სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ „საბას“ ფინალში და ავტორის შთაბეჭდილებები
მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ „საბას“ ფინალში და ავტორის შთაბეჭდილებები

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ახა­ლი ავ­ტო­რის მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლის „მარ­გა­ლი­ტე­ბიც“ მოხ­ვდა, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­ბი­უ­ტის ნო­მი­ნა­ცი­ა­შია წარ­დგე­ნი­ლი. წიგ­ნი უკვე ბესტსე­ლე­რებს შო­რი­საა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მკი­თხვე­ლი უკვე იც­ნობს.

„მარ­გა­ლი­ტე­ბი“ მოგ­ვი­თხრობს 15 წლის მარ­გო­სა და მისი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პა­ტა­რა სას­წა­უ­ლე­ბი­თა და უამ­რა­ვი ოც­ნე­ბით არის სავ­სე. მოვ­ლე­ნე­ბი 90-იანი წლე­ბის თბი­ლის­ში ვი­თარ­დე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნებს ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მძი­მე შრო­მა უწევთ, ამ დროს კი მარ­გო ანა­ნა­სებ­სა და ნა­თელ მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბობს.

წიგ­ნის ავ­ტო­რი, 26 წლის მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს თა­ვის ემო­ცი­ებს ფი­ნა­ლის­ტად და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ და „მარ­გა­ლი­ტე­ბის“ შე­სა­ხებ მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

„მარ­გა­ლი­ტე­ბი“, რო­გორც დე­ბი­უ­ტან­ტი, „სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვდა, რას ნიშ­ნავს ეს თქვენ­თვის?

ყვე­ლამ, ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა უყ­ვარს და აინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, იცის რა სა­ო­ცა­რი და­ფა­სე­ბაა „სა­ბას“ ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვედ­რა და მეც, ცხა­დია, სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რი და მად­ლი­ე­რი ვარ. ბავ­შვო­ბი­დან წე­რა­ზე ვოც­ნე­ბობ და ამ დღეს ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი-მეთ­ქი რომ ვთქვა, ალ­ბათ არ იქ­ნე­ბა მარ­თა­ლი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან შო­რე­ულ, ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალ­ში, აი, "ცხოვ­რობ­დნენ დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად" ნა­წილ­ში მე­გუ­ლე­ბო­და ხოლ­მე ეს მო­მენ­ტი - ზღაპ­რის თვა­ლუწ­ვდე­ნელ, არ­თქმულ, არ­ნა­ნახ ბო­ლო­ში. მი­ხა­რია, რომ სი­ბე­რემ­დე არ მო­მი­წია მოც­და და უკვე ფი­ნა­ლის­ტი ვარ.

რო­დის და­ი­წე­რა „მარ­გა­ლი­ტე­ბი“? რო­გორ იქ­მნე­ბო­და მისი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი მარ­გო და სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბი? არ­სე­ბობ­დნენ თუ არა ისი­ნი რე­ა­ლუ­რად თქვენ გარ­შე­მო?

„მარ­გა­ლი­ტე­ბის“ წერა 2020 წლის აპ­რი­ლის მი­წუ­რულს და­ვი­წყე და იმა­ვე წლის 19 აგ­ვის­ტოს და­ვას­რუ­ლე. ვგუ­ლის­ხმობ პირ­ველ მო­ნა­ხაზს. რე­დაქ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში გარ­კვე­უ­ლი სცე­ნე­ბი უფრო გან­ვავ­რცე, ზოგი შევ­ცვა­ლე, თა­ვი­დან დავ­წე­რე, თუმ­ცა ნა­წარ­მო­ე­ბის ბირ­თვი ოთხ თვე­ში შე­იქ­მნა. ჩემი მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ასე­თია - სა­ნამ გმირს არ ვხე­დავ, წე­რას ვერ ვი­წყებ. მარ­გოს და ანას გმი­რებს გო­ნე­ბა­ში ძა­ლი­ან ცხა­დად ვხე­დავ­დი, რად­გან ორი­ვე ჩემი ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი­და­ნაა შექ­მნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­გა­ლი­ტა ბე­ბოს, ის ჩემს დიდ ბე­ბი­და­ზე, ცი­ა­ლა ბე­ბო­ზე, სვა­ნე­თის უბ­ნის ნამ­დვილ მატ­რი­არ­ქზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა წე­რის პრო­ცეს­ში ბევ­რი რამ მას­შიც შევ­ცვა­ლე. და­ნარ­ჩე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბიც ძი­რი­თა­დად ჩემ ირ­გვლივ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის თვი­სე­ბე­ბი­დან, ხუშ­ტუ­რე­ბი­დან და ხა­სი­ა­თი­დან გა­მო­ი­ძერწნენ, ცხა­დია, ცვლი­ლე­ბე­ბით.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რამ­დე­ნად მძი­მე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო მა­შინ­დე­ლი მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბა? რო­გორ ეცა­დეთ, მთე­ლი სიმ­ძაფ­რით გად­მო­გე­ცათ იგი?

მე ზო­გა­დად იმ ტი­პის ბავ­შვი ვი­ყა­ვი, დი­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ უფრო მოს­წონს, ვიდ­რე თა­ნა­ტო­ლებ­თან, ამი­ტომ დე­და­ჩემ­თან და მის მე­გობ­რებ­თან ჭო­რა­ო­ბას ბევ­რი არა­ფე­რი მერ­ჩივ­ნა. ბუ­ნებ­რი­ვია, ხში­რად იხ­სე­ნებ­დნენ თა­ვი­ანთ ახალ­გაზ­რდო­ბას, სტუ­დენ­ტო­ბის წლებს, რომ­ლე­ბიც 90-ია­ნებს და­ემ­თხვა და მეც ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ მათ­თან ერ­თად ვიღ­ვი­ძებ­დი და ვი­ძი­ნებ­დი ლამ­ფის შუქ­ზე, მეც მათ­თან ერ­თად მცი­ო­და და მტკი­ო­და. ალ­ბათ იმა­ნაც იმოქ­მე­და, რომ კა­ხეთ­ში 2000-ინე­ბის და­სა­წყის­შიც იშ­ვი­ა­თად გვქონ­და ელექტრო­ე­ნერ­გია და და­წყე­ბით კლა­სებ­ში მე თვი­თო­ნაც ხში­რად მი­წევ­და ლამ­ფის შუქ­ზე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და და­ვა­ლე­ბე­ბის წერა. ეს პე­რი­ო­დი ჩემი ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ცხა­დად მახ­სოვს და მიყ­ვარს, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ერთი ასე­თი ლამ­ფა ჩემს პირ­ველ წიგნ­შიც ამენ­თო. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბას, იმ პე­რი­ოდ­ში და ახლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი რამ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა, თუნ­დაც უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვაქვს გო­გო­ებს სა­კუ­თა­რი ნიჭი და ამ­ბი­ცია გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯერ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბიც არ ვართ, რომ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი უკვე ვარ­დის­ფერ ან ცის­ფერ ბუშ­ტებს და ზინ­ზი­ლა­კებს ჰკი­დე­ბენ ჩვენს ოთა­ხებ­ში და ჩვე­ნი სქე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამა­ვე ფე­რებ­ში გვიმ­ზა­დე­ბენ საბ­ნებ­სა თუ პირ­ველ ტან­საც­მელს. მოგ­ვწონს თუ არა, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ამო­სუნ­თქვი­დან უკვე იყო­ფა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ამ ვარ­დის­ფერ და ცის­ფერ ხა­ზე­ბად, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღარც იშ­ლე­ბა და თით­ქმის უწყვე­ტად გრძელ­დე­ბა. ცის­ფერ ზოლ­ში დგო­მას სხვა წე­სე­ბი აქვს, ვარ­დის­ფერ ზოლ­ში დგო­მას - სხვა, და ამ წე­სებს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში გვახ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავს. 90-ია­ნებ­ში გო­გო­ე­ბის და ბი­ჭე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი კი­დევ უფრო მკვეთ­რად გა­მიჯ­ნუ­ლი და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი იყო, ვიდ­რე ახლა, და კი­დევ უფრო ხუ­თავ­დნენ ვარ­დის­ფე­რი ბაფ­თე­ბით გო­გო­ნებს, ვიდ­რე ახლა. მი­ხა­რია, რომ ნელ-ნელა ეს ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა, რომ შეგ­ვიძ­ლია თმა გა­ვი­შა­ლოთ და რაც გვე­კუთ­ვნის, ის მო­ვი­თხო­ვოთ.

გვი­ამ­ბეთ ცოტა რამ თქვენ შე­სა­ხებ, ვინ არის „მარ­გა­ლი­ტე­ბის“ ავ­ტო­რი, რას საქ­მი­ა­ნობს წე­რის გარ­და?

ახ­ლა­ხან შე­მის­რულ­და 26 წელი, უკვე მე­ო­თხედ სა­უ­კუ­ნეს გა­და­ვა­ბი­ჯე, თუმ­ცა ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ არ მე­ტყო­ბა და დღემ­დე მე­კი­თხე­ბი­ან, რო­მელ კლას­ში ვარ. ალ­ბათ ამ ბოლო დროს ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ, დი­ლა­ო­ბით არ და­ვი­ზა­რო და „პო­მა­და“ წა­ვი­თხაპ­ნო ასა­კის შე­სა­ფე­რებ­ლად. და­ბა­დე­ბით და­ვი­ბა­დე ვარ­დე­ბი­სა და ახ­ლად გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი კო­ღო­ე­ბის თვე­ში, მა­ი­სის მი­წუ­რულს. ბუ­ნებ­რი­ვია, ყო­ველ და­ბა­დე­ბის დღეს ვხვდე­ბო­დი მარ­წყვის ტორ­ტე­ბით, კო­ღოს ნაკ­ბე­ნე­ბით, მა­მა­ჩე­მის ძმა­კა­ცე­ბის სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი­სა და უშ­ვე­ლე­ბე­ლი ყან­წე­ბის ფონ­ზე, რო­გორც კა­ხე­ლებს შეგ­ვე­ფე­რე­ბა.

საქ­მი­ა­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტი ვარ, ხოლო ამ­ჟა­მად დრო­ე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის სა­მუ­შა­ოს ვას­რუ­ლებ. წერა და მწერ­ლო­ბა კი ყო­ველ­თვის იყო ჩემი ოც­ნე­ბა, ბავ­შვო­ბი­დან ვწერ და მო­მა­ვალ­შიც ამ საქ­მეს მო­ვი­აზ­რებ ჩემს კა­რი­ე­რად.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ „საბას“ ფინალში და ავტორის შთაბეჭდილებები

მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ „საბას“ ფინალში და ავტორის შთაბეჭდილებები

ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორის ახალი ავტორის მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტებიც“ მოხვდა, რომელიც საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაშია წარდგენილი. წიგნი უკვე ბესტსელერებს შორისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თანამედროვე ქართული ლიტერატურის მკითხველი უკვე იცნობს.

„მარგალიტები“ მოგვითხრობს 15 წლის მარგოსა და მისი გარშემომყოფების ცხოვრების შესახებ, რომელიც პატარა სასწაულებითა და უამრავი ოცნებით არის სავსე. მოვლენები 90-იანი წლების თბილისში ვითარდება, როცა ადამიანებს ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მძიმე შრომა უწევთ, ამ დროს კი მარგო ანანასებსა და ნათელ მომავალზე ოცნებობს.

წიგნის ავტორი, 26 წლის მარიამ გურგენიშვილი გვიზიარებს თავის ემოციებს ფინალისტად დასახელების შემდეგ და „მარგალიტების“ შესახებ მკითხველისთვის საინტერესო კითხვებს პასუხობს.

„მარგალიტები“, როგორც დებიუტანტი, „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვდა, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ყველამ, ვისაც ლიტერატურა უყვარს და აინტერესებს საქართველოში, იცის რა საოცარი დაფასებაა „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვედრა და მეც, ცხადია, საოცრად ბედნიერი და მადლიერი ვარ. ბავშვობიდან წერაზე ვოცნებობ და ამ დღეს ვერასდროს წარმოვიდგენდი-მეთქი რომ ვთქვა, ალბათ არ იქნება მართალი, მაგრამ რატომღაც ძალიან შორეულ, ბედნიერ მომავალში, აი, "ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად" ნაწილში მეგულებოდა ხოლმე ეს მომენტი - ზღაპრის თვალუწვდენელ, ართქმულ, არნანახ ბოლოში. მიხარია, რომ სიბერემდე არ მომიწია მოცდა და უკვე ფინალისტი ვარ.

როდის დაიწერა „მარგალიტები“? როგორ იქმნებოდა მისი მთავარი პერსონაჟი მარგო და სხვა პერსონაჟები? არსებობდნენ თუ არა ისინი რეალურად თქვენ გარშემო?

„მარგალიტების“ წერა 2020 წლის აპრილის მიწურულს დავიწყე და იმავე წლის 19 აგვისტოს დავასრულე. ვგულისხმობ პირველ მონახაზს. რედაქტირების პროცესში გარკვეული სცენები უფრო განვავრცე, ზოგი შევცვალე, თავიდან დავწერე, თუმცა ნაწარმოების ბირთვი ოთხ თვეში შეიქმნა. ჩემი მუშაობის პროცესი ასეთია - სანამ გმირს არ ვხედავ, წერას ვერ ვიწყებ. მარგოს და ანას გმირებს გონებაში ძალიან ცხადად ვხედავდი, რადგან ორივე ჩემი ხასიათის შტრიხებიდანაა შექმნილი. რაც შეეხება მარგალიტა ბებოს, ის ჩემს დიდ ბებიდაზე, ციალა ბებოზე, სვანეთის უბნის ნამდვილ მატრიარქზეა დაფუძნებული, თუმცა წერის პროცესში ბევრი რამ მასშიც შევცვალე. დანარჩენი პერსონაჟებიც ძირითადად ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების თვისებებიდან, ხუშტურებიდან და ხასიათიდან გამოიძერწნენ, ცხადია, ცვლილებებით.

დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად მძიმე და განსხვავებული იყო მაშინდელი მოზარდების ცხოვრება? როგორ ეცადეთ, მთელი სიმძაფრით გადმოგეცათ იგი?

მე ზოგადად იმ ტიპის ბავშვი ვიყავი, დიდებთან ურთიერთობა რომ უფრო მოსწონს, ვიდრე თანატოლებთან, ამიტომ დედაჩემთან და მის მეგობრებთან ჭორაობას ბევრი არაფერი მერჩივნა. ბუნებრივია, ხშირად იხსენებდნენ თავიანთ ახალგაზრდობას, სტუდენტობის წლებს, რომლებიც 90-იანებს დაემთხვა და მეც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათთან ერთად ვიღვიძებდი და ვიძინებდი ლამფის შუქზე, მეც მათთან ერთად მციოდა და მტკიოდა. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ კახეთში 2000-ინების დასაწყისშიც იშვიათად გვქონდა ელექტროენერგია და დაწყებით კლასებში მე თვითონაც ხშირად მიწევდა ლამფის შუქზე მეცადინეობა და დავალებების წერა. ეს პერიოდი ჩემი ბავშვობიდან ძალიან ცხადად მახსოვს და მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე ერთი ასეთი ლამფა ჩემს პირველ წიგნშიც ამენთო. რაც შეეხება მოზარდების ცხოვრებას, იმ პერიოდში და ახლა, საბედნიეროდ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუნდაც უფრო მეტი შესაძლებლობა და თავისუფლება გვაქვს გოგოებს საკუთარი ნიჭი და ამბიცია გამოვავლინოთ. მოგეხსენებათ, ჯერ დაბადებულებიც არ ვართ, რომ ჩვენი მშობლები უკვე ვარდისფერ ან ცისფერ ბუშტებს და ზინზილაკებს ჰკიდებენ ჩვენს ოთახებში და ჩვენი სქესიდან გამომდინარე, ამავე ფერებში გვიმზადებენ საბნებსა თუ პირველ ტანსაცმელს. მოგვწონს თუ არა, ჩვენი პირველი ამოსუნთქვიდან უკვე იყოფა ჩვენი ცხოვრება ამ ვარდისფერ და ცისფერ ხაზებად, ფაქტობრივად, ვეღარც იშლება და თითქმის უწყვეტად გრძელდება. ცისფერ ზოლში დგომას სხვა წესები აქვს, ვარდისფერ ზოლში დგომას - სხვა, და ამ წესებს ჩვენი ცხოვრების პირველივე წლებში გვახვევს საზოგადოება თავს. 90-იანებში გოგოების და ბიჭების ცხოვრებისეული გამოცდილებები კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნული და პოლარიზებული იყო, ვიდრე ახლა, და კიდევ უფრო ხუთავდნენ ვარდისფერი ბაფთებით გოგონებს, ვიდრე ახლა. მიხარია, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი იცვლება, რომ შეგვიძლია თმა გავიშალოთ და რაც გვეკუთვნის, ის მოვითხოვოთ.

გვიამბეთ ცოტა რამ თქვენ შესახებ, ვინ არის „მარგალიტების“ ავტორი, რას საქმიანობს წერის გარდა?

ახლახან შემისრულდა 26 წელი, უკვე მეოთხედ საუკუნეს გადავაბიჯე, თუმცა ბევრი მეუბნება, რომ არ მეტყობა და დღემდე მეკითხებიან, რომელ კლასში ვარ. ალბათ ამ ბოლო დროს ამიტომაც ვცდილობ, დილაობით არ დავიზარო და „პომადა“ წავითხაპნო ასაკის შესაფერებლად. დაბადებით დავიბადე ვარდებისა და ახლად გამოღვიძებული კოღოების თვეში, მაისის მიწურულს. ბუნებრივია, ყოველ დაბადების დღეს ვხვდებოდი მარწყვის ტორტებით, კოღოს ნაკბენებით, მამაჩემის ძმაკაცების სადღეგრძელოებისა და უშველებელი ყანწების ფონზე, როგორც კახელებს შეგვეფერება.

საქმიანობას რაც შეეხება, განათლებით იურისტი ვარ, ხოლო ამჟამად დროებით ადმინისტრაციული ხასიათის სამუშაოს ვასრულებ. წერა და მწერლობა კი ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, ბავშვობიდან ვწერ და მომავალშიც ამ საქმეს მოვიაზრებ ჩემს კარიერად.

R