27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა... მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე" - კიკაბიძე
"სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა... მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე" - კიკაბიძე

ქარ­თველ­მა დე­პუ­ტატ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტმა ბუბა კი­კა­ბი­ძემ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს გე­ნო­ცი­დი უწო­და. მისი შე­ფა­სე­ბით, პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც გულ­შე­მატ­კივ­რობს საბ­ჭო­თა კავ­შირს და სიმ­პა­თი­ით არის გან­წყო­ბი­ლი სტა­ლი­ნი­სად­მი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი­სად­მი, სა­ში­ნე­ლე­ბებს სჩა­დის უკ­რა­ი­ნა­ში.

"პუ­ტი­ნი, რო­გორც ჩანს, გულ­შე­მატ­კივ­რობს და ად­ვო­კა­ტი­რე­ბას უწევს საბ­ჭო­თა კავ­შირს. ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მაქვს, რომ მას მოს­წონს სტა­ლი­ნი რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც ნა­ხე­ვა­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცია დახ­ვრი­ტა თა­ვის დრო­ზე. მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც ვკი­თხე, რა­ტომ არ უყ­ვარს პუ­ტინს უკ­რა­ი­ნა. მან მი­თხრა, რომ 10 წლის წინ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ი­გო, რომ მოს­კო­ვი უნდა გა­და­ე­ტა­ნათ კი­ე­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მას გა­ფარ­თო­ვე­ბა სურ­და. პუ­ტი­ნი სა­ში­ნელ რა­ღა­ცებს აკე­თებს“, - გა­ნა­ცხა­და კი­კა­ბი­ძემ.

მან ამას­თან აღ­ნიშ­ნა, რომ ის ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ომის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ის, რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ფილ­მებ­შიც კი არ უნა­ხავს.

"ქა­ლა­ქე­ბი მი­წას­თან გა­ას­წო­რეს. არა­ფე­რი არ დარ­ჩა, არც ერთი სახ­ლი. კი­დევ რას შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს გე­ნო­ცი­დი?! რო­დე­საც აფეთ­ქე­ბენ ბავ­შვთა სახ­ლებს, სა­ბავ­შვო ბა­ღებს, სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებს, ენა არ მიბ­რუნ­დე­ბა პირ­ში“,- გა­ნა­ცხა­და კი­კა­ბი­ძემ.

მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ბოლო კონ­ცერ­ტი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა უკ­რა­ი­ნის­თვის გა­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯეჯე
3

 ახ ბუბა ბუბა ვახ ბუბა, ზელენსკის თურმე ხაიფა გადმოაქვს კრივოი როგში))))))

ექა
7

რას ეწევიან ესეთს რომ აზროვნება საერთოდ აღარ აქვთ, თუმცა ამათ როდის ქონდათ აზროვნება და სინდისი, ეს ბებერი მელა კაიკაციაობს ეხლა ეს ახვარი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა... მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე" - კიკაბიძე

"სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა... მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე" - კიკაბიძე

ქართველმა დეპუტატმა, საქართველოს სახალხო არტისტმა ბუბა კიკაბიძემ უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა. მისი შეფასებით, პუტინი, რომელიც გულშემატკივრობს საბჭოთა კავშირს და სიმპათიით არის განწყობილი სტალინისადმი, როგორც პოლიტიკოსისადმი, საშინელებებს სჩადის უკრაინაში.

"პუტინი, როგორც ჩანს, გულშემატკივრობს და ადვოკატირებას უწევს საბჭოთა კავშირს. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მას მოსწონს სტალინი როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც ნახევარი ინტელიგენცია დახვრიტა თავის დროზე. მე მიხეილ სააკაშვილსაც ვკითხე, რატომ არ უყვარს პუტინს უკრაინა. მან მითხრა, რომ 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციაში გაიგო, რომ მოსკოვი უნდა გადაეტანათ კიევის ტერიტორიაზე. მას გაფართოვება სურდა. პუტინი საშინელ რაღაცებს აკეთებს“, - განაცხადა კიკაბიძემ.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს ომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ის, რაც ხდება უკრაინაში, ფილმებშიც კი არ უნახავს.

"ქალაქები მიწასთან გაასწორეს. არაფერი არ დარჩა, არც ერთი სახლი. კიდევ რას შეიძლება ეწოდოს გენოციდი?! როდესაც აფეთქებენ ბავშვთა სახლებს, საბავშვო ბაღებს, სამშობიარო სახლებს, ენა არ მიბრუნდება პირში“,- განაცხადა კიკაბიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინისთვის გაიღო.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"