მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქითა მხარემ ქუჩური მენტალიტეტის მქონე პირები ამოიყვანა და მათ გაიმეტეს მირიანი... ორი პირია მიმალული" - ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"იქითა მხარემ ქუჩური მენტალიტეტის მქონე პირები ამოიყვანა და მათ გაიმეტეს მირიანი... ორი პირია მიმალული" - ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სან­დო წყა­როს, რო­მე­ლიც კუ­კა­ვას ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია და რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის მო­ტივ­ზე და კონ­ფლიქ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

"რო­გორც ვიცი, და­ბა­დე­ბის დღე­ზე ორ­ჯერ მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა. პირ­ვე­ლად მი­რი­ა­ნის ძმა­კაცს მო­უ­ვი­და შე­კა­მა­თე­ბა ერთ-ერთ პირ­თან, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია. მათ არა­ბუ­ლის სახ­ლში იჩხუ­ბეს და ის სტან­დარ­ტუ­ლად, გო­გოს გამო და­ი­წყო, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე. ამის შემ­დგომ, როცა სი­ტუ­ა­ცია ჩა­წყნარ­და, იქი­თა მხა­რემ ვი­ღა­ცე­ებს, ქუ­ჩუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე პი­რებს და­უ­რე­კეს და ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში ამო­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ვიცი, მათ გა­ი­მე­ტეს მი­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე­გო­ბარს გა­მო­ე­ქო­მა­გა. მე­ო­რე, ხე­ლა­ხა­ლი გარ­ჩე­ვა ეზოს გა­რეთ მოხ­და, ახალ­გაზ­რდებ­მა გა­რეთ გა­და­ი­ნაც­ვლეს და იქ მოკ­ლეს მი­რი­ა­ნი.

მი­რი­ა­ნის ყვე­ლა მე­გო­ბარს ვიც­ნობ, მაგ­რამ ეს პი­როვ­ნე­ბა სა­ერ­თოდ არ ვიცი, ვინ არის, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ. რო­გორც ვიცი, ორი ადა­მი­ა­ნია მი­მალ­ვა­ში. მა­ნამ­დე ვის­თა­ნაც კა­მა­თი მო­უ­ვი­დათ და იჩხუ­ბეს, ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვიცი, რომ მი­რი­ანს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა გულ­ში აქვს", - გვიყ­ვე­ბა სან­დო წყა­რო.

ცნო­ბის­თვის, 28 ივ­ლისს, და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში, სა­დაც და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნად შეკ­რე­ბილ ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას, მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა. გარ­დაც­ვლი­ლია 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა.

მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-მ 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის არი­ან ირაკ­ლი ას­ლა­ნი­ძე, გი­ორ­გი კუ­ჭა­ვა და გი­ორ­გი ხო­რა­ვა. ინ­ფორ­მა­ცია უწყე­ბამ ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რა. პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

 შაქარაშვილის და უამრავი უაზრო მკვლელობიბით ვერ სწავლობს საქართველო, ყველაფერი ავიწყდებათ! 

მთავრობა უნდა ზრუნავდეს თაობების ფსიქოლოგიურ, მენტალურ და პიროვნულ აღზრდაზე. ,, ქუჩის მენტალიტეტის,, ბიჭების დევნას არაფერი შედეგი არ აქვს, პირიქით, უფრო ამწვავებთ სიტუაციას!

კახელო
0

ასე იცის ქუჩურმა მენტალიტეტმა, გამოვა 10 წელიწადში და ისევ იბოგინებს....

ავტორი:

"იქითა მხარემ ქუჩური მენტალიტეტის მქონე პირები ამოიყვანა და მათ გაიმეტეს მირიანი... ორი პირია მიმალული" - ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"იქითა მხარემ ქუჩური მენტალიტეტის მქონე პირები ამოიყვანა და მათ გაიმეტეს მირიანი... ორი პირია მიმალული" - ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. AMBEBI.GE დაუკავშირდა სანდო წყაროს, რომელიც კუკავას ოჯახის ახლობელია და რომელიც მკვლელობის მოტივზე და კონფლიქტის მიმდინარეობაზე გვესაუბრება:

"როგორც ვიცი, დაბადების დღეზე ორჯერ მოხდა დაპირისპირება. პირველად მირიანის ძმაკაცს მოუვიდა შეკამათება ერთ-ერთ პირთან, რომელიც დაკავებულია. მათ არაბულის სახლში იჩხუბეს და ის სტანდარტულად, გოგოს გამო დაიწყო, როგორც ხდება ხოლმე. ამის შემდგომ, როცა სიტუაცია ჩაწყნარდა, იქითა მხარემ ვიღაცეებს, ქუჩური მენტალიტეტის მქონე პირებს დაურეკეს და ცხვარიჭამიაში ამოიყვანეს.

როგორც ვიცი, მათ გაიმეტეს მირიანი, რომელიც მეგობარს გამოექომაგა. მეორე, ხელახალი გარჩევა ეზოს გარეთ მოხდა, ახალგაზრდებმა გარეთ გადაინაცვლეს და იქ მოკლეს მირიანი.

მირიანის ყველა მეგობარს ვიცნობ, მაგრამ ეს პიროვნება საერთოდ არ ვიცი, ვინ არის, ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. როგორც ვიცი, ორი ადამიანია მიმალვაში. მანამდე ვისთანაც კამათი მოუვიდათ და იჩხუბეს, ისინი დაკავებულები არიან. ვიცი, რომ მირიანს სასიკვდილო ჭრილობა გულში აქვს", - გვიყვება სანდო წყარო.

ცნობისთვის, 28 ივლისს, დანაშაული მოხდა ცხვარიჭამიაში, სადაც დაბადების დღის აღსანიშნად შეკრებილ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებას, მკვლელობა მოჰყვა. გარდაცვლილია 20 წლის მირიან კუკავა.

მკვლელობის საქმეზე შსს-მ 7 პირი დააკავა, მათ შორის არიან ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ინფორმაცია უწყებამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა. პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ნახეთ ასევე: