მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილით დაისჯებით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება" - "აზოვის" პოლკის მიმართვა პუტინს
"სიკვდილით დაისჯებით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება" - "აზოვის" პოლკის მიმართვა პუტინს

ელე­ნოვ­კა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, "აზო­ვის" პოლკ­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს სას­ჯე­ლი ელის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში "აზო­ვის" დრო­ე­ბით­მა მე­თა­ურ­მა მი­კი­ტა ნა­დტო­ჩიმ გა­ნა­ცხა­და.

"დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი იტყუ­ე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის შე­სა­ხებ და დღეს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით და­ა­დას­ტუ­რეს.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო პუ­ტინს, რო­მელ­საც ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პი­რა­დად ეკის­რე­ბა, რომ ჩა­მომ­ხრჩვა­ლის სახ­ლში თოკ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ.

თა­ვად და­ის­ჯე­ბით სიკ­ვდი­ლით თქვენს აფ­თრებ­თან და სა­ელ­ჩო­ებ­თან ერ­თად. ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც გიყ­ვართ, ცნო­ბე­ბი­თა და ბეჭ­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ბარ­ბა­რო­სუ­ლი ვერ­შემ­დგა­რი იმ­პე­რია გა­ნად­გურ­დე­ბა,“ – გა­ნა­ცხა­და "აზო­ვის“ მე­თა­უ­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­დე­ო­მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბამ­დე ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩომ "აზო­ვის“ პოლ­კის და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ფორ­მად სა­ელ­ჩო ჩა­მოხ­რჩო­ბას მი­უ­თი­თებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს "ტვი­ტე­რის“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "აზო­ვის“ პოლკ­ში ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ არი­ან და და­მამ­ცი­რე­ბელ სიკ­ვდილს იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

"აზო­ვის“ "ბო­ე­ვი­კე­ბი“ სიკ­ვდი­ლით დას­ჯას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, მაგ­რამ სიკ­ვდილს არა ჩა­ცხრილ­ვით, არა­მედ ჩა­მოხ­რჩო­ბით, იმი­ტომ რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ არი­ან. ისი­ნი და­მამ­ცი­რე­ბელ სიკ­ვდილს იმ­სა­ხუ­რე­ბენ“,- ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გუ­შინ ელე­ნოვ­სკის კო­ლო­ნია და­ი­ბომ­ბა, რის შე­დე­გა­დაც რუს­მა "ბო­ე­ვი­კებ­მა“ 50 უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვის, მათ შო­რის "აზო­ვის“ მებ­რძო­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
17

ნაცისთების ნიშანი აქვს თუ რამე მეშლება?)) სს

უკრაინა
120

დიდება უკრაინას და მის სასწაულ გმირებს. აუცილებლად გაიმარჯვებენ.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სიკვდილით დაისჯებით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება" - "აზოვის" პოლკის მიმართვა პუტინს

"სიკვდილით დაისჯებით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება" - "აზოვის" პოლკის მიმართვა პუტინს

ელენოვკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობის შემდეგ, "აზოვის" პოლკში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სასჯელი ელის. აღნიშნულის შესახებ ვიდეომიმართვაში "აზოვის" დროებითმა მეთაურმა მიკიტა ნადტოჩიმ განაცხადა.

"დღეების განმავლობაში ისინი იტყუებოდნენ უკრაინის არმიის შესახებ და დღეს თავისი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს.

მინდა შევახსენო პუტინს, რომელსაც ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ.

თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება,“ – განაცხადა "აზოვის“ მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა.

  • აღსანიშნავია, რომ ვიდეომიმართვის გავრცელებამდე ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ "აზოვის“ პოლკის დატყვევებული მებრძოლების სიკვდილით დასჯა მოითხოვა. სიკვდილით დასჯის ფორმად საელჩო ჩამოხრჩობას მიუთითებს. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს "ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "აზოვის“ პოლკში ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან და დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ.

"აზოვის“ "ბოევიკები“ სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, მაგრამ სიკვდილს არა ჩაცხრილვით, არამედ ჩამოხრჩობით, იმიტომ რომ ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, გუშინ ელენოვსკის კოლონია დაიბომბა, რის შედეგადაც რუსმა "ბოევიკებმა“ 50 უკრაინელი სამხედრო ტყვის, მათ შორის "აზოვის“ მებრძოლების გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.