ტატო ნადირაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მფრინავების ფოტოს ავრცელებს, რომელიც 2012 წელს არის გადაღებული.
მისი ინფორმაციით, მაშინ მფრინავები პოლონელი მთამსვლელების გადასარჩენად 4200 მეტრის სიმაღლეზე ავიდნენ.
"ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა: პირველ რიგში, ვუთანაგრძნობ დაღუპულების ოჯახის წევრებს, სიტყვები ზედმეტია, შემდეგ მთელს საქართველოს.
მეწვის მთელი სხეული… სამწუხაროდ, დიდი ხანი ვერ შევავსებთ იმ დანაკლისს, რაც გუშინ დავკარგეთ… ზაზა, დიმკა, ლევან - ცათა სასუფეველი თქვენ.
მაშველი გმირია - პილოტები პროფესიონალები - კატასტროფის ბრიგადის ექიმები - წარმოუდგენელი მამაცები!!!! ეს ფოტოები 2012 წლის 4 აგვისტოსაა გადაღებული, უშბის კალთაზე,4200 მეტრის სიმაღლეზე პოლონელი მთამსვლელის სიცოცხლის გადასარჩენად მაშინაც თავგანწირვით იმუშავეს ბიჭებმა …
არ ვიცი რა ვთქვა, სათქმელი ბევრია, სანუგეშო ვერაფერი" - წერს ნადირაძე.
გუდაურში გუშინ მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები - კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები - ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები - ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.
ლევან ჩოხელს, ზაზა ლორიას და დიმა ქააძეს წლების სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ და მათ ურთულეს სამაშველო ოპერაციებს ანდობდნენ.
ნახეთ ასევე: