პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მათი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ ხში­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის პრობ­ლე­მე­ბით გა­მოწ­ვე­ულ უსი­ა­მოვ­ნო ნიშ­ნებს ხში­რად ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ და სპე­ცი­ა­ლისტს მხო­ლოდ დამ­ძი­მე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს ვა­კი­თხავთ.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და რა მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მათ გა­მო­საკ­ვლე­ვად? – ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის ენ­დოს­კო­პისტს, აკა­კი რეხ­ვი­აშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

კუჭ-ნაწ­ლა­ვის რა პა­თო­ლო­გი­ე­ბია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და რა უწყობს ხელს მათ წარ­მოქ­მნას?

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში ყვე­ლა­ზე ხში­რად ვი­თარ­დე­ბა კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის ერო­ზია და წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, ერო­ზი­უ­ლი გას­ტრი­ტი, ეზო­ფა­გი­ტი ანუ საყ­ლა­პა­ვის ან­თე­ბა, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კი­ბოს­წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი პო­ლი­პე­ბი და სიმ­სივ­ნე. მათი უმე­ტე­სო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ახალ­გაზ­რდებ­შიც საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. მათ გან­ვი­თა­რე­ბას ხში­რად ჰე­ლი­კო­ბაქ­ტე­რი­ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა უწყობს ხელს. კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვარ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს შო­რი­საა არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სიც – არა­რე­ჟი­მუ­ლი და არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, თამ­ბა­ქოს და ალ­კოჰო­ლის სი­ნერ­გი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, ჭარ­ბი წონა, გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი

რა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბი?

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის პრობ­ლე­მებ­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებ­დეს გულძ­მარ­ვა, გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ტკი­ვი­ლი მუც­ლის ზედა არე­ში ანუ ეპი­გას­ტრი­უმ­ში, დე­ფე­კა­ცი­ის რით­მის და ხა­სი­ა­თის დარ­ღვე­ვა და ა.შ. თუმ­ცა, პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსიმპტო­მო­დაც გან­ვი­თარ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე და ასა­კო­ვან პა­ცი­ენ­ტებ­ში.

რა სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვის პა­თო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად?

დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის ძა­ლის­ხმე­ვა და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი ფორ­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბი. ამი­ტომ დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ სკრი­ნინ­გულ სტრა­ტე­გი­ულ კვლე­ვებს რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფა­რულ სის­ხლდე­ნა­ზე გა­ნავ­ლის ანა­ლიზ­სა და ენ­დოს­კო­პი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას. ფა­რულ სის­ხლდე­ნა­ზე გა­ნავ­ლის ანა­ლიზ­მა 30%-ით შე­ამ­ცი­რა კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, ხოლო სტან­დარ­ტუ­ლი ენ­დოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვე­ბი 60-70 % კი­ბოს აღ­მო­ჩე­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბა

ენ­დოს­კო­პია კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მოკ­ვლე­ვის ოქ­როს სტან­დარ­ტია, რად­გან ის უდი­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაძ­ლევს ამ ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ხებ. ის მო­ი­ცავს გას­ტრო­დუ­ო­დე­ნოს­კო­პი­ა­სა და კო­ლო­ნოს­კო­პი­ას. პირ­ვე­ლით კუჭ-ნაწ­ლა­ვის ზემო ტრაქტს, ხოლო მე­ო­რით კუჭ-ნაწ­ლა­ვის ქვე­მო ტრაქტს ვიკ­ვლევთ.

რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში კუჭ-ნაწ­ლა­ვის სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მოკ­ვლე­ვა?

თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა სა­ხის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა ტარ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ პა­ცი­ენ­ტის კუჭ-ნაწ­ლა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი ის არის, რომ კლი­ნი­კა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია უახ­ლე­სი ენ­დოს­კო­პი­უ­რი აპა­რა­ტი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და აქვს მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­დი­დე­ბის და მი­ახ­ლო­ე­ბის ფუნ­ქცია. მისი ინო­ვა­ცი­უ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი უმ­ცი­რე­სი და­ზი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი გვაძ­ლევს.

რო­გო­რია კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცია და რამ­დენ ხან­ში ერთხე­ლაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ამ ორ­გა­ნო­თა გა­მოკ­ვლე­ვა?

კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და სწო­რი კვე­ბაა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ უგუ­ლე­ბელ­ვყოთ პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი და დრო­უ­ლად მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს.

სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბი კი ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა, სა­სურ­ვე­ლია, 4-5 წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­ი­ტა­როს. კვლე­ვებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს,გან­სა­კუთ­რე­ბით ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა აქვს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ამარ­ტი­ვებს და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვას და ზრდის მათ­გან სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბის შან­სებს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა

კუჭ-ნაწლავის დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მათი შემთხვევები საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. მიუხედავად ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებით გამოწვეულ უსიამოვნო ნიშნებს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ და სპეციალისტს მხოლოდ დამძიმებული მდგომარეობის დროს ვაკითხავთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და რა მეთოდები გამოიყენება მათ გამოსაკვლევად? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოსკოპისტს, აკაკი რეხვიაშვილს დავუკავშირდით.

კუჭ-ნაწლავის რა პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული და რა უწყობს ხელს მათ წარმოქმნას?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყველაზე ხშირად ვითარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია და წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი, ეზოფაგიტი ანუ საყლაპავის ანთება, მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, კიბოსწინარე დაავადებები პოლიპები და სიმსივნე. მათი უმეტესობა, განსაკუთრებით კი წყლულოვანი დაავადებები, ახალგაზრდებშიც საკმაოდ გავრცელებულია. მათ განვითარებას ხშირად ჰელიკობაქტერიით დაინფიცირება უწყობს ხელს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი ცხოვრების წესიც – არარეჟიმული და არაჯანსაღი კვება, თამბაქოს და ალკოჰოლის სინერგიული მოქმედება, ჭარბი წონა, გენეტიკური ფაქტორები

რა სიმპტომებით გამოიხატება კუჭ-ნაწლავის დაავადებები?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა არეში ანუ ეპიგასტრიუმში, დეფეკაციის რითმის და ხასიათის დარღვევა და ა.შ. თუმცა, პათოლოგიური პროცესები შეიძლება სრულიად უსიმპტომოდაც განვითარდეს, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე და ასაკოვან პაციენტებში.

რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების გამოსავლენად?

დღეს თანამედროვე მედიცინის ძალისხმევა დაავადების ადრეული ფორმების აღმოჩენისკენაა მიმართული, რათა თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში პროცესები. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სკრინინგულ სტრატეგიულ კვლევებს რომელიც მოიცავს ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზსა და ენდოსკოპიურ გამოკვლევას. ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზმა 30%-ით შეამცირა კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ხოლო სტანდარტული ენდოსკოპიური კვლევები 60-70 % კიბოს აღმოჩენაში გვეხმარება

ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევის ოქროს სტანდარტია, რადგან ის უდიდეს ინფორმაციას გვაძლევს ამ ორგანოების შესახებ. ის მოიცავს გასტროდუოდენოსკოპიასა და კოლონოსკოპიას. პირველით კუჭ-ნაწლავის ზემო ტრაქტს, ხოლო მეორით კუჭ-ნაწლავის ქვემო ტრაქტს ვიკვლევთ.

რამდენად შესაძლებელია თოდუას კლინიკაში კუჭ-ნაწლავის სრულფასოვნად გამოკვლევა?

თოდუას კლინიკაში ყველა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ტარდება იმისათვის, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ პაციენტის კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კლინიკაში ხელმისაწვდომია უახლესი ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობით გამოირჩევა და აქვს მაქსიმალური გადიდების და მიახლოების ფუნქცია. მისი ინოვაციური ფუნქციები უმცირესი დაზიანების აღმოჩენის შესაძლებლობასაც კი გვაძლევს.

როგორია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა პრევენცია და რამდენ ხანში ერთხელაა მიზანშეწონილი ამ ორგანოთა გამოკვლევა?

კუჭ-ნაწლავის დაავადებების პრევენცია, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვებაა. ასევე, მნიშვნელოვანია, არ უგულებელვყოთ პათოლოგიური პროცესებით გამოწვეული ნიშნები და დროულად მივმართოთ სპეციალისტს.

სკრინინგული კვლევები კი ჯანმრთელმა ადამიანმა, სასურველია, 4-5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს. კვლევებს შორის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს,განსაკუთრებით ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადრეული დიაგნოსტირება ამარტივებს დაავადებების მართვას და ზრდის მათგან სრულად განკურნების შანსებს.

NS