაც კოსოვოს მთავრობაუკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობა სერბი მოსახლეობაა.
ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS" - კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებული ფორმა.
თუმცა, როგორც ირკვევა დაწყებული არეულობის შემდეგ, კოსოვოს მთავრობამ გადადო კვლავ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს.
კოსოვოს მთავრობის განცხადებით, ისინი სერბებს 60-დღიან გარდამავალ პერიოდს მისცემენ კოსოვოს სანომრე ნიშნების ასაღებად.
ამის გარდა კოსოვოს ხელისუფლებამ გადადო იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც კოსოვოში ვიზიტის მსურველ სერბებს ავალდებულებს საზღვარზე დამატებითი დოკუმენტის აღებას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღსრულების გადადებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა.
მანქანების თაობაზე უთანხმოებამ იფეთქა ერთი წლის წინაც ,2021 წლის სექტემბერში, მას მერე, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთიდან შესულ ყველა მძღოლს მოსთხოვა გამოეყენებინათ დროებითი, 60-დღიანი, დაბეჭდილი ნომრები, იმ ზომების პასუხად, რომლებიც სერბეთმა კოსოვოელ მძღოლებთან მიმართებით 2008 წელს შემოიღო - როცა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.