ავტორი:

რუსები ამერიკელი პატიმრების გაცვლის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებულის გათავისუფლებას ითხოვენ - რას წერს CNN?

რუსები ამერიკელი პატიმრების გაცვლის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებულის გათავისუფლებას ითხოვენ - რას წერს CNN?

ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის გაცვლის სანაცვლოდ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ისგან მოითხოვეს, რომ გარდა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტისა, მათ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც სურთ.

ინფორმაციას ექსკლუზიურად CNN ავრცელებს.

კრასიკოვი ის ჯაშუშია, რომელიც შარშან, გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რუსებმა აღნიშნული თხოვნა შეერთებულ შტატებს ამ თვის დასაწყისში ეფ-ეს-ბეს არაოფიციალური არხის მეშვეობით წარუდგინეს.

მედიის ცნობით, რუსეთის ამერიკისადმი თხოვნა კრასიკოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრობლემურად განიხილებოდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის.

შედეგად, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ჩუმად მიმართეს გერმანელებს იმის თაობაზე, თუ რამდენად აქვთ კრასიკოვის „ვაჭრობაში ჩართვის“ მზაობა.

ცნობისთვის, რუსეთის დაზვერვის აგენტმა კრასიკოვმა 2019 წელს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.