საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავდასხმები კელი დეგნანზე, საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, უნდა შეწყდეს - სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი" - სენატორი ჯიმ რიში
"თავდასხმები კელი დეგნანზე, საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, უნდა შეწყდეს - სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი" - სენატორი ჯიმ რიში

თავ­დას­ხმე­ბი ელჩ დეგ­ნან­ზე, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ზე და ევ­რო­კავ­ში­რის ყო­ფილ ელჩ კარლ ჰარ­ცელ­ზე, სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მოა და ისი­ნი უნდა შე­წყდეს, - ამის შე­სა­ხებ სე­ნა­ტორ­მა ჯიმ რიშ­მა "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

ჯიმ რი­შის შე­ფა­სე­ბით, იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია იმის მოს­მე­ნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი ასე­თი რი­ტო­რი­კა ქარ­თულ მე­დი­ა­ში ამ­დენ დროს იკა­ვებს.

"ელჩმა დეგ­ნან­მა და ჩვენ­მა გუნ­დმა აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტეს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სწრაფ­ვის მი­მართ, რომ მათი მო­მა­ვა­ლი ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში იყოს. ეს თავ­დას­ხმე­ბი ელჩ დეგ­ნან­ზე, ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ზე და ევ­რო­კავ­ში­რის ყო­ფილ ელჩ კარლ ჰარ­ცელ­ზე, სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მოა და ისი­ნი უნდა შე­წყდეს“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა რიშ­მა.

სე­ნა­ტორ რი­შის გან­ცხა­დე­ბით, მე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას დიდი დრო ეთ­მო­ბა და ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბა მხო­ლოდ კე­თუ­ილ­სინ­დი­სი­ე­რი დი­ა­ლო­გით შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს.

"ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­ში სა­ჯა­როდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვარ­დეს მხო­ლოდ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი დი­ა­ლო­გით და არა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი სა­ჯა­რო რი­ტო­რი­კით. ყვე­ლა მხა­რე უნდა და­აკ­ვირ­დეს სა­კუ­თარ გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებს და იპო­ვოს სა­ერ­თო სა­ფუძ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი პროგ­რე­სის მი­საღ­წე­ვად. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია ემუქ­რე­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მე სულ უფრო მე­ტად მა­წუ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, თუ ის ამ დი­ლე­მის გა­და­ლახ­ვას ვერ შეძ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა რიშ­მა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეიმურაზ გრიგოლია
0

ამ მეგობრების შემოტევა უდა მოვიგერიოთ ერთობით . ცუდი რომ აქვთ ჩაფიქრებული დიდი ხანია ჩანს. ჩვენც რომ სათანადოთ ვერ ვაზროვნებთ და ვიქცევით ესეც ჩანს. კომენთარების წაკითხვა იმედს მაძლევს რომ გავერთიანდებით, რაც გადარჩენის ერთად ერთი გამოსავალია

!
2

ნამდვილად არავინ შეხება თქვენს ელჩს თუ შეასრულებს მხოლოდ ელჩის მოვალეობას და არა საქართველოს მმართველისას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"თავდასხმები კელი დეგნანზე, საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, უნდა შეწყდეს - სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი" - სენატორი ჯიმ რიში

"თავდასხმები კელი დეგნანზე, საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, უნდა შეწყდეს - სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი" - სენატორი ჯიმ რიში

თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.

ჯიმ რიშის შეფასებით, იმედგამაცრუებელია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს.

"ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

სენატორ რიშის განცხადებით, მედიაში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას დიდი დრო ეთმობა და ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება მხოლოდ კეთუილსინდისიერი დიალოგით შეიძლება მოგვარდეს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.