ავტორი:

"სვანი კაცია და თავის მშობლიურ მხარეშია ჩამოსული" - როგორ ხსნის პრემიერი "სვანეთობა 2022"-ის ღონისძიებაზე სოზარ სუბარის დასწრებას

"სვანი კაცია და თავის მშობლიურ მხარეშია ჩამოსული" - როგორ ხსნის პრემიერი "სვანეთობა 2022"-ის ღონისძიებაზე სოზარ სუბარის დასწრებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ წასული ერთ-ერთი დეპუტატი, სოზარ სუბარი „სვანეთობა 2022“-ის ღონისძიებაზე ჩავიდა როგორც „სვანი კაცი თავის მშობლიურ კუთხეში“.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სვანეთში განუცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად „სვანეთობა 2022“ -ის ღონისძიებას მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, სოზარ სუბარიც ესწრება. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იმ ფონზე, როდესაც სუბარმა მმართველი პარტია დატოვა, რატომ იმყოფებოდა ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაზე.

"სოზარ სუბარი არის სვანი კაცი და თავის მშობლიურ მხარეში, კუთხეში არის ჩამოსული“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, არ არის სწორი შეფასება, რომ სოზარ სუბარი სვანეთში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არის ჩასული.

"არა, არ არის სწორი, ეს არის ტყუილი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.