პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მენატრებოდნენ, მათთან ჩახუტება მინდოდა" - მამაცი გულები უკრაინიდან - უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი Vogue-ს ობიექტივში (ფოტოები)
"მენატრებოდნენ, მათთან ჩახუტება მინდოდა" - მამაცი გულები უკრაინიდან - უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი Vogue-ს ობიექტივში (ფოტოები)

24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა რუსი ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტია. ომმა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი დევ­ნი­ლად აქ­ცია, და­ი­ღუ­პა და და­იჭ­რა ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. დამ­პყრობ­ლებ­მა არც ბავ­შვე­ბი და­ინ­დეს. ომი გრძელ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნა კი კვლავ ია­რაღს ითხოვს. უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იყე­ნე­ბენ ყვე­ლა ტრი­ბუ­ნას, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ აჩ­ვე­ნონ მსოფ­ლი­ოს, რამ­დე­ნად ვე­ლუ­რი წე­სე­ბით მოქ­მე­დე­ბენ მათ ქვე­ყა­ნა­ში ოკუ­პან­ტე­ბი. იყე­ნე­ბენ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ და­სავ­ლეთს სთხო­ვონ ია­რა­ღი, რათა დამ­პყრობ­ლებ­თან გამ­კლა­ვე­ბა შეძ­ლონ.

ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის არის პირ­ვე­ლი ლედი, ოლე­ნა ზე­ლენ­სკაც, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და კონ­გრესს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

"ვი­თხოვ იმას, რისი მო­თხოვ­ნაც არას­დროს მენ­დო­მე­ბო­და, ვი­თხოვ ია­რაღს. ია­რაღს, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვის მი­წა­ზე ომის­თვის, არა­მედ სა­კუ­თა­რი სახ­ლის და­სა­ცა­ვად და ამ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად"; - თქვა უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ, ქალ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ არას­დროს სურ­და პირ­ვე­ლი ლე­დო­ბა, რომ ყო­ველ­თვის მოს­წონ­და კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა.

ზე­ლენ­სკამ ამის შე­სა­ხებ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა Vogue-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნომ­რის­თვის და თქვა, რომ პირ­ვე­ლი ლე­დო­ბა არ ყო­ფი­ლა ის როლი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მოს­წონს.

"მე კუ­ლი­სებ­ში ყოფ­ნა მომ­წონს, ეს უფრო შე­მე­ფე­რე­ბა. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ომის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ უბ­რა­ლოდ შოკ­ში ვი­ყა­ვით. ბუ­ჩას შემ­დეგ მივ­ხვდით, რომ ეს იყო ომი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გა­ნად­გუ­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად“, - ამ­ბობს ოლე­ნა.

Vogue-სთან, ოლე­ნას გარ­და, პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­მაც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლი­ან ამა­ყობს თა­ვი­სი ცო­ლით, რო­მელ­შიც ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ისე­თი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი იცო­და.

"ომი რომ და­ი­წყო, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კაცი, ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი ჩემს ოჯახ­ზე, მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამა­ში არა­ფე­რია რო­მან­ტი­კუ­ლი. სა­ში­ნე­ლე­ბაა რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ ისი­ნი, მათ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა მინ­დო­და, მინ­დო­და შემ­ძლე­ბო­და მათი შე­ხე­ბა“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი და დას­ძენს, რომ ძა­ლი­ან ამა­ყობს თა­ვი­სი ცო­ლით, იმის გამო თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბა სირ­თუ­ლე­ებს.

"ის ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა და ალ­ბათ იმა­ზე უფრო მე­ტად ძლი­ე­რია, ვიდ­რე თვი­თონ ფიქ­რობ­და. ამ ომმა მისი ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც არც ვი­ცო­დით, რომ ჰქონ­და“, - ამ­ბობს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი.

უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლე­დის თქმით, ყვე­ლა­ზე კოშ­მა­რულ ფიქ­რებ­შიც კი ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ეს ომი და­ი­წყე­ბო­და. მას სჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს:

"ჩვენ ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ­დით და ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დით, რომ ეს მოხ­დე­ბო­და. ომი რომ და­ი­წყო, თავს იზო­ლი­რე­ბუ­ლად ვგრძნობ­დი, არ შე­მეძ­ლო თა­ვი­სუფ­ლად მის­ვლა იქ, სა­დაც მინ­დო­და, დღეს­დღე­ო­ბით უკ­რა­ი­ნა­ში სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლა ოც­ნე­ბაა, რომ­ლის ას­რუ­ლე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით გა­მარ­ჯვე­ბას. ეჭვი არ გვე­პა­რე­ბა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებთ. ეს არის ის, რაც გამ­ძლე­ო­ბას გვმა­ტებს“, - ამ­ბობს ოლე­ნა ზე­ლენ­სკა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაკო
6

რას ერჩით? ვერ გავიგე. იბრძვიან როგორც შეუძლიათ . დიდება უკრაინას! ძირს რუსეთი და მისი მეხოტბები!

