სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგი გოგიტიძის, სოჭში დაგეგმილი, კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს?
მეგი გოგიტიძის, სოჭში დაგეგმილი, კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს?

სოჭ­ში, რეს­ტო­რან Ресторан Lucky Dze-ში და­გეგ­მი­ლი მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი გა­უქ­მდა. ანონ­სი, რომ 29 ივ­ლისს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი კონ­ცერტს გა­მარ­თავ­და, კვი­რა­ზე მე­ტია, რაც გო­გი­ტი­ძის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნი ლინ­კი აქ­ტი­უ­რი აღარ არის. ამ ეტაპ­ზე მოქ­მე­დია მოს­კო­ვის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნი ლინ­კი. რო­გორც ჩანს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის გა­უქ­მდე­ბა თუ არა სა­ღა­მო რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში.

სოჭ­ში კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კლუ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ. ჩვენს კი­თხვა­ზე გა­უქ­მდა თუ არა მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტი სოჭ­ში, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი ვკი­თხეთ და ავუხ­სე­ნით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვწერ­დით, მათ ჩვენს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აღარ ისურ­ვეს.

მოს­კოვ­სა და სოჭ­ში მეგი გო­გი­ტი­ძის კონ­ცერ­ტე­ბის ანონ­სი შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მომ­ღერ­ლის ამ ნა­ბიჯს კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდა. ბა­თუმ­ში ერთ-ერ­თმა კლუბ­მა მომ­ღერ­ლის კონ­ცერ­ტი გა­ა­უქ­მა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კას მომ­ღე­რა­ლი აგ­რე­სი­უ­ლად შეხ­ვდა.

"ჩემს გა­უქ­მე­ბულ კონ­ცერტს სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს და­ვი­ვი­წყებ, ისე ქმნით ჩემ­გან გმირს, რომ ვერც იაზ­რებთ."

"წლე­ბია, რუ­სეთ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ, მრა­ვა­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რე... ჯობ­და ვამ­პი­რებს არ დამ­სგავ­სე­ბუ­ლი­ყა­ვით."

"მგო­ნი, კი­დევ ვერ იაზ­რებთ, რას და­ე­ტა­კეთ... დრო გაჩ­ვე­ნებთ თქვენ ნამ­დვილ მო­ღა­ლა­ტე­ებს და სა­მარ­ცხვი­ნო ადა­მი­ა­ნებს."

ეს ფრა­ზე­ბი მეგი გო­გი­ტი­ძემ იმ ქარ­თვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით თქვა, რომ­ლებ­მაც მის მი­მართ კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რეს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით გო­გი­ტი­ძეს კონ­ცერ­ტი თა­ვად კლუბ­მა გა­უ­უქ­მა, რად­გან მომ­ღე­რალ­მა "მთა­ვარ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ის პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მღე­რო­და.

"პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი არ არის. მე­ო­რე კონ­ცერ­ტია 2022 წელს. არ მექ­მნე­ბა უხერ­ხუ­ლო­ბა, იმი­ტომ, რომ მე არ ვა­კე­თებ იმას, რაც მე უხერ­ხუ­ლო­ბას შე­მიქ­მნის. მე თუ იქ ჩავ­დი­ვარ, პი­რა­დად ჩემ თავს ვა­ყე­ნებ რის­კის ქვეშ. იმი­ტომ რომ, იქ მე რა­საც ვმღე­რი სცე­ნა­ზე, ეს არის დიდი რის­კი ამ წუ­თას იქ. შევ­წყვი­ტოთ ეს სა­უ­ბა­რი... ჰოდა, გა­მო­იკ­ვლი­ეთ რას ვმღე­რი, მაგ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ვმღე­რი ზუს­ტად", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ტი­ძემ.

რა გახ­და კონ­ცერ­ტის გა­უქ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, გო­გი­ტი­ძე ჯერ­ჯე­რო­ბით გან­მარ­ტე­ბას არ აკე­თებს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაფარი
0

ერთი, ორი, სამი... სამი, ორი, ერთი...

manon
1

დამშვიდდით.ყოველივე რაც ჩვენს თავს ხდება უფლის ნებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

მეგი გოგიტიძის, სოჭში დაგეგმილი, კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს?

მეგი გოგიტიძის, სოჭში დაგეგმილი, კონცერტი გაუქმდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა ელის მის მოსკოვურ გასტროლს?

სოჭში, რესტორან Ресторан Lucky Dze-ში დაგეგმილი მეგი გოგიტიძის კონცერტი გაუქმდა. ანონსი, რომ 29 ივლისს ქართველი მომღერალი კონცერტს გამართავდა, კვირაზე მეტია, რაც გოგიტიძის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამჟამად ბილეთების შესაძენი ლინკი აქტიური აღარ არის. ამ ეტაპზე მოქმედია მოსკოვის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შესაძენი ლინკი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის გაუქმდება თუ არა საღამო რუსეთის დედაქალაქში.

სოჭში კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციათან გადავამოწმეთ. ჩვენს კითხვაზე გაუქმდა თუ არა მეგი გოგიტიძის კონცერტი სოჭში, დადებითი პასუხი მივიღეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც კონცერტის გაუქმების მიზეზი ვკითხეთ და ავუხსენით, რომ საქართველოდან ვწერდით, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ ისურვეს.

მოსკოვსა და სოჭში მეგი გოგიტიძის კონცერტების ანონსი შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საზოგადოების დიდი ნაწილი მომღერლის ამ ნაბიჯს კრიტიკულად შეხვდა. ბათუმში ერთ-ერთმა კლუბმა მომღერლის კონცერტი გააუქმა.

საზოგადოების კრიტიკას მომღერალი აგრესიულად შეხვდა.

"ჩემს გაუქმებულ კონცერტს საქართველოში არასდროს დავივიწყებ, ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ."

"წლებია, რუსეთში ვმოღვაწეობ, მრავალი კონცერტი ჩავატარე... ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით."

"მგონი, კიდევ ვერ იაზრებთ, რას დაეტაკეთ... დრო გაჩვენებთ თქვენ ნამდვილ მოღალატეებს და სამარცხვინო ადამიანებს."

ეს ფრაზები მეგი გოგიტიძემ იმ ქართველების მისამართით თქვა, რომლებმაც მის მიმართ კრიტიკა არ დაიშურეს.

ერთ-ერთი ვერსიით გოგიტიძეს კონცერტი თავად კლუბმა გაუუქმა, რადგან მომღერალმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მღეროდა.

"პირველი კონცერტი არ არის. მეორე კონცერტია 2022 წელს. არ მექმნება უხერხულობა, იმიტომ, რომ მე არ ვაკეთებ იმას, რაც მე უხერხულობას შემიქმნის. მე თუ იქ ჩავდივარ, პირადად ჩემ თავს ვაყენებ რისკის ქვეშ. იმიტომ რომ, იქ მე რასაც ვმღერი სცენაზე, ეს არის დიდი რისკი ამ წუთას იქ. შევწყვიტოთ ეს საუბარი... ჰოდა, გამოიკვლიეთ რას ვმღერი, მაგ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ვმღერი ზუსტად", - განაცხადა გოგიტიძემ.

რა გახდა კონცერტის გაუქმების რეალური მიზეზი, გოგიტიძე ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებს.