საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მივეცი" - მეუფე სტეფანე
"მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მივეცი" - მეუფე სტეფანე

ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ (კა­ლა­ი­ჯიშ­ვი­ლი) ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმის გამო, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ხმა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მის­ცა.

რო­გორც მან ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, "ეს არის მისი სირ­ცხვი­ლი, რომ შე­დე­გი ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა“.

"ცო­ცხა­ლი თა­ვით იბ­რძვი­ან, ერთ ამ­ბავ­ში არი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერთი ნა­წი­ლი ცდი­ლობს, მო­იყ­ვა­ნოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი უკე­თუ­რე­ბა გა­ა­კე­თა და დღე­ვან­დელ დღემ­დე ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი მო­იყ­ვა­ნა. არ­სე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც ასე­ვე არ და­აკ­ლო. ერ­თია, რომ პირ­და­პირ არ ხვრეტ­დნენ ქუ­ჩებ­ში ხალ­ხს, თო­რემ, მათ ("ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“) და­ნარ­ჩე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მათ­ზე მეტი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნეს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს. რე­ა­ლუ­რად ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი კა­ნო­ნე­ბი სულ უფრო და უფრო მძი­მე ხდე­ბა. ლა­პა­რა­კო­ბენ ახლა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ამ დროს, ვინც მათ ემ­სა­ხუ­რე­ბა, მხო­ლოდ იმა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, თო­რემ ვინც სხვა­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კობს, მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს. ყვე­ლამ და­ი­წყო ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ არა­ფე­რი არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია ისე­თი, რაც მათ არ გა­უ­კე­თე­ბი­ა­თო. გა­ცი­ლე­ბით მე­ტად იცა­ვენ ყვე­ლა სტან­დარტს, მაგ­რამ ისი­ნი უნდა და­ი­ხუ­რო­ნო.

გა­მო­დის უმაღ­ლე­სი მხე­დარ­თმთა­ვა­რი და ამ­ბობს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი უნდა და­ი­ხუ­როს, ოღონდ "ცოტა ისე უნდა და­ი­ხუ­როს“, და­ახ­ლო­ე­ბით ასე ლა­პა­რა­კობს, რა­საც ამ­ბობს, ისე ვამ­ბობ. მრცხვე­ნია და ბო­დიშს ვუხ­დი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მე მას ხმა მი­ვე­ცი. ეს არის ჩემი სირ­ცხვი­ლი, რომ ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე შე­დე­გი რა იქ­ნე­ბო­და. სხვის­თვის ხმა არ­ცერ­თხელ მი­მი­ცია, მას მი­ვე­ცი, წმინ­და ნი­ნოს გზა­ზე წა­ვი­და, ჯვა­რი ეჭი­რა და ვი­ფიქ­რე...“,-აღ­ნიშ­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ.

ის ქა­და­გე­ბი­სას ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნილ 12 პუნ­ქტსაც შე­ე­ხო, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად უნდა შე­ას­რუ­ლოს.

"დღეს არის ისე­თი დრო, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ან­ტიქსრი­ტი­ა­ნუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბის პე­რი­ო­დი. ამის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დია ახლა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით უნ­დათ შე­მო­ი­ტა­ნონ ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რომ­ლი­თაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ კა­ნო­ნე­ბით ხელ-ფეხი უნდა შე­უკ­რან სა­ქარ­თვე­ლოს და ამას ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის­თვის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ჰქვია.

ამა­ში ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­ობს, ის, ვინც აცხა­დებს, რომ პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლებს იმ 12 პუნ­ქტს, რაც და­ა­კის­რეს. ვინ­მემ იცის რა წე­რია იმ მო­თხოვ­ნებ­ში რე­ა­ლუ­რად? ლა­პა­რა­კო­ბენ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე და დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე, და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბი სა­ერ­თოდ არ არის გან­ხილ­ვა­ში. თვი­თონ­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მერე რა­ღა­ცებს კა­ნო­ნე­ბად გა­და­სა­ხა­ვენ, მერე ყვე­ლა­ნა­ი­რად შეკ­რა­ვენ და გე­ტყვი­ან, კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სია, მი­დით და ყვე­ლამ შე­ას­რუ­ლე­თო.

იმ პუნ­ქტებ­ში არის შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის სუ­ლის­კვე­თე­ბით რა­ღა­ცე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. ეს რას ნიშ­ნავს, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია უნდა გაგ­რძელ­დეს უფრო მა­ღა­ლი დო­ნით და ამას აქვს პატ­რო­ნა­ჟი მთე­ლი და­სავ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან. თით­ქოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გამო ამ­ბო­ხე­ბაა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის, რა­ტომ გვე­უბ­ნე­ბა ელჩი ასე, ან რა­ტომ ერე­ვა ელჩი სა­სა­მარ­თლო­ში და სხვა რა­ღა­ცებ­ში. ერთი მხა­რე მარ­თა­ლია, მაგ­რამ ეს არის ჩხუ­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს და ჩვენ, ხალ­ხმა უნდა ვიგ­რძნოთ, რომ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ვინ­მე იბ­რძვით. ამ დროს, ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ჩვენ ვართ და­სავ­ლე­თის ყურ­მოჭ­რი­ლი მონა, რა­საც გვე­ტყვი­ან იმას შე­ვას­რუ­ლებთ და ეს 12 პუნ­ქტი ყვე­ლას­თვის არის ყვე­ლა­ფე­რი, ანუ ღმერ­თიც და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი. ეს 12 პუნ­ქტი უზე­ნა­ე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, ამის იქით ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ღუ­პე­ბა. აი, ასე­თი აზრი მო­დის“,-აღ­ნიშ­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ.

