პარტნიორები:
    ავტორი:

    "ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა" - შსს გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს

    "ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა" - შსს გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს

    გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც დამატებით ახალი დეტალების შესახებ არის საუბარი.

    უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

    დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

    • ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს.

    საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.