ავტორი:

"კადიროვ, მოვიდა დრო, რომლისაც ასე გეშინოდა" - იჩქერიის მომხრეებმა ჩეჩნეთის ლიდერს ჯიჰადი გამოუცხადეს: იგეგმება იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება

"კადიროვ, მოვიდა დრო, რომლისაც ასე გეშინოდა" - იჩქერიის მომხრეებმა ჩეჩნეთის ლიდერს ჯიჰადი გამოუცხადეს: იგეგმება იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება

ვინც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს ადევნებს თვალ-ყურს, არ გამორჩებოდა, უკრაინაში შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის აქტიურობა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ამის პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ იჩქერიის რესპუბლიკის მომხრეებმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვსა და მის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს.

glavred.info-ს ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული იჩქერიის პატრიოტები აცხადებენ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩეჩენი პატრიოტები უარს ამბობენ რუსეთის ოკუპაციის რეჟიმში იცხოვრონ.

"არ ვიცხოვრებთ ოკუპანტებთან ერთად!" - ამბობენ ისინი ვიდეომიმართვაში, რომელშიც ჩანს, როგორ წვავენ კადიროველების დროშას და მის ნაცვლად ხელში იჩქერიის დროშას იჭერენ.

მიმართვში ისინი ასევე ამბობენ, რომ ჯიჰადის გამოცხადებისთანავე, იატაკქვეშა მოძრაობას დაიწყებენ. ჩეჩენი პატრიოტების თქმით, მათი მომხრეები კადიროვის ახლო გარემოცვაშიც არიან.

"ჩვენ იჩქერიის შვილები ვართ და უარს ვაცხადებთ ოკუპანტის დროშის ქვეშ ვიცხოვროთ, ჩვენი ქვეყანა, იჩქერია, მალე დაიკავებს თავის კანონიერ ადგილს. კადიროვ, მოვიდა ის დრო, რომლისაც ასე გეშინოდა", - აცხადებენ ისინი თავიანთ მიმართვაში.

გამოცემის ცნობით, სევეროდონეცკში, "კადიროველებმა" მეჩეთი გაანადგურეს, რა დროსაც ქალაქის მშვიდობიანი მოქალაქები დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი გასცემდა ბრძანებებს, "რწმენისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, არავინ დაენდოთ!.."

ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ, უკრაინელებმა წარმატებით ჩაატარეს საბრძოლო ოპერაცია, რომლის შედეგადაც კადიროველებმა 10 ადამიანი დაკარგეს, ამდენივე მძიმედ დაიჭრა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედიან უკრაინაში მებრძოლი იჩქერიის აღდგენის მომხრეები კადიროველების შტაბში, წვავენ დროშას და იქაურობას ანადგურებენ.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ru" dir="ltr">В оккупированной Чечении неизвестные вооруженные люди сожгли кадыровский флаг. <a href="https://t.co/srrULBSzd5">pic.twitter.com/srrULBSzd5</a></p>&mdash; Торси .... Мой новый аккаунт.Старый утерян. (@Torsi_3) <a href="https://twitter.com/Torsi_3/status/1549797575552909312?ref_src=twsrc%5Etfw">July 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

რესპუბლიკის მოსახლეობაში იატაკქვეშა მოძრაობის სამზადისის დაწყების შესახებ იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის ვაჟი, ანზორ მასხადოვი და უკრაინის მხარეს მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერი, ისლამ ბელოკიევიც აკეთებენ განცხადებას. მათივე ინფორმაციით, მომზადების მიზანი იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობაა."

რამდენიმე დღით ადრე, მათ "იუთუბარხზე" აჩვენეს რუკა, სადაც ჩეჩნეთი დაყოფილია სამ ფრონტად (ჩრდილოეთი, ცენტრალური, სამხრეთი) და 16 სექტორად. ბელოკიევის თქმით, სამოქალაქო მოსახლეობასთან მუშაობა დაიწყო, რათა თითოეულ ამ სექტორში ე.წ. უსაფრთხოების ძალები განლაგდეს. აღნიშნული ინფორმაცია, სააგენტო "ბელსატის" არხის ეთერში არაღიარებული იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, ანზორ მასხადოვმა დაადასტურა.

"ომს თავისი საიდუმლოებები აქვს და მათი გაცემა არ შეიძლება. ამიტომ, იმაზე მეტს, რაც ბელოკიევმა თქვა, ვერ ვიტყვი. ერთმანეთთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს, ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მოსახლეობასთანაც" - განაცხადა მასხადოვმა.

radiotavisupleba.ge-ს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია "კავკაზრეალიის" ჩეჩნური ბატალიონის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბოგდან ჩეჩენსკიმაც დაადასტურა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული იჩქერიის დეოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე ეტაპის გავლა იგეგმება.

"შევჩერდები პირველო სამ ფუნდამენტურ ეტაპზე - უკრაინის გამარჯვება, ჩეჩენი ხალხის მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, თანამედროვე ომის მეთოდებისთვის კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი არმიის შექმნა", - თქვა ბოგდან ჩეჩენსკიმ.

ცნობისთვის, 12 ივლისს, უკრაინის პარლამენტში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს.

პროექტის თანაავტორია ამავე ჯგუფის წევრი, უკრაინის სახალხო დეპუტატი მუსა მაგომედოვი.

უკრაინის მხარეს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური მოხალისეთა ბატალიონები იბრძვიან. მათ არა მხოლოდ კრემლის ხელქვეითი რამზან კადიროვი ესხმის თავს, არამედ ადრე მათ უკრაინის ხელისუფლებაც დევნიდა - გასულ წელს ეროვნული უშიშროების საბჭომ ამ ჯგუფების მებრძოლებს სანქციები დაუწესა.