მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს შს მინისტრი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე?
რას ამბობს შს მინისტრი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გუ­და­ურ­ში, სა­დაც შსს-ს ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

მი­ნის­ტრის თქმით, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დას­ვე­ნე­ბა უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში მოხ­დეს.

"ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. ვინც არის და­შა­ვე­ბუ­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ, ქვე­ვით ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დას­ვე­ნე­ბა დღეს­ვე მოხ­დეს. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ოპე­რა­ცია გვი­ან ღა­მემ­დე, ან დი­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ დი­ლამ­დე არ დაგ­ვჭირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის თქმით, ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

"ექ­სპერ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ვერ­ტმფრე­ნის მარ­თვის და­კარ­გვა. კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ვნა­ხე უკა­ნა მხა­რე თით­ქოს კლდეს ეჯა­ხე­ბა და შემ­დეგ მარ­თვის და­კარ­გვა იწყე­ბა. ეს არ ვი­ცით, რამ გა­მო­იწ­ვია - შეც­დო­მა იყო, გა­უ­მარ­თა­ო­ბა, ქა­რის ბრა­ლი იყო თუ რაც იყო, ალ­ბათ, ექ­სპერ­ტი­ზა გვე­ტყვის“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, გუ­და­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას ჩა­მო­ვარ­დნი­ლი ორი პი­რის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა მარ­თვა და­კარ­გა და ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე მყო­ფი 8-ვე პირი, რო­მელ­თა შო­რის ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი, შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 2 მაშ­ვე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის 2 მე­დი­კო­სია. ამას­თან გარ­დაც­ვლი­ლია უცხო­ე­ლი პა­რაპ­ლა­ნის­ტიც. პა­რაპ­ლან­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე კი, რო­მე­ლიც და­შავ­და, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

00:00 / 00:00
გოგა
5

პროზექტურა რას უშველის აწი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ამბობს შს მინისტრი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე?

რას ამბობს შს მინისტრი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამომწვევ მიზეზებზე?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში, სადაც შსს-ს ვერტმფრენი ჩამოვარდა, შესაბამისი ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მინისტრის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება უახლოეს საათებში მოხდეს.

"ღონისძიებები გრძელდება. ვინც არის დაშავებული ამოვიყვანეთ, ქვევით ჯგუფები მუშაობენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილების პროზექტურაში გადასვენება დღესვე მოხდეს. თუ საჭირო გახდება ოპერაცია გვიან ღამემდე, ან დილამდე გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, რომ დილამდე არ დაგვჭირდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

"ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე უკანა მხარე თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია - შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო თუ რაც იყო, ალბათ, ექსპერტიზა გვეტყვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.