საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი ჰილიერის ტბა ავსტრალიაში - რა აძლევს უცნაურ შეფერილობას და კიდევ სად გვხვდება ვარდისფერი ტბები?
ულამაზესი ჰილიერის ტბა ავსტრალიაში - რა აძლევს უცნაურ შეფერილობას და კიდევ სად გვხვდება ვარდისფერი ტბები?

ავ­სტრა­ლია მრა­ვა­ლი უნი­კა­ლუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ფე­ნო­მე­ნის სამ­შობ­ლოა, მათ შო­რის - ვარ­დის­ფე­რი ტბე­ბის. ეს ვარ­დის­ფე­რი ტბე­ბი "მარ­წყვის რძეს" მოგ­ვა­გო­ნებს და შე­საძ­ლოა, მის და­ლე­ვა­ზეც კი იფიქ­როს ზოგ­მა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­რი­ლი­ა­ნი წყლის ობი­ექ­ტე­ბის სი­ა­შია.

ჰი­ლი­ე­რის ტბა ავ­სტრა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ვარ­დის­ფე­რი ტბაა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს. ტბა და­ახ­ლო­ე­ბით 600 მეტ­რის სიგ­რძის და 250 მეტ­რის სი­გა­ნი­სა. მას კი­დე­ებ­ზე ქვი­შა და ევ­კა­ლიპ­ტის ხე­ე­ბის ხში­რი ტყე აკ­რავს. ჰი­ლი­ე­რის ტბა 1802 წელს, ბრი­ტა­ნელ­მა ნა­ვი­გა­ტორ­მა და კარ­ტოგ­რაფ­მა, მე­თიუ ფლინ­დერ­სმა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ტბა კვლე­ვის შემ­დეგ ისე­თი­ვე მა­რი­ლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რიც მკვდა­რი ზღვა.

  • რის გამო აქვს ჰი­ლი­ე­რის ტბას ვარ­დის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა?

ზუს­ტად არა­ვინ იცის, რა იწ­ვევს ჰი­ლი­ე­რის ტბის უც­ნა­ურ შე­ფე­რი­ლო­ბას, მაგ­რამ ექ­სტრე­მა­ლუ­რი მიკ­რო­ბი­ო­მის პრო­ექ­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო ეჭვი გა­მოთ­ქვა. 2015 წელს, მკვლე­ვარ­მა კენ მა­კგ­რატ­მა, ჰი­ლი­ე­რის ტბის ნა­ლე­ქი­სა და წყლის ნი­მუ­შე­ბი­დან გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შე­აგ­რო­ვა.

ბევ­რი ორ­გა­ნიზ­მი ვერ უმკლავ­დე­ბა მყა­რი მა­რი­ლის გა­რე­მოს, მაგ­რამ ექ­სტრე­მო­ფი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰი­ლი­ე­რის ტბა­შია, ამ გა­რე­მო­ში უპ­რობ­ლე­მოდ ხა­რო­ბენ. კვლე­ვის მი­ზა­ნი, ტბა­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ექ­სტრე­მო­ფი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იყო, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი იყ­ვნენ მის გა­სა­ო­ცარ ფერ­ზე. მა­სა­ლის ანა­ლიზ­მა მა­რი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ხე­ო­ბა აჩ­ვე­ნა, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს არ­ქეა და დუ­ნა­ლი­ე­ლას წყალმცე­ნა­რე­ე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა. თით­ქმის ყვე­ლა ეს ორ­გა­ნიზ­მი ვარ­დის­ფე­რი, წი­თე­ლი ან ორა­გუ­ლის­ფე­რია და ტბის უჩ­ვე­უ­ლო ფე­რიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­იჩ­ნე­ო­და, რომ ჰი­ლი­ე­რის ტბის ვარ­დის­ფერ შე­ფე­რი­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მიკ­რო წყალმცე­ნა­რე­ე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, ბოლო კვლე­ვის დას­კვნებ­მა სხვა სუ­რა­თი აჩ­ვე­ნა.

"ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დნმ, რო­მე­ლიც ჩვენ ტბი­დან ამო­ვი­ღეთ, ბაქ­ტე­რი­ას ეკუთ­ვნის, სა­ხე­ლად Salinibacter ruber, რო­მე­ლიც მა­რი­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ჰა­ლო­ფი­ლია და წი­თელ პიგმენ­ტებს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს", - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი კენ მა­კგ­რა­ტი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გარ­და ავ­სტრა­ლი­ი­სა, ვარ­დის­ფე­რი ტბე­ბი არის სე­ნე­გალ­ში, ბო­ლი­ვი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და ტან­ზა­ნი­ა­ში.

წყა­რო: australiangeographic.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ულამაზესი ჰილიერის ტბა ავსტრალიაში - რა აძლევს უცნაურ შეფერილობას და კიდევ სად გვხვდება ვარდისფერი ტბები?

ულამაზესი ჰილიერის ტბა ავსტრალიაში - რა აძლევს უცნაურ შეფერილობას და კიდევ სად გვხვდება ვარდისფერი ტბები?

ავსტრალია მრავალი უნიკალური გეოლოგიური ფენომენის სამშობლოა, მათ შორის - ვარდისფერი ტბების. ეს ვარდისფერი ტბები "მარწყვის რძეს" მოგვაგონებს და შესაძლოა, მის დალევაზეც კი იფიქროს ზოგმა, მაგრამ სინამდვილეში, მსოფლიოს ყველაზე მარილიანი წყლის ობიექტების სიაშია.

ჰილიერის ტბა ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარდისფერი ტბაა, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ტბა დაახლოებით 600 მეტრის სიგრძის და 250 მეტრის სიგანისა. მას კიდეებზე ქვიშა და ევკალიპტის ხეების ხშირი ტყე აკრავს. ჰილიერის ტბა 1802 წელს, ბრიტანელმა ნავიგატორმა და კარტოგრაფმა, მეთიუ ფლინდერსმა აღმოაჩინა. ტბა კვლევის შემდეგ ისეთივე მარილიანი აღმოჩნდა, როგორიც მკვდარი ზღვა.

  • რის გამო აქვს ჰილიერის ტბას ვარდისფერი შეფერილობა?

ზუსტად არავინ იცის, რა იწვევს ჰილიერის ტბის უცნაურ შეფერილობას, მაგრამ ექსტრემალური მიკრობიომის პროექტის მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე სავარაუდო ეჭვი გამოთქვა. 2015 წელს, მკვლევარმა კენ მაკგრატმა, ჰილიერის ტბის ნალექისა და წყლის ნიმუშებიდან გენეტიკური ინფორმაცია შეაგროვა.

ბევრი ორგანიზმი ვერ უმკლავდება მყარი მარილის გარემოს, მაგრამ ექსტრემოფილები, რომლებიც ჰილიერის ტბაშია, ამ გარემოში უპრობლემოდ ხარობენ. კვლევის მიზანი, ტბაში მცხოვრები სხვადასხვა ექსტრემოფილების იდენტიფიცირება იყო, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებლები იყვნენ მის გასაოცარ ფერზე. მასალის ანალიზმა მარილის მოყვარული ბაქტერიების დაახლოებით 10 სახეობა აჩვენა, ასევე აღმოაჩინეს არქეა და დუნალიელას წყალმცენარეების რამდენიმე სახეობა. თითქმის ყველა ეს ორგანიზმი ვარდისფერი, წითელი ან ორაგულისფერია და ტბის უჩვეულო ფერიც, სავარაუდოდ, მათი დამსახურებაა.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ჰილიერის ტბის ვარდისფერ შეფერილობაზე პასუხისმგებელი მიკრო წყალმცენარეები იყვნენ, თუმცა, ბოლო კვლევის დასკვნებმა სხვა სურათი აჩვენა.

"ყველაზე დიდი რაოდენობით დნმ, რომელიც ჩვენ ტბიდან ამოვიღეთ, ბაქტერიას ეკუთვნის, სახელად Salinibacter ruber, რომელიც მარილის მოყვარული ჰალოფილია და წითელ პიგმენტებს გამოიმუშავებს", - ამბობს მკვლევარი კენ მაკგრატი.

საინტერესოა, რომ გარდა ავსტრალიისა, ვარდისფერი ტბები არის სენეგალში, ბოლივიაში, ესპანეთსა და ტანზანიაში.

წყარო: australiangeographic.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა