გუდაურში გუშინ მომხდარმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 25 წლის ანდრო ქუჯოშვილი იყო. როგორც ცნობილია, ის დამწყები პილოტი იყო და როგორც ახლობლები ამბობენ, წინ დიდი მომავალი ჰქონდა.
მის შესახებ ახლობლები და მეგობრები წერენ:
"თითქმის ყოველ დილას ვხვდებოდით, ის აეროდრომზე მიიჩქაროდა მე ილიაუნიში. ერთი სული ჰქონდა იქ მისვლის, იმდენას უყვარდა თავისი საქმე. ძალიან მეტკინა გული უწესიერესო ადამიანო, ღმერთმა გზა მართალს გამყოფოს"
"ყველაზე გამორჩეული, თბილი, უსაყვარლესი და უტკბესი ადამიანი. თვალებს ვერ დავუჯერე რომ წავიკითხე. გული ამოვარდნას მაქვს, ხელები მიკანკალებს, მიყვარხარ!! ძალიან დამაკლდები… ნეტავ შემეძლოს კიდევ ერთხელ გამოვიდე და გარეთ დამხვდე. კიდევ ერთხელ მითხრა:,,გამოდი, გნახავ”. არ მჯერა ან არ მინდა დავიჯერო!!! ღმერთი ასე რატომ გვწირავს…."
"არაა არაა არ მინდა დაჯერება, არა.... ოქროსთმიანო, გულკეთილო, საოცარო შვილო და ერთგულო მეგობარო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა? აგერ გუშინ არ იყო ჩემს ნიკოლოზს რომ ეფერებოდი ეზოში? რა მაგარი კაცი ხარ, ბიჭოო, რომ ეუბნებოდი... ნეტავ არ ჩამჯდარიყავი იმ ვერტმფრენში, სად წახვედი ანდრო, სააად სამაგალითო და განსაკუთრებული ბიჭი იყავი და ასე გმირულად დატოვე ეს წუთისოფელი, მაგრამ ძალიან მწარეა ჩვენთვის ანდროო"
"წავიდა სხვების გადასარჩენად… ამაყი მშობლები ეყოლებოდა... ახლა სხეულიც არ აქვთ, ალბათ, რომ გულში ჩაიკრან! რატომ? თუ ეს ვერტმფრენის გაუმართაობის გამოა, ხვდებით რა უნდა მოხდეს? ვინ გაიგებს?" - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს
ასევე ნახეთ: