დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსულმა "ბოევიკებმა“ 40 უკრაინელი სამხედრო ტყვის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ელენოვკას კოლონიაში იყვნენ განთავსებულები.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დღეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის არიან "აზოვის“ მებრძოლები.
პრორუსი "ბოევიკების“ ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 130 ადამიანი.
ამასთან, რუსული მხარე სამხედროების დაღუპვას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აბრალებს, თითქოს უკრაინულმა ძალებმა კოლონიას "ჰაიმარსით“ დაარტყეს. თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი ფოტო და ვიდეომასალა მათ არ წამოუდგენიათ.