ავტორი:

"დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში... ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია” - ვინ არის ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი? რა დეტალები ხდება ცნობილი

"დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში... ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია” - ვინ არის ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი? რა დეტალები ხდება ცნობილი

20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ცხვარიჭამიაში მოკლეს, მირიან კუკავაა. დანაშაული ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მოხდა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ამ წუთებში ხალხმრავლობაა მცხეთის პოლიციასთან, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვები მიმდინარეობს. პოლიციაში იმყოფებიან ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.

"დილით გავიგე ეს ამბავი. ისეთი კარგი ბიჭი იყო. დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში. მიმალავდნენ, ახლა მითხრეს. გადასარევი ბავშვი... პოლიციაში არიან ჩემი შვილებიც ახლა. ჩემს ხელში გაზრდილი, არჩვეულებრივი, წესერი, თბილი, ტკბილი ბავშვი" - ამბობს მეზობელი "ტვ პირველთან".

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მან მიმალვა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.