პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა
McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა

McHappy Day-ის ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნია „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლომ“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე მზრუნ­ველ ორ­გა­ნი­ზა­ცია „პირ­ველ ნა­ბიჯს“ სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და ბავ­შვე­ბის­თვის არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­დას­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით, რო­მე­ლიც „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ პრო­მო­აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნი­თა და უშუ­ა­ლოდ კომ­პა­ნი­ის მიერ გა­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბით შეგ­როვ­და, დი­ღომ­ში, რუს­თავ­სა და ისან­ში მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამი ფი­ლი­ა­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით აღი­ჭურ­ვე­ბა და მო­ე­წყო­ბა. ამას­თან, რუს­თა­ვის ფი­ლი­ა­ლის აღ­ჭურ­ვის შე­დე­გად, ბავ­შვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას რუს­თავ­ში უფა­სოდ შეძ­ლე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა დიღ­მი­სა და ის­ნის ფი­ლი­ა­ლებს, ამ ფი­ლი­ა­ლებ­ში გა­ნახ­ლდე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხარ­ჯი მა­სა­ლე­ბი და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის ნა­წი­ლი.

„McHappy Day-ის წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, გა­სუ­ლი წლე­ბის მსგავ­სად, სხვა­დას­ხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცია და მათი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა იყო. სი­ა­მა­ყით აღ­ვნიშ­ნავ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩვენ არა­ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­ვუ­წი­ეთ დახ­მა­რე­ბა ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით და მინ­და თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო McHappy Day-ის ყო­ველ­წლი­ურ საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი თა­ნად­გო­მით შევ­ძლებთ გა­ვუ­ფე­რა­დოთ ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებს, ვინც დღეს ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ჭი­რო­ებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­დე­ბა „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნას, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მათ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას და გა­უ­ფე­რა­დებს ცხოვ­რე­ბას“, — აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე შენ­გე­ლი­ამ, „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

McHappy Day-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც 13 მა­ი­სი­დან 30 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ „მაკ­დო­ნალდსის“ რეს­ტორ­ნებ­ში შე­ე­ძი­ნათ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნი­ლი პრო­მო­აქ­სე­სუ­ა­რე­ბი - „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სა­ფე­რა­დებ­ლის სა­ხით აი­კინ­ძა, ასე­ვე ფე­რა­დი ფან­ქრე­ბი, ბავ­შვე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის მი­ხედ­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პოს­ტე­რე­ბი და სტი­კე­რე­ბი. სწო­რედ ამ ნივ­თე­ბის შე­ძე­ნით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ერ­თვე­ბო­და კამ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი წელს იყო „გა­უ­ფე­რა­დე ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებს“.

წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი იყო კომ­პა­ნია Mastercard, რომ­ლის კონ­ტრი­ბუ­ცი­ის შე­დე­გად აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­ყიდ­ვით შე­მო­სუ­ლი თან­ხა „მას­ტერ­ქარ­დით“ გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, ორ­მაგ­დე­ბო­და.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ამ ეტაპ­ზე ყო­ველ­თვი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე 900-ზე მეტ ბავ­შვს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჯა­მუ­რად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 10-მდე პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და თე­რა­პი­ის ცენ­ტრი ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებს და მათ მშობ­ლებს, ხოლო დღის ცენ­ტრი­სა და ბი­ნა­ზე მოვ­ლის პროგ­რა­მე­ბი 53 მძი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვის მქო­ნე, 6-დან 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის­თვის“ საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შეგ­რო­ვი­ლი თან­ხის ჩე­კის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა „მაკ­დო­ნალდსის“ ახალ, ეკო­მე­გობ­რულ რეს­ტო­რან­ში გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც სულ ცოტა ხნის წინ გა­იხ­სნა და სტუმ­რებს კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე, ორ­ხე­ვის და­სახ­ლე­ბა­ში მას­პინ­ძლობს. რეს­ტო­რა­ნი მო­ი­ცავს რო­გორც და­ხუ­რულ, ასე­ვე ტე­რა­სუ­ლი ტი­პის ღია სივ­რცე­ებს. „მაკ­დო­ნალდსის“ სხვა რეს­ტორ­ნე­ბის მსგავ­სად, ახა­ლი რეს­ტორ­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც სრუ­ლად მორ­გე­ბუ­ლია შშმ პი­რებ­ზე. რეს­ტორ­ნის სა­ხუ­რა­ვი მზის მიკ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პა­ნე­ლე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, ხოლო პარ­კინგზე მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი დამ­ტე­ნე­ბით ისარ­გებ­ლოს. რეს­ტორ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მხო­ლოდ 30% მო­ი­ცავს სა­რეს­ტორ­ნე სივ­რცეს, უდი­დე­სი ნა­წი­ლი — 70% კი სრუ­ლად ეთ­მო­ბა რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქა­ლა­ქის იერ-სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და მწვა­ნე ზო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში „მაკდონალდს საქართველომ“, ერთგულ მომხმარებელთა ჩართულობით, ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ 30 000 ლარი გადასცა

McHappy Day-ის ტრადიციული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში კომპანია „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე მზრუნველ ორგანიზაცია „პირველ ნაბიჯს“ სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად და ბავშვებისთვის არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, 30 000 ლარის ოდენობის თანხა გადასცა.

აღნიშნული თანხით, რომელიც „მაკდონალდს საქართველოს“ ერთგული მომხმარებლების მიერ პრომოაქსესუარების შეძენითა და უშუალოდ კომპანიის მიერ გაღებული ფინანსური სახსრებით შეგროვდა, დიღომში, რუსთავსა და ისანში მდებარე ორგანიზაციის სამი ფილიალი ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და მოეწყობა. ამასთან, რუსთავის ფილიალის აღჭურვის შედეგად, ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება დიღმისა და ისნის ფილიალებს, ამ ფილიალებში განახლდება სხვადასხვა სახარჯი მასალები და საჭირო ინვენტარის ნაწილი.

„McHappy Day-ის წლევანდელი კამპანიის მთავარი მიზანი, გასული წლების მსგავსად, სხვადასხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მათი განათლების ხელშეწყობა იყო. სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში კამპანიის ფარგლებში ჩვენ არაერთ ორგანიზაციას გავუწიეთ დახმარება ჩვენი მომხმარებლის უშუალო ჩართულობით და მინდა თითოეულ მომხმარებელს მადლობა გადავუხადო McHappy Day-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით შევძლებთ გავუფერადოთ ცხოვრება ბავშვებს, ვინც დღეს ამას განსაკუთრებულად საჭიროებს. აღნიშნული თანხა მოხმარდება „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებისა და პირობების გაუმჯობესებას, ასევე საჭირო ინვენტარის შეძენას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობას და გაუფერადებს ცხოვრებას“, — აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ, „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რომელიც 13 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა, მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ „მაკდონალდსის“ რესტორნებში შეეძინათ სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი პრომოაქსესუარები - „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების ნახატები, რომლებიც გასაფერადებლის სახით აიკინძა, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სწორედ ამ ნივთების შეძენით მომხმარებელი ავტომატურად ერთვებოდა კამპანიაში, რომლის მთავარი გზავნილი წელს იყო „გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს“.

წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორი იყო კომპანია Mastercard, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა „მასტერქარდით“ გადახდის შემთხვევაში, ორმაგდებოდა.

პირველი ნაბიჯი ამ ეტაპზე ყოველთვიურად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. ჯამურად, ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამები 53 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევის მქონე, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

„პირველი ნაბიჯისთვის“ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შეგროვილი თანხის ჩეკის გადაცემის ღონისძიება „მაკდონალდსის“ ახალ, ეკომეგობრულ რესტორანში გაიმართა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და სტუმრებს კახეთის გზატკეცილზე, ორხევის დასახლებაში მასპინძლობს. რესტორანი მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასული ტიპის ღია სივრცეებს. „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნების მსგავსად, ახალი რესტორნის ინფრასტრუქტურაც სრულად მორგებულია შშმ პირებზე. რესტორნის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებით არის აღჭურვილი, ხოლო პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. რესტორნის ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი — 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.

R