2

გამყიდველები!თანაც კამერებთან პოზიორობენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"მენატრებოდნენ, მათთან ჩახუტება მინდოდა" - მამაცი გულები უკრაინიდან - უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი Vogue-ს ობიექტივში (ფოტოები)

"მენატრებოდნენ, მათთან ჩახუტება მინდოდა" - მამაცი გულები უკრაინიდან - უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი Vogue-ს ობიექტივში (ფოტოები)

24 თებერვლის შემდეგ უკრაინა რუსი ოკუპანტების თავდასხმის ობიექტია. ომმა მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, დაიღუპა და დაიჭრა ათასობით მოქალაქე. დამპყრობლებმა არც ბავშვები დაინდეს. ომი გრძელდება, უკრაინა კი კვლავ იარაღს ითხოვს. უკრაინელი პოლიტიკოსები იყენებენ ყველა ტრიბუნას, ყველა შესაძლებლობას, რომ აჩვენონ მსოფლიოს, რამდენად ველური წესებით მოქმედებენ მათ ქვეყანაში ოკუპანტები. იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომ დასავლეთს სთხოვონ იარაღი, რათა დამპყრობლებთან გამკლავება შეძლონ.

ამ ადამიანებს შორის არის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და კონგრესს ამაღელვებელი სიტყვებით მიმართა.

"ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს. იარაღს, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლის დასაცავად და ამ სახლში ცხოვრების უფლების შესანარჩუნებლად"; - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ, ქალმა, რომელიც ყველა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასდროს სურდა პირველი ლედობა, რომ ყოველთვის მოსწონდა კულისებში ყოფნა.

ზელენსკამ ამის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა Vogue-ის სპეციალური ნომრისთვის და თქვა, რომ პირველი ლედობა არ ყოფილა ის როლი, რომლის შესრულებაც მოსწონს.

"მე კულისებში ყოფნა მომწონს, ეს უფრო შემეფერება. ყურადღების ცენტრში აღმოჩენა ჩემთვის საკმაოდ რთული იყო. ომის დაწყებიდან პირველი კვირების განმავლობაში ჩვენ უბრალოდ შოკში ვიყავით. ბუჩას შემდეგ მივხვდით, რომ ეს იყო ომი, რომელიც ყველას განადგურებას ისახავდა მიზნად“, - ამბობს ოლენა.

Vogue-სთან, ოლენას გარდა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს თავისი ცოლით, რომელშიც ომის დაწყების შემდეგ ისეთი თვისებები აღმოაჩინა, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა.

"ომი რომ დაიწყო, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი კაცი, ძალიან ვღელავდი ჩემს ოჯახზე, მათ უსაფრთხოებაზე. ამაში არაფერია რომანტიკული. საშინელებაა რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. რა თქმა უნდა, ძალიან მენატრებოდნენ ისინი, მათთან ჩახუტება მინდოდა, მინდოდა შემძლებოდა მათი შეხება“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს, რომ ძალიან ამაყობს თავისი ცოლით, იმის გამო თუ როგორ უმკლავდება სირთულეებს.

"ის ძლიერი პიროვნებაა და ალბათ იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე თვითონ ფიქრობდა. ამ ომმა მისი ის მახასიათებლები გამოავლინა, რომლებიც არც ვიცოდით, რომ ჰქონდა“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პირველი ლედის თქმით, ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს ომი დაიწყებოდა. მას სჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს:

"ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით და ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს მოხდებოდა. ომი რომ დაიწყო, თავს იზოლირებულად ვგრძნობდი, არ შემეძლო თავისუფლად მისვლა იქ, სადაც მინდოდა, დღესდღეობით უკრაინაში საყიდლებზე წასვლა ოცნებაა, რომლის ასრულებაც შეუძლებელია.

ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. ეს არის ის, რაც გამძლეობას გვმატებს“, - ამბობს ოლენა ზელენსკა.