ესპანეთის თანასწორობის სამინისტრომ კრეატიული საზაფხულო კამპანია წამოიწყო, რომელიც სანაპიროზე გასვლისას, ყველა ფორმისა და ზომის ქალს წაახალისებს. კამპანიის სლოგანია: "ზაფხული ჩვენიცაა". ამ ფერადი კამპანიის სარეკლამო ფოტოზე სხვადასხვა სხეულის ტიპის, ასაკის და ეროვნების ხუთი ქალია გამოსახული, რომლებიც სანაპიროზე მზის სხივებით ტკბებიან.
სარეკლამო პოსტერზე ნაჩვენებია ქალიც, რომელსაც მასტექტომია აქვს გაკეთებული (მასტექტომია ძუძუს მოკვეთის ოპერაციაა, რომელიც, როგორც წესი, ძუძუს კიბოს შემთხვევაში ტარდება).
"ზაფხული ჩვენიცაა. დატკბი ზაფხულით როგორც გინდა, სადაც გინდა და ვისთან ერთადაც გინდა," - მოუწოდებს ქალბატონებს საზაფხულო კამპანია.
"ყველა სხეული პლაჟის სხეულია", - ამბობს იოანე ბელარა, ესპანეთის თანასწორობის მინისტრი. "ყველანაირი სხეული მისაღებია და ყველას აქვს უფლება ცხოვრებით დატკბეს დანაშაულის გრძნობისა და სირცხვილის გარეშე. ზაფხული ყველასთვისაა!" - დაამატა ბელარამ.
"გავატაროთ ზაფხული სტერეოტიპების და სხეულზე ესთეტიკური ძალადობის გარეშე ", - აცხადებენ ესპანეთის ქალთა ინსტიტუტში.
El @InstMujeres lanza #ElVeranoEsNuestro. Cuerpos diversos, libres de estereotipos de género, ocupando todos los espacios. El verano también nos pertenece. Libres, iguales y diversas. pic.twitter.com/BjS3YDaEYR
— Toni Morillas (@antoniamorillas) July 27, 2022
ანტონია მორილამ, რომელიც ესპანეთის ქალთა ინსტიტუტის ხელმძღვანელია და ამ საზაფხულო ინიციატივის უკან დგას, თქვა, რომ იდეალური სხეულის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები გავლენას ახდენს ქალების თვითშეფასებაზე და მათ უფლებებისგან ძარცვავს:
"ზაფხული ჩვენც გვეკუთვნის. თავისუფალი, თანასწორი და მრავალფეროვანი." - წერს ის "ტვიტერში."
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ძალიან უხდებიან პლიაჟზე ერთმანეთს გუბაზ სანიკიძე და ხათუნა გოგორიშვილი(ბაგდასაროვა).
ნამდვილად უნდა გიხდებოდეს რაც გაცვია და არავის დაცინვნის საგანი არ უნდა გახდე