მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად... დიდია ჩვენი გულისტკივილი" - პატრიარქი გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
"მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად... დიდია ჩვენი გულისტკივილი" - პატრიარქი გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე სამ­ძი­მარს უცხა­დებს გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფი­სას და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს.

"დი­დია ჩვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი ა.წ. 29 ივ­ლისს გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, რო­მელ­მაც რვა პი­როვ­ნე­ბა იმ­სხვერ­პლა და ქვე­ყა­ნა­ში დიდი მწუ­ხა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა­ზე ზრუნ­ვას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბაც ასე­ვე და­ას­რუ­ლეს.

ვერ­ტმფრენ­ში მყოფ­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მოყ­ვა­სის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ზრუნ­ვას შე­ე­წირ­ნენ და სი­ცო­ცხლე გა­ი­ღეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყოფ­თა და­სახ­მა­რებ­ლად, რაც ღვთის წი­ნა­შე უდი­დე­სი მად­ლია.

აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს ზაზა ლო­რი­ას, ან­დრო ქუ­ჯაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნის, კახა ტორ­ჩი­ნა­ვას, დი­მიტ­რი ქა­ა­ძეს, გი­ორ­გი ვე­ნეც­კის, ლე­ვან ჩო­ხე­ლი­სა და ქე­თე­ვან გუ­ლა­ღაშ­ვი­ლის უკ­ვდავ სულ­თათ­ვის, რათა მათ სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა, გა­ნის­ვე­ნონ, ხოლო გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს უფალ­მან მო­ა­ნი­ჭოს ურ­ყე­ვი რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, ლოც­ვის ძალა და მშვი­დო­ბა." - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

გუ­და­ურ­ში გუ­შინ მომ­ხდარ­მა უმ­ძი­მეს­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და ვერ­ტმფრენ­მა, სა­დაც პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნილ­თა და­სახ­მა­რებ­ლად წა­სუ­ლი მაშ­ვე­ლე­ბი და ეკი­პა­ჟის სხვა წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: მაშ­ვე­ლე­ბი - კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; მფრი­ნა­ვე­ბი - ან­დრო ქუ­ჯოშ­ვი­ლი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე; სას­წრა­ფოს დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბი - ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ვე­ნეც­კი.

ლე­ვან ჩო­ხელს, ზაზა ლო­რი­ას და დიმა ქა­ა­ძეს წლე­ბის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ და მათ ურ­თუ­ლეს სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებს ან­დობ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად... დიდია ჩვენი გულისტკივილი" - პატრიარქი გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

"მათ სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად... დიდია ჩვენი გულისტკივილი" - პატრიარქი გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამძიმარს უცხადებს გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"დიდია ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც რვა პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია.

ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს.

ვერტმფრენში მყოფნი, ფაქტობრივად, მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია.

აღვავლენთ ლოცვებს ზაზა ლორიას, ანდრო ქუჯაშვილის, გიორგი მარგიანის, კახა ტორჩინავას, დიმიტრი ქააძეს, გიორგი ვენეცკის, ლევან ჩოხელისა და ქეთევან გულაღაშვილის უკვდავ სულთათვის, რათა მათ სავანესა მართალთასა, განისვენონ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმან მოანიჭოს ურყევი რწმენა და სასოება მარადიული ცხოვრებისა, ლოცვის ძალა და მშვიდობა." - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

გუდაურში გუშინ მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები - ანდრო ქუჯოშვილი,​ ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები - ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.

ლევან ჩოხელს, ზაზა ლორიას და დიმა ქააძეს წლების სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ და მათ ურთულეს სამაშველო ოპერაციებს ანდობდნენ.