მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვეს, რომ მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ხალხია, მცირედზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდოდ, მირიანი მათ არც იცნობდა" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარი?
"თქვეს, რომ მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ხალხია, მცირედზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდოდ, მირიანი მათ არც იცნობდა" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარი?

20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას მკვე­ლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შსს-მ 7 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის არიან ირაკ­ლი ას­ლა­ნი­ძე, გი­ორ­გი კუ­ჭა­ვა და გი­ორ­გი ხო­რა­ვა. ინ­ფორ­მა­ცია უწყე­ბამ ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცა­დე­ბა­ში და­ა­დას­ტუ­რა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის 28 ივ­ლისს ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მომ­ხდა­რი, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ.-ს მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის ვი­ნა­ო­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბი პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და მე-60 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მოხ­და. ყო­ფი­ლი კლა­სე­ლე­ბი მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რა დრო­საც 20 წლის ახ­ლა­გაზ­რდას გულ­ში დანა ჩა­არ­ტყეს.

ცნო­ბი­ლია იმ ერთი ახალ­გაზ­რდის ვი­ნა­ო­ბაც, ვი­საც პო­ლი­ცია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალს წა­უ­ყე­ნებს, თუმ­ცა ამ დრომ­დე უწყე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მის და­კა­ვე­ბას არ ადას­ტუ­რებს.

  • და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძე­ბენ.

აგა­რა­კი, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი და­ბა­დე­ბის დღე აღ­ნიშ­ნავ­დნენ

ტრა­გე­დია ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში იმ დროს დატ­რი­ალ­და, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდე­ბი და­ბა­დე­ბის დღეს ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში აღ­ნიშ­ნავ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ სუფ­რა­ზე და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. მი­რი­ან კუ­კა­ვა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლი მკვლელს და მის სა­მე­გობ­როს არ იც­ნობ­და.

სა­ლო­მე აბა­ში­ძე, მი­რი­ა­ნის მე­გო­ბა­რი:

"მი­რი­ა­ნი ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე. გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღე­ზე რომ მი­დი­ო­და, შე­მეხ­მი­ა­ნა და მი­თხრა, იქე­დან ბი­ჭე­ბი პირ­და­პირ ფეს­ტი­ვალ "როკ­ვა­ზე“ მივ­დი­ვარ­თო. დავ­გეგ­მეთ, რომ აგ­ვის­ტო­ში ბა­თუმ­ში ერ­თად წავ­სუ­ლი­ყა­ვით. მალე ერ­თად გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დით და ისე უხა­რო­და - მე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვარო, ასე ამ­ბობ­და. იქ რა მოხ­და, არა­ფე­რი ვიცი. ენით ვერ აღ­გი­წერთ, რო­გო­რი უთ­ბი­ლე­სი და პო­ზი­ტი­უ­რი იყო მი­რი­ა­ნი.

5 წუ­თი­თაც რომ და­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, არ არ­სე­ბობს, არ შეგ­ყვა­რე­ბო­დათ, ის ყვე­ლა­ზე უკონ­ფლიქ­ტო იყო. რა ჩხუ­ბი, რა შე­ლა­პა­რა­კე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ფერ შუ­ა­ში იყო. ერ­თა­დერ­თი, ალ­ბათ, ვი­ღა­ცას გა­და­ე­ფა­რა, რომ და­ეც­ვა და ამი­ტომ გა­ი­მე­ტეს. მას ყვე­ლა უყ­ვარ­და, ყვე­ლა და­ჩაგ­რუ­ლი ეცო­დე­ბო­და. რო­გორც თქვეს, მკვლე­ლი და მისი სა­მე­გობ­რო ისე­თი ყა­ი­დის ხალ­ხია, ელე­მენ­ტა­რულ­ზე შე­ეძ­ლოთ აშა­რე­ბა. სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს მი­რი­ა­ნი, მგო­ნი, არც იც­ნობ­და.

ამ­ბო­ბენ, მან დანა პირ­და­პირ გულ­ში ჩა­არ­ტყა და მი­რი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლაო. გო­გოს გამო რამე კონ­ფლიქტს გა­მოვ­რი­ცხავ. ხე­ლო­ვა­ნი, თბი­ლი და უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. სა­მე­გობ­როც ისე­თი კარ­გი ჰყავს, ისეთ წრე­ში ტრი­ა­ლებ­და, მათ­გან ცუდს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, ყვე­ლა მიყ­ვარს, ვინც მი­რი­ა­ნის ირ­გვლივ იყო.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე 50 კაცი რომ ავი­და, ყვე­ლა მისი ახ­ლო­ბე­ლი და ნაც­ნო­ბი ვერ იქ­ნე­ბო­და, გუ­შინ ღა­მით 30 კაცი მა­ინც ჰყავ­დათ და­კი­თხვა­ზე. მი­რი­ა­ნი მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტკი­ვი­ლია, ყვე­ლა ლექ­ტო­რი იმას ამ­ბობ­და, - ეს ბიჭი გე­ნი­ო­სი­აო. აუ­დი­ტო­რი­ის კარს რომ შე­მო­ა­ღებ­და, იტყო­და, "მე მო­ვე­დი“ და ეს იყო მთე­ლი ცე­რე­მო­ნია, იყო დიდი ზე­ი­მი. მე­სა­მე კურ­სი­დან უნდა აგ­ვერ­ჩია სპე­ცი­ა­ლო­ბა, მე ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინს ვირ­ჩევ­დი და მი­თხრა, შენ თუ იქ წახ­ვალ, მეც მა­გას ავირ­ჩევ და შენ­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი, ხომ იცი, რა ნი­ჭი­ე­რი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვაო, - სულ ხუმ­რობ­და.

მთე­ლი აგ­ვის­ტო და­გეგ­მი­ლი გვქონ­და, წარ­მო­უდ­გე­ნელ შოკ­ში ვარ... იქ 17-18 წლის ბავ­შვე­ბიც იყ­ვნენ და მა­გათ­თვი­საც რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა ეს ამ­ბა­ვი. შა­ქა­რაც ხომ ანა­ლო­გი­უ­რად გა­ი­მე­ტეს... ბევ­რი მკვლე­ლო­ბა მომ­ხდა­რა, სა­მე­გობ­როს და­უ­მა­ლავს მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა მი­რი­ანს აირ­ჩევს, მის გვერ­დით დად­გე­ბა, სი­მარ­თლე არ და­ი­მა­ლე­ბა და მკვლე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა. მი­რი­ა­ნი ვი­ღაც არ იყო, ამ ამ­ბავ­მა ასე ჩა­ი­ა­როს, ამას არა­ვინ არა­ვის შე­არ­ჩენს.“

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
0

გაუგებარია რატომ უნდა იმეგობრო ისეთ ადამიანებთან რომლებსაც უბრალო რამეზე აშარება შეუძლიათ და მითუმეტეს დაბადების დღეზე დაპატიჟო

იასამანი
0

აი იმ ქეთათოს უღირდა ასეთი დაბადების დღე??? 50 კაცი საიდან მოაგროვა , ან მშოობელმა რატომ არ იფიქრა ერთ სუფრაზე როგორ შეეწყობოდნენ ამდენი ხალხი , დაიდეს ცოდვა ამ ბავშის და გაამწარეს ოჯახი , შეგნების დეფიციტიც გვაქვს ქვეყანაში ყველაფერთან ერთად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"თქვეს, რომ მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ხალხია, მცირედზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდოდ, მირიანი მათ არც იცნობდა" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარი?

"თქვეს, რომ მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ხალხია, მცირედზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდოდ, მირიანი მათ არც იცნობდა" - რას ჰყვება ცხვარიჭამიაში მოკლული ბიჭის მეგობარი?

20 წლის მირიან კუკავას მკველელობის საქმეზე შსს-მ 7 პირი დააკავა, მათ შორის არიან ირაკლი ასლანიძე, გიორგი კუჭავა და გიორგი ხორავა. ინფორმაცია უწყებამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცადებაში დაადასტურა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი პირველი ექსპერიმენტული და მე-60 სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა. ყოფილი კლასელები მეგობრის - ქეთათო არაბულის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც 20 წლის ახლაგაზრდას გულში დანა ჩაარტყეს.

ცნობილია იმ ერთი ახალგაზრდის ვინაობაც, ვისაც პოლიცია განზრახ მკვლელობისთვის ბრალს წაუყენებს, თუმცა ამ დრომდე უწყება ოფიციალურად მის დაკავებას არ ადასტურებს.

  • დავით ჯიჯეიშვილს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

აგარაკი, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღე აღნიშნავდნენ

ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ქეთათო არაბულის სახლში აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, სწორედ სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი, რომელიც უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა. მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი მკვლელს და მის სამეგობროს არ იცნობდა.

სალომე აბაშიძე, მირიანის მეგობარი:

"მირიანი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ჯგუფელები ვიყავით ტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინის ფაკულტეტზე. გუშინ დაბადების დღეზე რომ მიდიოდა, შემეხმიანა და მითხრა, იქედან ბიჭები პირდაპირ ფესტივალ "როკვაზე“ მივდივართო. დავგეგმეთ, რომ აგვისტოში ბათუმში ერთად წავსულიყავით. მალე ერთად გამოფენის გაკეთებას ვაპირებდით და ისე უხაროდა - მე ორგანიზატორი ვარო, ასე ამბობდა. იქ რა მოხდა, არაფერი ვიცი. ენით ვერ აღგიწერთ, როგორი უთბილესი და პოზიტიური იყო მირიანი.

5 წუთითაც რომ დალაპარაკებოდით, არ არსებობს, არ შეგყვარებოდათ, ის ყველაზე უკონფლიქტო იყო. რა ჩხუბი, რა შელაპარაკება, დარწმუნებული ვარ, არაფერ შუაში იყო. ერთადერთი, ალბათ, ვიღაცას გადაეფარა, რომ დაეცვა და ამიტომ გაიმეტეს. მას ყველა უყვარდა, ყველა დაჩაგრული ეცოდებოდა. როგორც თქვეს, მკვლელი და მისი სამეგობრო ისეთი ყაიდის ხალხია, ელემენტარულზე შეეძლოთ აშარება. სავარაუდო მკვლელს მირიანი, მგონი, არც იცნობდა.

ამბობენ, მან დანა პირდაპირ გულში ჩაარტყა და მირიანი ადგილზე გარდაცვლილაო. გოგოს გამო რამე კონფლიქტს გამოვრიცხავ. ხელოვანი, თბილი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. სამეგობროც ისეთი კარგი ჰყავს, ისეთ წრეში ტრიალებდა, მათგან ცუდს ვერ წარმოვიდგენდით, ყველა მიყვარს, ვინც მირიანის ირგვლივ იყო.

დაბადების დღეზე 50 კაცი რომ ავიდა, ყველა მისი ახლობელი და ნაცნობი ვერ იქნებოდა, გუშინ ღამით 30 კაცი მაინც ჰყავდათ დაკითხვაზე. მირიანი მთელი უნივერსიტეტის ტკივილია, ყველა ლექტორი იმას ამბობდა, - ეს ბიჭი გენიოსიაო. აუდიტორიის კარს რომ შემოაღებდა, იტყოდა, "მე მოვედი“ და ეს იყო მთელი ცერემონია, იყო დიდი ზეიმი. მესამე კურსიდან უნდა აგვერჩია სპეციალობა, მე ინტერიერის დიზაინს ვირჩევდი და მითხრა, შენ თუ იქ წახვალ, მეც მაგას ავირჩევ და შენთან ერთად ვიქნები, ხომ იცი, რა ნიჭიერი ვარ, ყველაფერი გამომივაო, - სულ ხუმრობდა.

მთელი აგვისტო დაგეგმილი გვქონდა, წარმოუდგენელ შოკში ვარ... იქ 17-18 წლის ბავშვებიც იყვნენ და მაგათთვისაც რამხელა ტრაგედიაა ეს ამბავი. შაქარაც ხომ ანალოგიურად გაიმეტეს... ბევრი მკვლელობა მომხდარა, სამეგობროს დაუმალავს მკვლელის ვინაობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მირიანს აირჩევს, მის გვერდით დადგება, სიმართლე არ დაიმალება და მკვლელი აუცილებლად დაისჯება. მირიანი ვიღაც არ იყო, ამ ამბავმა ასე ჩაიაროს, ამას არავინ არავის შეარჩენს.“