პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა უკრაინაში - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლესი სადაზვერვო ანგარიში
რა ვითარებაა უკრაინაში - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლესი სადაზვერვო ანგარიში

დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ უახ­ლეს სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სულ­მა კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნერ­მა“, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტაქ­ტი­კუ­რი წინსვლა მო­ა­ხერ­ხა დონ­ბას­ში ვუ­ჰლე­ჰირსკის ელექტრო­სად­გუ­რი­სა და სო­ფელ ნო­ვო­ლუ­ჰანსკეს მიმ­დე­ბა­რედ.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დაზ­ვერ­ვის თქმით, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­ვი­და.

"რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, სერ­გეი ლავ­როვს ამ­ჟა­მად ვი­ზი­ტე­ბი აქვს ეგ­ვიპ­ტე­ში, ეთი­ო­პი­ა­ში, უგან­და­სა და კონ­გოს რეს­პუბ­ლი­კა­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა ეს ვი­ზი­ტე­ბი და­სავ­ლე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სურ­სა­თო კრი­ზის­ში და­სა­და­ნა­შა­უ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს“, - ნათ­ქვა­მია ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­ში.

დაზ­ვერ­ვა ვა­რა­უ­დობს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი აფ­რი­კუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას ეც­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა მხრივ ნე­იტ­რა­ლუ­რად რჩე­ბოდ­ნენ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამას­თან, დიდი ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­დაზ­ვერ­ვო ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2014 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რუ­სეთ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლის­ხმე­ვა გა­ი­ღო აფ­რი­კის მას­შტა­ბით გავ­ლე­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

"რუ­სე­თი, ალ­ბათ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა აფ­რი­კას­თან მუ­შა­ობს, რად­გან თვლის, რომ ეს გა­აძ­ლი­ე­რებს "დიდი ძა­ლის“ იდენ­ტო­ბას, რომ­ლის­კე­ნაც რუ­სე­თი ის­წრაფ­ვის. მისი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მიზ­ნე­ბი, ალ­ბათ, არის პრო­დუქტზე დათ­მო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და აფ­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე მათ ხმა მის­ცენ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგო
4

კორუპციას მიხედე ზელე თორემ დასავლეთს გული გაუტყდა, გაქრა დახმარების ენთუზიაზმი მთელ მსოფლიოში.

რუსო
24

ხო-ამასწინათ-უკრაინელები-წერდენ-ვაგნერი-გავანადგურეთო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

რა ვითარებაა უკრაინაში - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლესი სადაზვერვო ანგარიში

რა ვითარებაა უკრაინაში - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლესი სადაზვერვო ანგარიში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა“, სავარაუდოდ, ტაქტიკური წინსვლა მოახერხა დონბასში ვუჰლეჰირსკის ელექტროსადგურისა და სოფელ ნოვოლუჰანსკეს მიმდებარედ.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თქმით, უკრაინული ძალების ნაწილი, სავარაუდოდ, აღნიშნული ტერიტორიიდან გავიდა.

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ამჟამად ვიზიტები აქვს ეგვიპტეში, ეთიოპიაში, უგანდასა და კონგოს რესპუბლიკაში. დიდი ალბათობით, რუსეთი შეეცდება ეს ვიზიტები დასავლეთის საერთაშორისო სასურსათო კრიზისში დასადანაშაულებლად გამოიყენოს“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ ოფიციალური მოსკოვი აფრიკული სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას ეცდება, რომლებიც სხვა მხრივ ნეიტრალურად რჩებოდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო აფრიკის მასშტაბით გავლენის უზრუნველსაყოფად.

"რუსეთი, ალბათ, უპირველეს ყოვლისა აფრიკასთან მუშაობს, რადგან თვლის, რომ ეს გააძლიერებს "დიდი ძალის“ იდენტობას, რომლისკენაც რუსეთი ისწრაფვის. მისი მეორეხარისხოვანი მიზნები, ალბათ, არის პროდუქტზე დათმობების უზრუნველყოფა და აფრიკის სახელმწიფოების დარწმუნება, რომ საერთაშორისო ფორუმებზე მათ ხმა მისცენ რუსეთის ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.