პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენჯერ უნდა გაწირონ თავი ჩვენმა ბიჭებმა მათ გამო? არადა ჩვენ გვეძახიან ხამებს" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში: რაზე საყვედურობენ აფხაზები რუსებს?
"რამდენჯერ უნდა გაწირონ თავი ჩვენმა ბიჭებმა მათ გამო? არადა ჩვენ გვეძახიან ხამებს" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში: რაზე საყვედურობენ აფხაზები რუსებს?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი, რო­გორც რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს... რუსი ტუ­რის­ტე­ბი მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, თემა ძვე­ლია - მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ აფხა­ზებს არ სურთ პროგ­რე­სი, დრეს­კოდს უწე­სე­ბენ ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში ჩა­სულ ტუ­რის­ტებს, მათი ქცე­ვე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბას მკაც­რად ითხო­ვენ და ეს მა­შინ, რო­დე­საც ოც­და­ა­თი წე­ლია, რე­გი­ონ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი არ იც­ვლე­ბა, ფა­სე­ბი კი, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა.

თა­ვის მხრივ პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ აფხა­ზებ­საც. მათი თქმით, არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის, მი­ნიშ­ნე­ბი­სა და ამა თუ იმ ად­გი­ლებ­ში ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­ფერს გახ­დნენ და რუს დამ­სვე­ნებ­ლებს ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა ვერ მო­აშ­ლე­ვი­ნეს.

"ისი­ნი თით­ქმის არას­დროს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ შე­ნიშ­ვნას სა­მოს­ზე და ზედ­მე­ტად თა­მა­მად შე­მო­სი­ლე­ბი შე­დი­ან აფხა­ზურ სა­ლო­ცა­ვებ­ში. თუმ­ცა, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მი­სას, საქ­მე­ში მათი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი, ქმა­რი ან უბ­რა­ლოდ ჯგუ­ფის წევ­რი კაცი ერ­თვე­ბა და "ქა­ლის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას" აპ­რო­ტეს­ტებს... სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბა კა­მა­თით და მათი მხრი­დან ფრა­ზით - არას­დროს არა­ფე­რი გეშ­ვე­ლე­ბათ, ყო­ველ­თვის ქვის ხა­ნა­ში იცხოვ­რებთ, რად­გან ცი­ვი­ლი­ზა­ცია თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი­აო", - წე­რენ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

თუმ­ცა, სხვე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში ერ­თა­დერ­თი სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, რუ­სე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დია და ყვე­ლა­ფე­რი უნდა იღო­ნონ, რომ მათ რე­გი­ო­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ და­კარ­გონ...

ყვე­ლა­ზე მეტი, რის გა­მოც აფხა­ზე­ბი ზა­ფხუ­ლის სე­ზონს ში­შით ელო­დე­ბი­ან, არის კრი­მი­ნა­ლუ­რი და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მო­მა­ტე­ბა, რე­გი­ონ­ში უკონ­ტრო­ლოდ შე­მო­სუ­ლი ნარ­კო­ტი­კი, "თეთ­რი სიკ­ვდი­ლი", ნარ­კო და ალ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად მი­იჩ­ნე­ვენ, ნას­ვა­მი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ზღვა­ში შეს­ვლაა. რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და ამინ­დში, შტორ­მი­სა და უა­მინ­დო­ბის დროს შე­დი­ან წყალ­ში.

აფხა­ზუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "Апсныпресс"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აფხა­ზე­თის სტუმ­რებს სთხო­ვეს, და­იც­ვან წყალ­თან ქცე­ვის წე­სე­ბი, რად­გან ბოლო დღე­ებს გან­მავ­ლო­ბა­ში, მაშ­ვე­ლებ­მა და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა აღ­კვე­თეს.

მი­სი­ვე ცნო­ბით, 19 ივ­ლისს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, წარ­მო­შო­ბით ომ­სკელ­მა ცოლ-ქმარ­მა, გვა­რად ფი­ზი­კო­ვებ­მა, აგუ­ძე­რა­სა და გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნებ­ში, სა­ხი­ფა­თო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ცუ­რეს. ამას­თან, რო­გორც ირ­კვე­ვა, ორი­ვე მათ­გა­ნი ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ იყო და უკან გა­მოს­ვლა გა­უ­ჭირ­დათ...

"ამის მი­უ­ხე­და­ვად, მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ად­გილ­ზე მი­სულ დამ­ხმა­რე ძა­ლას. მაშ­ვე­ლე­ბის თქმით კი, მათ ნა­პირ­ზე გა­მო­ცურ­ვის შან­სი ძა­ლი­ან მცი­რე ჰქონ­დათ..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყო­ველ ასეთ შემ­თხვე­ვას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კე­ბენ, რად­გან მათი თქმით, მაშ­ვე­ლე­ბი კა­პი­კებ­ზე მუ­შა­ო­ბენ და მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში, თა­ვის გა­წირ­ვა უწევთ.

"წლე­ბია ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ და ვერ შე­ვაგ­ნე­ბი­ნეთ. ამი­ტომ, არ­სე­ბობს ერთი გა­მო­სა­ვა­ლი - დაე, ჩა­ი­ძი­რონ. რამ­დენ­ჯერ უნდა გა­წი­რონ ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა ამ ლოთი იდი­ო­ტე­ბის გამო თავი?.. შარ­შან დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო, ცოლ-ქმა­რი, მე­გობ­რე­ბი, და-ძმა... სად­მე ხომ უნდა გა­ჩერ­დნენ და მიხ­ვდნენ, რომ მთვრა­ლე­ბი და ნარ­კო­ტი­კე­ბით გაბ­რუ­ე­ბუ­ლე­ბი, თან შტორ­მის დროს ზღვა­ში არ შეც­ვივ­დნენ? თუ არა­და, კი ბა­ტო­ნო, გზაც ჰქო­ნი­ათ", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი რევა ჯი­ქია.

"ჩვენ გვე­ძა­ხი­ან პა­პუ­ა­სებს და ხა­მებს. ამა­ზე მეტი უნა­ხა­ო­ბა რა გინ­და, შტორ­მის დროს ზღვა­ში რომ შე­დი­ან. 4 წლის წინ, ჩემი მე­გობ­რის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს დამ­სვე­ნე­ბე­ლი იხ­რჩო­ბო­და. ძლივს გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, ბეწ­ვზე მი­ვუს­წა­რით, მთე­ლი ღამე ვუ­თე­ნეთ, რად­გან კო­მა­ში იყო. ცოლ­მა კი, დი­ლით აგ­დე­ბუ­ლად მოგ­ვიგ­დო - მი­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი რომ არ იყოს, სა­ხი­ფა­თო ზო­ნე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლი უნდა გქონ­დე­თო... არა­და, მთვრა­ლი იყო, ისიც და მისი ქმა­რიც, ეს გა­დარ­ჩა", - წერს ლე­ვონ ოგა­ნე­სი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაო
1

მართალია თქვენ ნამდვილად არაფერი გეშველებათ ან რუსეთს უნდა შეუერთდეთ.ანნ საქართველოს

სენაკელი
2

დასანანია მზიურ აფხაზეთში ასეთი ვითარება რომაა-სტატიის წაკითხვისას გამიკვირდა აფხაზური სალოცავები ეს ნამდვილად არ მესმის-თუ იგულისხმება მართლმადიდებლური ეკლესიები -იქ დარჩენილებს დღესაც რუსები გირჩევნიათ და წერით სხვა აზრებს აფიქსირებთ იგივეს ვეტყვი ჩემს ახლობლებს,რომელთაც შვილები აქეთ ყავთ და ვერ ელევიან იქაურობას,ჰოდა დაიხურეთ იქაური ქუდი ნუ წუწუნებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"რამდენჯერ უნდა გაწირონ თავი ჩვენმა ბიჭებმა მათ გამო? არადა ჩვენ გვეძახიან ხამებს" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში: რაზე საყვედურობენ აფხაზები რუსებს?

"რამდენჯერ უნდა გაწირონ თავი ჩვენმა ბიჭებმა მათ გამო? არადა ჩვენ გვეძახიან ხამებს" - უკონტროლო საკურორტო სეზონი აფხაზეთში: რაზე საყვედურობენ აფხაზები რუსებს?

ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული სეზონი, როგორც რუსეთიდან შემოსული დამსვენებლების, ასევე ადგილობრივების უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს... რუსი ტურისტები მათ დამოკიდებულებას აპროტესტებენ, თემა ძველია - მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზებს არ სურთ პროგრესი, დრესკოდს უწესებენ ზღვისპირა ქალაქებში ჩასულ ტურისტებს, მათი ქცევების გაკონტროლებას მკაცრად ითხოვენ და ეს მაშინ, როდესაც ოცდაათი წელია, რეგიონში, მომსახურების ხარისხი არ იცვლება, ფასები კი, ყოველწლიურად იზრდება.

თავის მხრივ პრეტენზიები აქვთ აფხაზებსაც. მათი თქმით, არაერთი გაფრთხილების, მინიშნებისა და ამა თუ იმ ადგილებში ბანერების განთავსების მიუხედავად, ვერაფერს გახდნენ და რუს დამსვენებლებს ქალაქის ქუჩებში საცურაო კოსტიუმებით გადაადგილება ვერ მოაშლევინეს.

"ისინი თითქმის არასდროს ითვალისწინებენ შენიშვნას სამოსზე და ზედმეტად თამამად შემოსილები შედიან აფხაზურ სალოცავებში. თუმცა, შენიშვნის მიცემისას, საქმეში მათი მეგობარი მამაკაცი, ქმარი ან უბრალოდ ჯგუფის წევრი კაცი ერთვება და "ქალის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას" აპროტესტებს... საბოლოოდ ყველაფერი სრულდება კამათით და მათი მხრიდან ფრაზით - არასდროს არაფერი გეშველებათ, ყოველთვის ქვის ხანაში იცხოვრებთ, რადგან ცივილიზაცია თქვენთვის მიუღებელიაო", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

თუმცა, სხვების თქმით, აფხაზეთში ერთადერთი სტაბილური შემოსავალი, რუსეთიდან შემოსული ტურისტების ნაკადია და ყველაფერი უნდა იღონონ, რომ მათ რეგიონის მიმართ ინტერესი არ დაკარგონ...

ყველაზე მეტი, რის გამოც აფხაზები ზაფხულის სეზონს შიშით ელოდებიან, არის კრიმინალური და ავტოსაგზაო შემთხვევების მომატება, რეგიონში უკონტროლოდ შემოსული ნარკოტიკი, "თეთრი სიკვდილი", ნარკო და ალკოდამოკიდებულთა რაოდენობის ზრდა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ადგილობრივები მოუგვარებელ პრობლემად მიიჩნევენ, ნასვამი და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების ზღვაში შესვლაა. რუსი დამსვენებლები ნებისმიერ დროსა და ამინდში, შტორმისა და უამინდობის დროს შედიან წყალში.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტო "Апсныпресс"-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა აფხაზეთის სტუმრებს სთხოვეს, დაიცვან წყალთან ქცევის წესები, რადგან ბოლო დღეებს განმავლობაში, მაშველებმა და ადგილობრივებმა მოსალოდნელი ტრაგედიის არაერთი შემთხვევა აღკვეთეს.

მისივე ცნობით, 19 ივლისს, რუსეთის მოქალაქეებმა, წარმოშობით ომსკელმა ცოლ-ქმარმა, გვარად ფიზიკოვებმა, აგუძერასა და გულრიფშის რაიონებში, სახიფათო ტერიტორიაზე შეცურეს. ამასთან, როგორც ირკვევა, ორივე მათგანი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და უკან გამოსვლა გაუჭირდათ...

"ამის მიუხედავად, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე მისულ დამხმარე ძალას. მაშველების თქმით კი, მათ ნაპირზე გამოცურვის შანსი ძალიან მცირე ჰქონდათ..." - წერს გამოცემა.

ადგილობრივები ყოველ ასეთ შემთხვევას მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან მათი თქმით, მაშველები კაპიკებზე მუშაობენ და მსგავს შემთხვევებში, თავის გაწირვა უწევთ.

"წლებია ამ თემაზე ვსაუბრობთ და ვერ შევაგნებინეთ. ამიტომ, არსებობს ერთი გამოსავალი - დაე, ჩაიძირონ. რამდენჯერ უნდა გაწირონ ჩვენმა ბიჭებმა ამ ლოთი იდიოტების გამო თავი?.. შარშან დედა-შვილი დაიხრჩო, ცოლ-ქმარი, მეგობრები, და-ძმა... სადმე ხომ უნდა გაჩერდნენ და მიხვდნენ, რომ მთვრალები და ნარკოტიკებით გაბრუებულები, თან შტორმის დროს ზღვაში არ შეცვივდნენ? თუ არადა, კი ბატონო, გზაც ჰქონიათ", - წერს ადგილობრივი რევა ჯიქია.

"ჩვენ გვეძახიან პაპუასებს და ხამებს. ამაზე მეტი უნახაობა რა გინდა, შტორმის დროს ზღვაში რომ შედიან. 4 წლის წინ, ჩემი მეგობრის საოჯახო სასტუმროს დამსვენებელი იხრჩობოდა. ძლივს გადავარჩინეთ, ბეწვზე მივუსწარით, მთელი ღამე ვუთენეთ, რადგან კომაში იყო. ცოლმა კი, დილით აგდებულად მოგვიგდო - მიტოვებული ადგილი რომ არ იყოს, სახიფათო ზონები გამოყოფილი უნდა გქონდეთო... არადა, მთვრალი იყო, ისიც და მისი ქმარიც, ეს გადარჩა", - წერს ლევონ ოგანესიანი.