ავტორი:

მეგან მარკლის და პრინც ჰარის მეგობრის ცხრა წლის ვაჟი მოულოდნელად გარდაიცვალა - რას წერს ბრიტანული მედია

მეგან მარკლის და პრინც ჰარის მეგობრის ცხრა წლის ვაჟი მოულოდნელად გარდაიცვალა - რას წერს ბრიტანული მედია

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის მოდელი მეგობრის ცხრა წლის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭუნას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ განცხადება თავად ოჯახის წევრებმა გააკეთეს.

ჯორჯის დედამ, 42 წლის კელი მაკი ზაიფენმა "ინსტაგრამზე" გულისამაჩუყებელი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაჟი საკუთარ სახლში "უგონო" მდგომარეობაში იპოვა.

"ჩემი სამყარო მილიონ ნაწილად დაიმსხვრა", - წერს ყოფილი მოდელი და ბიზნესმენი დედა. "ძლივსღა ვსუნთქავ, დავდივარ, ვფუნქციონირებ, ვზივარ, ვდგავარ... ჩემი ცხოვრების სინათლე იყავი. შენი ღიმილი ოთახს ანათებდა, შენი გული კი უტკბესი და უნაკლო იყო. არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, როგორ შევძლო ხალისიანად ყოფნა ამის შემდეგ. მაგრამ შენი ლამაზი დისთვის ვეცდები ასე მოვიქცე".

ჯორჯს ტყუპისცალი დაც ჰყავს, რომელსაც გულის დაავადება აქვს და კარდიოსიმულატორს ატარებს. ოჯახის მეგობრის ცნობით, ჯორჯს გულის პრობლემები არ ჰქონია და არავინ იცის, რა მოხდა. "ცხრა წლის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვეს და მიზეზი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. ჯორჯის მშობლები ჯერ კიდევ ელიან ექსპერტიზის დასკვნას", - ამბობს წყარო Daily Mail-თან საუბარში.

გარდაცვლილი ბიჭუნას დედის მეგობრებმა, მეგანმა და ჰარიმ, მათი შვილების სახელზე 5 000 დოლარი შესწირეს ჯორჯის პატივსაცემად შექმნილ ფონდს. ფონდში შეგროვებული თანხა ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს გადაეცემა.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა