სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა" - ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები: ვინ არიან ისინი და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე?
"იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა" - ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები: ვინ არიან ისინი და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე?

“ვაჟა-ფშა­ვე­ლაც რომ ცო­ცხა­ლი იყოს, მა­საც კი დავ­ხვრეტ­დი­თო“, - ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა ბოლ­შე­ვი­კურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბის დე­ლე­გა­ცი­ას, რო­დე­საც ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვეს. ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას უფ­რო­სი ვაჟი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე, ბოლ­შე­ვი­კებ­მა 1923 წლის თე­ბერ­ვალ­ში დახ­ვრი­ტეს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის რაზმთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის. მისი დახ­ვრე­ტის შემ­დეგ, ჩარ­გლი­დან, მა­მი­სე­უ­ლი სახ­ლი­დან გა­მო­ყა­რეს მისი ცოლ-შვი­ლი, და­ა­პა­ტიმ­რეს მისი სა­ხე­ლი და ხსოვ­ნა! მისი შვი­ლე­ბი, ხალ­ხის მტრის შვი­ლე­ბის სა­ხე­ლით იზ­რდე­ბოდ­ნენ და სა­კუ­თა­რი გვა­რის ხსე­ნე­ბი­საც კი ეში­ნო­დათ! ასე იყო მა­ნამ, ვიდ­რე ვაჟა-ფშა­ვე­ლას 100 წლის იუ­ბი­ლე­ზე, მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რეს, ერთი სან­დო­მი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი არ გა­მო­ე­ცხა­და და გა­ნა­ცხა­და, - ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ვარ, იუ­ბი­ლე­ზე მო­საწ­ვე­ვი მეც მე­კუთ­ვნი­სო... ათე­უ­ლი წლე­ბის და­ფა­რუ­ლი ამ­ბე­ბი ვა­ჟას ოჯახ­ზე ასე გახ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ელი­ტის­თვის, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ლე­ვა­ნის ოჯა­ხის არ­სე­ბო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნი 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან გა­ი­გო...

დღეს, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი გორ­ში ცხოვ­რო­ბენ, გუ­ლით ატა­რე­ბენ იმ სა­ში­ნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის თავ­გა­და­სა­ვა­ლებს და ტკი­ვი­ლებს, როცა მათ არ­სე­ბო­ბას და ცხოვ­რე­ბას შავი ყო­რა­ნი­ვით თან სდევ­და შიში და და­ვი­წყე­ბის ტკი­ვი­ლი.

ambebi.ge-ს სტუმ­რე­ბი, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ძმე­ბი - ლე­ვან და გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლე­ბი და დები - თა­მარ და ნინო რა­ზი­კაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც მათი ბე­ბოს­გან, ლე­ვა­ნის მე­უღ­ლის­გან, თა­მარ მთვა­რე­ლი­ძი­სა­გან უამ­რა­ვი რამ აქვთ მოს­მე­ნი­ლი და მო­სა­ყო­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ვაჟა-ფშა­ვე­ლას შვილ­თაშ­ვი­ლი, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- მე გახ­ლა­ვართ, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას შვი­ლის - ვა­ჟის შვი­ლიშ­ვი­ლი. რო­გორც ვიცი, ვა­ჟას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და პა­პა­ჩე­მი... ლე­ვა­ნი გორ­ში პირ­ვე­ლად, მის­მა ბი­ძამ თე­დომ ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც იმ დროს მის­დევ­და მე­ფუტკრე­ო­ბას. იქვე ახ­ლოს, მე­ფუტკრე­ო­ბას მის­დევ­და ლე­ვან მთვა­რე­ლი­ძეც, ლე­ვა­ნის სი­მამ­რი. სწო­რედ იქ გა­იც­ნო ლე­ვან­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე თა­მარ მთვა­რე­ლი­ძე. მა­შინ­ვე მო­ე­წო­ნათ ერ­თმა­ნე­თი და ძა­ლი­ან მალე იქორ­წი­ნეს. იმ პე­რი­ოდ­ში ლე­ვა­ნი გორ­ში მსა­ხუ­რობ­და. ამ დროს ვაჟა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და მას­თან ჩა­სულ ლე­ვანს სთხო­ვა, - შვი­ლო, იმ კარ-მი­და­მოს ნუ მი­ა­ტო­ვებ, იქაა შენი ფუ­ძეო“. შე­ის­მი­ნა ეს ლე­ვა­ნიმ და ვა­ჟას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მო­კი­და ცოლ-შვილს ხელი და გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩარ­გალ­ში.