მისი თქმით, დღეს და­ი­წყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ სა­ჭი­როა "გეი პა­რა­დე­ბი“ და ფე­რად-ფე­რა­დი ცხოვ­რე­ბა. რო­გორც მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ აღ­ნიშ­ნა, სწო­რედ ამის შე­სა­ხებ არის სა­უ­ბა­რი 12 პუნ­ქტში.

"იმ 12 პუნ­ქტში ეს "ფე­რად-ფე­რა­დი ცხოვ­რე­ბა“ პირ­და­პირ წე­რია, რომ ჩვენ ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვა­ღი­ა­როთ და ყვე­ლა, ვინც ხმას ამო­ი­ღებს, უნდა მო­იშ­თოს. ეკ­ლე­სი­ის მი­მარ­თაც არის ეს ფა­რუ­ლი, ეკ­ლე­სია ვე­რას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა ამ ფე­რად-ფე­რად ცხოვ­რე­ბას.კაც­ზე კა­ცის გა­თხო­ვე­ბას და ქალ­ზე ქა­ლის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სო­დო­მუ­რი ცოდ­ვის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და რაც სო­დო­მუ­რი ცოდ­ვის­თვის ეწე­ვა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, ყვე­ლა­ზე არის ეს წყევ­ლა. არა ჩემ­გან, არა­მედ ბიბ­ლი­ი­დან არის ეს წყევ­ლა. ეში­ნო­დეს ყვე­ლას, ვინც ამას სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­კვიდ­რებს. ქარ­თვე­ლებ­ზე ვლა­პა­რა­კობ, თო­რემ მათ შეგ­რძნე­ბა აღარ აქვთ“,-გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lela
24

ერთი დღე მაინც გათენდეს საქართველოში, როცა ერი და ბერი მხოლოდ თავის საქმეს გააკეთებდა.

domna
45

რა დასანანია მარტვილელებმა ფეხქვეშ რომ არ გაგიდეს.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მივეცი" - მეუფე სტეფანე

"მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მივეცი" - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბოდიში მოუხადა ქართულ საზოგადოებას იმის გამო, რომ არჩევნებში ხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისცა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, "ეს არის მისი სირცხვილი, რომ შედეგი ვერ გაითვალისწინა“.

"ცოცხალი თავით იბრძვიან, ერთ ამბავში არიან, ხელისუფლებაში ერთი ნაწილი ცდილობს, მოიყვანოს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც უამრავი უკეთურება გააკეთა და დღევანდელ დღემდე ძალიან მძიმე პერიოდი მოიყვანა. არსებულმა ხელისუფლებამაც ასევე არ დააკლო. ერთია, რომ პირდაპირ არ ხვრეტდნენ ქუჩებში ხალხს, თორემ, მათ ("ქართულმა ოცნებამ“) დანარჩენი კანონმდებლობით მათზე მეტი პრობლემა შეუქმნეს დღევანდელ საქართველოს. რეალურად ისეთი ვითარებაა, რომ ანტიქრისტიანული კანონები სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ლაპარაკობენ ახლა მედიის თავისუფლებაზე და ამ დროს, ვინც მათ ემსახურება, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, მათ თავისუფლებაზე არავინ არაფერს ამბობს. ყველამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არაფერი არავის გაუკეთებია ისეთი, რაც მათ არ გაუკეთებიათო. გაცილებით მეტად იცავენ ყველა სტანდარტს, მაგრამ ისინი უნდა დაიხურონო.

გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ ტელევიზიები უნდა დაიხუროს, ოღონდ "ცოტა ისე უნდა დაიხუროს“, დაახლოებით ასე ლაპარაკობს, რასაც ამბობს, ისე ვამბობ. მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არცერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე...“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ის ქადაგებისას ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პუნქტსაც შეეხო, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

"დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქსრიტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდია ახლა. კანონმდებლობით უნდათ შემოიტანონ ყველა ის საკითხი, რომლითაც, ფაქტობრივად, ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია.

ამაში ყველა მონაწილეობს, ის, ვინც აცხადებს, რომ პირნათლად შეასრულებს იმ 12 პუნქტს, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის რა წერია იმ მოთხოვნებში რეალურად? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არ არის განხილვაში. თვითონვე განიხილავენ, მერე რაღაცებს კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთო.

იმ პუნქტებში არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით რაღაცების მოწესრიგება. ეს რას ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით და ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურების მხრიდან. თითქოს სუვერენიტეტის გამო ამბოხებაა რამდენიმე ადამიანის, რატომ გვეუბნება ელჩი ასე, ან რატომ ერევა ელჩი სასამართლოში და სხვა რაღაცებში. ერთი მხარე მართალია, მაგრამ ეს არის ჩხუბი, რომელიც უნდა იყოს და ჩვენ, ხალხმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვინმე იბრძვით. ამ დროს, ყველა ამბობს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ყურმოჭრილი მონა, რასაც გვეტყვიან იმას შევასრულებთ და ეს 12 პუნქტი ყველასთვის არის ყველაფერი, ანუ ღმერთიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ეს 12 პუნქტი უზენაესი ღირებულებებია, ამის იქით ჩვენი არსებობა შეუძლებელია და საქართველო დაიღუპება. აი, ასეთი აზრი მოდის“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მისი თქმით, დღეს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა "გეი პარადები“ და ფერად-ფერადი ცხოვრება. როგორც მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, სწორედ ამის შესახებ არის საუბარი 12 პუნქტში.

"იმ 12 პუნქტში ეს "ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესიის მიმართაც არის ეს ფარული, ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას.კაცზე კაცის გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამკვიდრებული და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის ეს წყევლა. ეშინოდეს ყველას, ვინც ამას საქართველოში ამკვიდრებს. ქართველებზე ვლაპარაკობ, თორემ მათ შეგრძნება აღარ აქვთ“,-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.