ავტორი:

ფილიპინებზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი

ფილიპინებზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი

ფილიპინების კუნძულ ლუზონზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიური უბედურება ადგილობრივი დროით 08:43-ზე დაფიქსირდა.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში შენობების დაზიანება და მეწყერი გამოიწვია.

მიწისძვრის ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მანილაშიც.

ABCnews-ის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.