ლე­ვან გო­დერ­ძიშ­ვი­ლი

1921 წელს მოხ­და აჯან­ყე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ეროვ­ნულ­მა გმირ­მა, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვილ­მა შეკ­რი­ბა რაზ­მი და წა­მო­ვი­და თა­ვი­სი შე­ფი­ცუ­ლე­ბით ჩარ­გლი­სა­კენ. ამ დროს პა­პა­ჩე­მი მსა­ხუ­რობ­და იქ მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სად ფშავ­ლე­ბის თხოვ­ნით.

გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, ლე­ვან რა­ზი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და პა­პას. სა­მარ­თლი­ა­ნი კაცი იყო და მფარ­ვე­ლი ყვე­ლა­სი. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ქა­ქუ­ცას მე­გო­ბა­რი იყო ლე­ვა­ნი და რო­დე­საც პა­პას მისი და­ჭე­რის ბრძა­ნე­ბა მი­უ­ღია, ასეთ ხერ­ხს მი­მარ­თა: წა­იყ­ვა­ნა 10 კაცი არაგ­ვის გაღ­მა, სა­დაც ქა­ქუ­ცა იყო და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი და სა­ნამ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, შე­უთ­ვა­ლა, გა­მე­ცა­ლე აქე­დან, ბრძა­ნე­ბა მი­ვი­ღეო.. ქა­ქუ­ცა ამ­დგა­რა, ერთი ბატ­კა­ნი წა­მო­უყ­ვა­ნია პა­პას­თან შე­სახ­ვედ­რად და კარ­გა­დაც უქე­ი­ფი­ათ და დამ­შვი­დო­ე­ბი­სას თა­ვის თეთ­რი ნა­ბა­დიც კი აჩუ­ქა, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან ამოტვიფ­რუ­ლი იყო ინი­ცი­ა­ლე­ბით: ქ და ჩ. რო­გორც ჩანს, ამ 10 კა­ცი­დან აღ­მოჩ­ნდა ერთ-ერთი, ვინც ეს ამ­ბა­ვი გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნა.

ლე­ვა­ნი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი:

- ისე მოხ­და, რომ ჩე­კის­ტებ­მა მო­აქ­ცი­ეს ალ­ყა­ში ქა­ქუ­ცა, მაგ­რამ პა­პამ გა­და­არ­ჩი­ნა, გა­არ­ღვია ეს ჩე­კის­ტე­ბი და აფხუ­შოს გავ­ლით, უც­ნო­ბი ბი­ლი­კე­ბით გა­ა­პა­რა ჩარ­გლი­დან ქა­ქუ­ცა და გა­და­იყ­ვა­ნა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში. როცა შორ­დე­ბოდ­ნენ, ქა­ქუ­ცამ ლე­ვა­ნის სთხო­ვა, - წა­მო­დი ჩვენ­თან, შენ აქ არ მო­გას­ვე­ნე­ბენ, პრო­ვო­კა­ცი­ას მო­გი­წყო­ბენ და დაგ­ღუ­პა­ვე­ნო. მაგ­რამ პა­პამ უარი უთხრა, ცოლ-შვილს ვერ დავ­ტო­ვე­ბო... და დაბ­რუნ­და უკან სახ­ლში. მა­ლე­ვე და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ. ამ ამ­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში, თა­ვის მე­უღ­ლეს, ბე­ბი­ა­ჩემს თა­მარ მთვა­რე­ლი­ძეს უთხრა: - “თუ ვინ­მე მო­ვი­დეს და მი­კი­თხოს, უთხა­რი, რომ მთა­ში ზე­ვით ავ­დი­ვარ სა­თი­ბებ­შიო და ზუს­ტად არ იცი სად ვარო“, და იმ დღეს, როცა გა­დი­ო­და სა­თიბ­ში, ოჯა­ხის წევ­რებს, ცოლს და დე­დი­ნაც­ვალს სთხო­ვა, თუ ვინ­მე მოვა, რა­მე­ნა­ი­რად შე­მა­ტყო­ბი­ნეთ, რომ თავს ვუშ­ვე­ლოო. მთა­ში ბევ­რია სა­თი­ბე­ბი, და თუ კარ­გად არ იცი ლო­კა­ცია, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­აგ­ნებ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ამ­ბა­ვი გას­კდა დედა-შვი­ლი დი­დე­ბაშ­ვი­ლე­ბი­სა­გან. (ლე­ვა­ნის დე­დი­ნაც­ვლი­სა­გან და მისი შვი­ლი ვახ­ტან­გის­გან). 10 დღის შემ­დეგ, რო­დე­საც მო­ვიდ­ნენ ჩე­კის­ტე­ბი და იკი­თხეს, სა­დაა ლე­ვა­ნიო, სწო­რედ ვახ­ტან­გმა მი­ას­წავ­ლა მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

1923 წელს პაპა ბოლ­შე­ვი­კებ­მა დახ­ვრი­ტეს! ამ დროს მისი ცოლ-შვი­ლი ისევ ჩარ­გალ­ში იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ე­ძა­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა ვა­ჟას ცოლ­თან თა­მარ დი­დე­ბაშ­ვილ­თან. გა­უ­საძ­ლი­სი რომ გახ­და იმ სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა, ლე­ვა­ნის ცო­ლის ძმამ იო­სებ­მა, სას­წრა­ფოდ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს გორ­ში ბე­ბია, შვი­ლებ­თან ერ­თად.

გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი:

გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი

- გორ­ში ეს სახ­ლი ჯერ არ არ­სე­ბობ­და. იყ­ვნენ შე­ფა­რე­ბუ­ლე­ბი სხვას­თან, სა­დაც ეძი­ნათ, წვი­მა ჩა­მო­დი­ო­და. გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ლე­ვა­ნის ცოლ-შვი­ლის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას და ეს პა­ტა­რა 2-ოთა­ხი­ა­ნი სახ­ლი აუ­შე­ნეს. ის­ტო­რი­უ­ლი სახ­ლია, ბევ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის და სიმ­წა­რის მომსწრე...

თამ­რი­კო რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ლე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი:

თამ­რი­კო რა­ზი­კაშ­ვი­ლი

- არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით არ სარ­გებ­ლობ­და არც მამა და არც ჩვე­ნი ოჯა­ხი. არა­ვის­თვის არა­ფე­რი არ უთხო­ვი­ათ. მა­გა­ლი­თად, როცა ვცხოვ­რობ­დით ბა­რა­კებ­ში და რიგ­დე­ბო­და ბი­ნე­ბი, არა­ვის უფიქ­რია იმა­ზე, რომ, აი, ეს არის ვაჟა-ფშა­ვე­ლას შთა­მო­მა­ვა­ლი და პირ­ველ რიგ­ში მას უნდა მივ­ცეთ ბი­ნაო. არა! სხვებს აძ­ლევ­დნენ, ლუკა რჩე­ბო­და. მაგ­რამ მა­ინც ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, დიდ, გა­სა­ო­ცარ გრძნო­ბას­თან ერ­თად, ჩემი ოჯა­ხის მხრი­დან, დიდი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­აა იყო რა­ზი­კაშ­ვი­ლი. თუმ­ცა, რა­ზი­კაშ­ვი­ლო­ბა დიდი ტვირ­თიც არის, მე ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი.. იყო პე­რი­ო­დი, როცა ამ გვა­რის ხსე­ნე­ბაც კი გვეკ­რძა­ლე­ბო­და. მამა ასაკ­ში და­ემგვა­ნა პა­პას. უყ­ვარ­და ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა. ვა­ჟას უამ­რა­ვი ლექ­სი იცო­და ზე­პი­რად. თა­ვა­დაც წერ­და... სა­ღა­მო­ო­ბით აი­ღებ­და ფან­დურს და პა­პის ლექ­სებ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოდ აღი­ღინ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და "იას უთხა­რით ტურ­ფა­სა".

ვა­ჟას შთა­მო­მავ­ლე­ბის სახ­ლი გორ­ში

გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი:

- ლე­ვა­ნის დახ­ვრე­ტის მერე, ში­შით ცხოვ­რობ­დნენ. ბე­ბი­ა­ჩე­მი აფრ­თხი­ლებ­და ბავ­შვებს, რომ ზედ­მე­ტი სი­ტყვა არ­სად დაგ­ცდეთ, არა­ნა­ირ შეკ­რე­ბა­ზე არ გა­მოჩ­ნდე­თო. ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო ბე­ბია: წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ბარ­გი ჰქონ­და შეკ­რუ­ლი, იძახ­და, - ერთხე­ლაც და­მი­ძა­ხე­ბენ და გა­და­მა­სახ­ლე­ბენ აქე­და­ნო. ძა­ლი­ან დიდი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ი­ა­რეს. ბე­ბი­ა­ჩე­მი ორი ცვლა სა­კონ­სერ­ვო ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. ეს ბი­ნაც მა­შინ აშენ­და, ქორ­წი­ლის სა­ჩუქ­რე­ბი ჰქონ­და ბე­ბი­ას, მათ შო­რის ვა­ჟას ნა­ჩუ­ქა­რი ოქ­როს სა­ა­თი. და ასე ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, ნელ-ნელა ჯერ ერთი ოთა­ხი აა­შე­ნეს და შემ­დეგ მე­ო­რე ოთა­ხიც გა­ა­კე­თეს.

ლე­ვა­ნი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი;

- ჩვენ სულ ჩრდილ­ში ვი­ყა­ვით, არა­ვინ იცო­და ვა­ჟას შთა­მო­მავ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით. ბე­ბი­ას მთავ­რო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ვახ­ტან­გი­სა ეში­ნო­და. შვი­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, რომ არ­სად არ თქვათ, - ვისი შვი­ლე­ბი ხარ­თო. აი იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ ჩრდილ­ში იყ­ვნენ ესე­ნი და მერე ჩვენც. პირ­წა­ვარ­დნი­ლი აგენ­ტი იყო ვახ­ტან­გი...

ჩარ­გალ­ში პირ­ვე­ლად, დე­დამ და დე­ი­დამ აგ­ვიყ­ვა­ნეს. მე ვი­ყა­ვი 10 წლი­სა, ჩემი ძმა - 13- ის. რომ ავე­დით, ვახ­ტან­გი გა­მო­ვი­და სახ­ლი­დან და (ეხ­ლაც კარ­გად მახ­სოვს, თვალ­ნათ­ლივ), რო­გორ გა­მო­ვი­და სახ­ლი­დან მოხ­რი­ლი, კე­ხი­ა­ნი ცხვი­რით და და­ი­ძა­ხა: "ესე­ნი ვინ არი­ა­ნო? ესე­ნიო.“ დე­ი­დამ უთხრა, - ლე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიო... იმან კი­დევ და­ი­ძა­ხა, - მოხ­ვე­დით, გვე­ლის წი­წი­ლე­ბოო! მე მა­შინ ბავ­შვუ­რად მი­ვი­ღე ეს, ჩავ­თვა­ლე, ალ­ბათ აქ მო­ფე­რე­ბის ასე­თი წე­სია - მეთ­ქი, თურ­მე მარ­თლა გვი­თხრა. ეჯავ­რე­ბო­და პა­პა­ჩე­მი. სულ ყველ­გან იმას გაჰ­კი­ო­და და გაჰ­ყვი­რო­და, მე ვარ ვა­ჟას შთა­მო­მა­ვა­ლი და ეგე­ნი არ არი­ა­ნო...

ნინო რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ლე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ჩუ­მად რომ იყო. ის ვე­რა­სო­დეს ვერ მი­ვი­დო­და ვახ­ტან­გთან, რად­გან იყო დრო, არა­ცერთ რა­ზი­ა­კაშვლს ამ ეზო­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ გვქო­ნია.

ნინო რა­ზი­კაშ­ვი­ლი

1972 წელ­ში, და­ან­გრი­ეს ვაჟა-ფშა­ვე­ლას სახ­ლი და აა­შე­ნეს ეს, რა­საც ეხლა ხე­დავთ. მუ­შე­ბი რომ მო­იყ­ვა­ნეს, ვა­ჟას სახ­ლის და­სან­გრე­ვად, თვი­თონ მუ­შე­ბი ტი­როდ­ნენ, ამ სახ­ლს ვინ და­აგნ­რევ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამის ხე­ლის ხლე­ბაო...

ვა­ჟას სახლ-კარი მის სრულ გა­და­კე­თე­ბამ­დე

თამ­რი­კო რა­ზი­კაშ­ვი­ლი:

- ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცო­და, რომ გორ­ში ცხოვ­რობ­დნენ ვაჟა-ფშა­ვე­ლას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. პირ­ვე­ლი ვა­ჟა­ო­ბა რომ ჩა­ტარ­და, 100 წლის იუ­ბი­ლე, მა­შინ მივ­ხვდი, რომ ჩვენ რა­ღა­ცას წარ­მო­ვად­გენ­დით.

გო­დერ­ძი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი:

- ბავ­შვო­ბა­ში არ მქონ­და ისე­თი შეგ­რძნე­ბა, რომ მე ასე­თი დიდი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­დე­საც ერთხელ სკო­ლი­დან გა­ვი­პა­რეთ შა­ტა­ლო­ზე, მა­ლე­ვე დაგ­ვაბ­რუ­ნეს და პირ­და­პირ შეგ­ვიყ­ვა­ნეს დი­რექ­ტორ­თან. დი­რექ­ტო­რის გვა­რი, ეხ­ლაც მახ­სოვს - ძვე­ლა­ია. მან ცალ­კე გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა: "შვი­ლო, შენ ისე­თი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ხარ, არ უნდა გა­ა­კე­თო ეგე­თი რა­მეო“. აი, მა­შინ ვიგ­რძე­ნი პირ­ვე­ლად, სი­ა­მა­ყის მსგავ­სი გან­ცდა.

ლე­ვა­ნი გო­დერ­ძიშ­ვი­ლი:

- ღამე რომ დავ­წვე­ბი და­სა­ძი­ნებ­ლად, არ არ­სე­ბობს პა­პა­ჩემ­ზე არ ვი­ფიქ­რო. დე­და­ჩე­მიც, დე­ი­და­ჩე­მიც და ბი­ძა­ჩე­მიც, სულ იმის დარ­დში და­ი­ღუპ­ნენ, რომ მისი საფ­ლა­ვი არა­ვინ იცო­და...

"ვე­ღარ გი­ხი­ლეთ პა­პაო, ვერც ცო­ცხალ, ვერ­ცა მკვდა­რია,

ღა­ლა­ტით შენ­მა სიკ­ვდილ­მა დაგ­ვა­ბე­ჩა­ვა ძა­ლი­ან,

არ შე­ის­მი­ნეს მფარ­ველ­თა სი­ტყვა, ხვეწ­ნა-მუ­და­რის ხმა­ნია,

ეგრე გაგ­წი­რეს უბ­რა­ლოდ, კვი­რით გიმ­ტვრი­ეს ძვა­ლია... (პა­უ­ზა, ტი­რის)

არ შე­მიძ­ლია, ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლებ... მა­პა­ტი­ეთ...

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
1

ვაჟა ფშაველამ თავის ნაწარმოებით ქართველებს ცხოვრების წესის კონტიტუცია დაგვითოვა

გიო
2

ვაჟა ყველას უნდა ახსოვდეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა" - ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები: ვინ არიან ისინი და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე?

"იყო დრო, ვაჟას ეზოში შესვლის უფლება არ გვქონდა" - ვაჟა-ფშაველას დევნილი შთამომავლები: ვინ არიან ისინი და რას ჰყვებიან წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე?

“ვაჟა-ფშაველაც რომ ცოცხალი იყოს, მასაც კი დავხვრეტდითო“, - ასეთი პასუხი გასცა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქართველი პოეტების დელეგაციას, როდესაც ლევან რაზიკაშვილის შეწყალება ითხოვეს. ლევან რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი და თანამოაზრე, ბოლშევიკებმა 1923 წლის თებერვალში დახვრიტეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის. მისი დახვრეტის შემდეგ, ჩარგლიდან, მამისეული სახლიდან გამოყარეს მისი ცოლ-შვილი, დააპატიმრეს მისი სახელი და ხსოვნა! მისი შვილები, ხალხის მტრის შვილების სახელით იზრდებოდნენ და საკუთარი გვარის ხსენებისაც კი ეშინოდათ! ასე იყო მანამ, ვიდრე ვაჟა-ფშაველას 100 წლის იუბილეზე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ერთი სანდომიანი ქალბატონი არ გამოეცხადა და განაცხადა, - ლევან რაზიკაშვილი ქალიშვილი ვარ, იუბილეზე მოსაწვევი მეც მეკუთვნისო... ათეული წლების დაფარული ამბები ვაჟას ოჯახზე ასე გახდა ცნობილი ქართული ლიტერატურული ელიტისთვის, ხოლო საზოგადოებამ ლევანის ოჯახის არსებობა გასული საუკუნი 90-იანი წლების დასაწყისიდან გაიგო...

დღეს, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილები გორში ცხოვრობენ, გულით ატარებენ იმ საშინელი ათწლეულების თავგადასავალებს და ტკივილებს, როცა მათ არსებობას და ცხოვრებას შავი ყორანივით თან სდევდა შიში და დავიწყების ტკივილი.

ambebi.ge-ს სტუმრები, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილები, ძმები - ლევან და გოდერძი გოდერძიშვილები და დები - თამარ და ნინო რაზიკაშვილები არიან, რომლებსაც მათი ბებოსგან, ლევანის მეუღლისგან, თამარ მთვარელიძისაგან უამრავი რამ აქვთ მოსმენილი და მოსაყოლი საზოგადოებისთვის.

ლევან გოდერძიშვილი, ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი:

- მე გახლავართ, ლევან რაზიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას შვილის - ვაჟის შვილიშვილი. როგორც ვიცი, ვაჟას ძალიან უყვარდა პაპაჩემი... ლევანი გორში პირველად, მისმა ბიძამ თედომ ჩამოიყვანა, რომელიც იმ დროს მისდევდა მეფუტკრეობას. იქვე ახლოს, მეფუტკრეობას მისდევდა ლევან მთვარელიძეც, ლევანის სიმამრი. სწორედ იქ გაიცნო ლევანმა მომავალი მეუღლე თამარ მთვარელიძე. მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი და ძალიან მალე იქორწინეს. იმ პერიოდში ლევანი გორში მსახურობდა. ამ დროს ვაჟა საავადმყოფოში იწვა და მასთან ჩასულ ლევანს სთხოვა, - შვილო, იმ კარ-მიდამოს ნუ მიატოვებ, იქაა შენი ფუძეო“. შეისმინა ეს ლევანიმ და ვაჟას გარდაცვალების შემდეგ, მოკიდა ცოლ-შვილს ხელი და გადავიდა საცხოვრებლად ჩარგალში.

ლევან გოდერძიშვილი

1921 წელს მოხდა აჯანყება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეროვნულმა გმირმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეკრიბა რაზმი და წამოვიდა თავისი შეფიცულებით ჩარგლისაკენ. ამ დროს პაპაჩემი მსახურობდა იქ მილიციის უფროსად ფშავლების თხოვნით.

გოდერძი გოდერძიშვილი, ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი:

- ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა პაპას. სამართლიანი კაცი იყო და მფარველი ყველასი. ყველამ ვიცით, რომ ქაქუცას მეგობარი იყო ლევანი და როდესაც პაპას მისი დაჭერის ბრძანება მიუღია, ასეთ ხერხს მიმართა: წაიყვანა 10 კაცი არაგვის გაღმა, სადაც ქაქუცა იყო დაბანაკებული და სანამ მიუახლოვდებოდა, შეუთვალა, გამეცალე აქედან, ბრძანება მივიღეო.. ქაქუცა ამდგარა, ერთი ბატკანი წამოუყვანია პაპასთან შესახვედრად და კარგადაც უქეიფიათ და დამშვიდოებისას თავის თეთრი ნაბადიც კი აჩუქა, რომელიც შიგნიდან ამოტვიფრული იყო ინიციალებით: ქ და ჩ. როგორც ჩანს, ამ 10 კაციდან აღმოჩნდა ერთ-ერთი, ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა.

ლევანი გოდერძიშვილი:

- ისე მოხდა, რომ ჩეკისტებმა მოაქციეს ალყაში ქაქუცა, მაგრამ პაპამ გადაარჩინა, გაარღვია ეს ჩეკისტები და აფხუშოს გავლით, უცნობი ბილიკებით გააპარა ჩარგლიდან ქაქუცა და გადაიყვანა პანკისის ხეობაში. როცა შორდებოდნენ, ქაქუცამ ლევანის სთხოვა, - წამოდი ჩვენთან, შენ აქ არ მოგასვენებენ, პროვოკაციას მოგიწყობენ და დაგღუპავენო. მაგრამ პაპამ უარი უთხრა, ცოლ-შვილს ვერ დავტოვებო... და დაბრუნდა უკან სახლში. მალევე დაწერა განცხადება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ. ამ ამბიდან დაახლოებით ერთ კვირაში, თავის მეუღლეს, ბებიაჩემს თამარ მთვარელიძეს უთხრა: - “თუ ვინმე მოვიდეს და მიკითხოს, უთხარი, რომ მთაში ზევით ავდივარ სათიბებშიო და ზუსტად არ იცი სად ვარო“, და იმ დღეს, როცა გადიოდა სათიბში, ოჯახის წევრებს, ცოლს და დედინაცვალს სთხოვა, თუ ვინმე მოვა, რამენაირად შემატყობინეთ, რომ თავს ვუშველოო. მთაში ბევრია სათიბები, და თუ კარგად არ იცი ლოკაცია, ვერანაირად ვერ მიაგნებ. სამწუხაროდ, ეს ამბავი გასკდა დედა-შვილი დიდებაშვილებისაგან. (ლევანის დედინაცვლისაგან და მისი შვილი ვახტანგისგან). 10 დღის შემდეგ, როდესაც მოვიდნენ ჩეკისტები და იკითხეს, სადაა ლევანიო, სწორედ ვახტანგმა მიასწავლა მისი ადგილსამყოფელი.

1923 წელს პაპა ბოლშევიკებმა დახვრიტეს! ამ დროს მისი ცოლ-შვილი ისევ ჩარგალში იყო, მაგრამ ძალიან დაეძაბათ ურთიერთობა ვაჟას ცოლთან თამარ დიდებაშვილთან. გაუსაძლისი რომ გახდა იმ სახლში გაჩერება, ლევანის ცოლის ძმამ იოსებმა, სასწრაფოდ ჩამოიყვანეს გორში ბებია, შვილებთან ერთად.

გოდერძი გოდერძიშვილი:

გოდერძი გოდერძიშვილი

- გორში ეს სახლი ჯერ არ არსებობდა. იყვნენ შეფარებულები სხვასთან, სადაც ეძინათ, წვიმა ჩამოდიოდა. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ლევანის ცოლ-შვილის სახლის მშენებლობას და ეს პატარა 2-ოთახიანი სახლი აუშენეს. ისტორიული სახლია, ბევრი სიდუხჭირის და სიმწარის მომსწრე...

თამრიკო რაზიკაშვილი, ლევანის შვილიშვილი:

თამრიკო რაზიკაშვილი

- არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობდა არც მამა და არც ჩვენი ოჯახი. არავისთვის არაფერი არ უთხოვიათ. მაგალითად, როცა ვცხოვრობდით ბარაკებში და რიგდებოდა ბინები, არავის უფიქრია იმაზე, რომ, აი, ეს არის ვაჟა-ფშაველას შთამომავალი და პირველ რიგში მას უნდა მივცეთ ბინაო. არა! სხვებს აძლევდნენ, ლუკა რჩებოდა. მაგრამ მაინც ხაზგასმით მინდა ვთქვა, დიდ, გასაოცარ გრძნობასთან ერთად, ჩემი ოჯახის მხრიდან, დიდი პატივი და პასუხისმგებლობააა იყო რაზიკაშვილი. თუმცა, რაზიკაშვილობა დიდი ტვირთიც არის, მე ამას მოგვიანებით მივხვდი.. იყო პერიოდი, როცა ამ გვარის ხსენებაც კი გვეკრძალებოდა. მამა ასაკში დაემგვანა პაპას. უყვარდა ზეპირსიტყვიერება. ვაჟას უამრავი ლექსი იცოდა ზეპირად. თავადაც წერდა... საღამოობით აიღებდა ფანდურს და პაპის ლექსებზე სასიამოვნოდ აღიღინდებოდა. განსაკუთრებით უყვარდა "იას უთხარით ტურფასა".

ვაჟას შთამომავლების სახლი გორში

გოდერძი გოდერძიშვილი:

- ლევანის დახვრეტის მერე, შიშით ცხოვრობდნენ. ბებიაჩემი აფრთხილებდა ბავშვებს, რომ ზედმეტი სიტყვა არსად დაგცდეთ, არანაირ შეკრებაზე არ გამოჩნდეთო. ძალიან შეშინებული იყო ბებია: წელიწადნახევარი ბარგი ჰქონდა შეკრული, იძახდა, - ერთხელაც დამიძახებენ და გადამასახლებენ აქედანო. ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარეს. ბებიაჩემი ორი ცვლა საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა. ეს ბინაც მაშინ აშენდა, ქორწილის საჩუქრები ჰქონდა ბებიას, მათ შორის ვაჟას ნაჩუქარი ოქროს საათი. და ასე ადამიანების დახმარებით, ნელ-ნელა ჯერ ერთი ოთახი ააშენეს და შემდეგ მეორე ოთახიც გააკეთეს.

ლევანი გოდერძიშვილი;

- ჩვენ სულ ჩრდილში ვიყავით, არავინ იცოდა ვაჟას შთამომავლები რომ ვიყავით. ბებიას მთავრობისა და განსაკუთრებით კი, ვახტანგისა ეშინოდა. შვილებს ეუბნებოდა, რომ არსად არ თქვათ, - ვისი შვილები ხართო. აი იქიდან მოყოლებული, სულ ჩრდილში იყვნენ ესენი და მერე ჩვენც. პირწავარდნილი აგენტი იყო ვახტანგი...

ჩარგალში პირველად, დედამ და დეიდამ აგვიყვანეს. მე ვიყავი 10 წლისა, ჩემი ძმა - 13- ის. რომ ავედით, ვახტანგი გამოვიდა სახლიდან და (ეხლაც კარგად მახსოვს, თვალნათლივ), როგორ გამოვიდა სახლიდან მოხრილი, კეხიანი ცხვირით და დაიძახა: "ესენი ვინ არიანო? ესენიო.“ დეიდამ უთხრა, - ლევანის შვილიშვილებიო... იმან კიდევ დაიძახა, - მოხვედით, გველის წიწილებოო! მე მაშინ ბავშვურად მივიღე ეს, ჩავთვალე, ალბათ აქ მოფერების ასეთი წესია - მეთქი, თურმე მართლა გვითხრა. ეჯავრებოდა პაპაჩემი. სულ ყველგან იმას გაჰკიოდა და გაჰყვიროდა, მე ვარ ვაჟას შთამომავალი და ეგენი არ არიანო...

ნინო რაზიკაშვილი, ლევანის შვილიშვილი:

- მამაჩემი ძალიან განიცდიდა ჩუმად რომ იყო. ის ვერასოდეს ვერ მივიდოდა ვახტანგთან, რადგან იყო დრო, არაცერთ რაზიაკაშვლს ამ ეზოში შესვლის უფლება არ ჰქონდა. არავითარი შეხება არ გვქონია.

ნინო რაზიკაშვილი

1972 წელში, დაანგრიეს ვაჟა-ფშაველას სახლი და ააშენეს ეს, რასაც ეხლა ხედავთ. მუშები რომ მოიყვანეს, ვაჟას სახლის დასანგრევად, თვითონ მუშები ტიროდნენ, ამ სახლს ვინ დააგნრევდა, როგორ შეიძლებოდა ამის ხელის ხლებაო...

ვაჟას სახლ-კარი მის სრულ გადაკეთებამდე

თამრიკო რაზიკაშვილი:

- ისე, რომ საზოგადოებამ არ იცოდა, რომ გორში ცხოვრობდნენ ვაჟა-ფშაველას შვილიშვილები. პირველი ვაჟაობა რომ ჩატარდა, 100 წლის იუბილე, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ რაღაცას წარმოვადგენდით.

გოდერძი გოდერძიშვილი:

- ბავშვობაში არ მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ მე ასეთი დიდი წინაპრების შთამომავალი ვიყავი, მაგრამ როდესაც ერთხელ სკოლიდან გავიპარეთ შატალოზე, მალევე დაგვაბრუნეს და პირდაპირ შეგვიყვანეს დირექტორთან. დირექტორის გვარი, ეხლაც მახსოვს - ძველაია. მან ცალკე გამიყვანა და მითხრა: "შვილო, შენ ისეთი წინაპრების შთამომავალი ხარ, არ უნდა გააკეთო ეგეთი რამეო“. აი, მაშინ ვიგრძენი პირველად, სიამაყის მსგავსი განცდა.

ლევანი გოდერძიშვილი:

- ღამე რომ დავწვები დასაძინებლად, არ არსებობს პაპაჩემზე არ ვიფიქრო. დედაჩემიც, დეიდაჩემიც და ბიძაჩემიც, სულ იმის დარდში დაიღუპნენ, რომ მისი საფლავი არავინ იცოდა...

"ვეღარ გიხილეთ პაპაო, ვერც ცოცხალ, ვერცა მკვდარია,

ღალატით შენმა სიკვდილმა დაგვაბეჩავა ძალიან,

არ შეისმინეს მფარველთა სიტყვა, ხვეწნა-მუდარის ხმანია,

ეგრე გაგწირეს უბრალოდ, კვირით გიმტვრიეს ძვალია... (პაუზა, ტირის)

არ შემიძლია, ვეღარ გავაგრძელებ... მაპატიეთ...

იხილეთ ასევე:

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი