2018 წლის ივლისში, ცნობილი რუსი მილიარდერი იგორ ნეკლიუდოვი, 72 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მიზეზი გულის შეტევა გახლდათ.
ბიზნესმენის გარდაცვალებამდე მოვლენები ასე განვითარდა - ნეკლიუდოვმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ბიზნესკომპლექსის, "ზაიმკას" ირგვლივ, მანქანით მარტოს გაესეირნა. საერთოდ ასე იშვიათად იქცეოდა, ბიზნესმენს ყოველთვის მძღოლი ემსახურებოდა.
იმ დღეს ნეკლიუდოვი ტურისტულ კომპლექსში ნელი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც პატარა ბავშვი მის მანქანასთან დაეცა. ბავშვი გადარჩა, თუმცა ფეხებზე მოტეხილობები ჰქონდა. მომხდარის გამო ნეკლიუდოვმა ძალიან ინერვიულა. ბავშვის მშობლებს მილიარდერთან პრეტენზია არ ჰქონიათ.
ნეკლიუდოვის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება 150-მილიარდ რუბლამდე შეფასდა. ფულის წარმომავლობის შესახებ რუსულ მედიაში ბევრი ჭორი ვრცელდება. ოფიციალური ვერსიით, ბიზნესმენს სიმდიდრე კინოთეატრების ქსელმა, მსოფლიო დონის ფიტნეს კლუბებმა, საუნებმა და Zaimka Plyusnina-ს ტურისტულმა კომპლექსმა მოუტანა.
ნეკლიუდოვის გარდაცვალების შემდეგ იმპერიას მისი შვილები მართავდნენ. ქალიშვილი ლარისა მამურინა, ვაჟი დენის ნეკლიუდოვი და ნათესავები ქსენია, მიხაილი და ტატიანა. თუმცა კონკრეტულად რა ნათესაური კავშირი აქვთ ბიზნესმენთან, უცნობია.
ლარისა მამურინა შვილთან, გრიშასთან ერთად მოსკოვში დასახლდა და არასაჯარო ცხოვრებას ეწევა. ოლიგარქის კიდევ ერთი შთამომავლობის - დენის ნეკლიუდოვის შესახებ - ამ დროისთვის არაფერია ცნობილი.
2010 წელს ნეკლიუდოვის 18 წლის შვილიშვილი ანა-მარია მამურინა (მიმი შელიას მული) ხაბაროვსკის ცენტრში იყო. გამვლელების თვალწინ უცნობმა პირებმა ძალის გამოყენებით გოგონა ავტომობილში ჩასვეს. მოგვიანებით, მანქანა ერთ-ერთ ქუჩაზე დამწვარი იპოვეს.
გამტაცებლებმა იგორ ნეკლიუდოვს 500 მილიონი რუბლი მოსთხოვეს, შემდეგ კი თანხა 100 მილიონამდე შეამცირეს. საბოლოოდ, გამტაცებლებმა 50 მილიონი რუბლი მიიღეს და ანა მარია დააბრუნეს. გოგონამ ხაბაროვსკი დატოვა, მას შემდეგ არაფერია ცნობილი მისი ცხოვრების შესახებ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნეკლიუდოვის იმპერიის ერთ-ერთი მემკვიდრე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.
იგორ ნეკლიუდოვის ოჯახი 2014-2015 წლებში სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როდესაც მისმა შვილიშვილმა გრიშა მამურინმა გადაწყვიტა, რომ პოპულარული ყოფილიყო. 16 წლის ბიჭმა ვიდეოების სერია გადაიღო, სადაც მოსკოვში გამვლელებს შარდის დალევას, ნაგვის ჭამას და სხვა საშინლებებს ფულის სანაცვლოდ სთხოვდა. ასევე სთხოვდა, რომ ფეხსაცმელების ძირებზე ეკოცნათ და ქუჩაში გაშიშვლებულიყვნენ.
მაშინ ოლიგარქმა ქალიშვილს უსაყვედურა, შვილიშვილს კი დაემუქრა ხაბაროვსკში დაბრუნებით. მოგვიანებით გაავრცელეს ვიდეო, სადაც იგივე ხალხი გამოიყვანეს, რომლებიც ამბობნენ, რომ ეს სოციალური ექსპერიმენტის ნაწილი იყო და სინამდვილეში, ისინი შარდს კი არა, წვენს სვამდნენ.
მოგვიანებით გრიშა მამურინმა სოციალური ექსპერიმენტების ჩატარებაზე უარი თქვა და ასევე უარი თქვა გეგმაზე, გამხდარიყო ყველაზე პოპულარული რუსეთში და 23 წლის ასაკში 29 წლის ქართული წარმომავლობის მოდელზე მირანდა შელიაზე იქორწინა. მირანდა პირველად 20 წლის ასაკში ქართველ ფეხბურთელ, გიორგი ჭანტურიაზე იყო დაქორწინებული, შემდეგ კი ფეხბურთელ ფიოდორ სმოლოვს ხვდებოდა. მათი რომანი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა.
გრიშა მამურინისა და მირანდას ურთიერთობა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მათი რომანის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ ქორწილის შემდეგ შეიტყო, რომელიც 2021 წლის მაისში ბარვიხას რეესტრის ოფისში გაიმართა.
ცოტა ხნის წინ მიმიმ ორსულობის შესახებ განაცხადა. რაც სოციალური ქსელის საშუალებით პოპულარულმა მეგობრებმა ქეთა თოფურიამ, ვიქტორია ბონიამ და ეკატერინა ვარნავამ მიულოცეს.
მირანდა შელია ერთადერთია "ოქროს“ ოჯახიდან, რომელიც სოციალურ ქსელში თავისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან მომენტებს აზიარებს. ფოტოებზე "ინსტაგრამის" მოდელს ყოველთვის აქვს სრულყოფილი მაკიაჟი და დახვეწილი გარეგნობა.
შელიას უყვარს მდიდრულ რესტორნებში გართობა ვარსკვლავური მეგობრების გარემოცვაში, მოგზაურობა და ქმართან ერთად ძვირადღირებული მანქანებით სეირნობა.
ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ორსული მირანდა მეუღლეს დაშორდა, თუმცა მაშინ როგორც წყარომ გვითხრა, წყვილი ისევ შერიგდა. აღსანიშნავია, რომ მიმის სოციალური ქსელიდან მეუღლეთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშლილი აქვს. ასევე აღარ დებს მამურინთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს.