სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კითხვის ფორმით გეტყვით, რომ ყოველ ღამით შემჩნეული ხართ, სახლის სახურავზე საცვლებით მოძრაობთ..." - ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტს
"კითხვის ფორმით გეტყვით, რომ ყოველ ღამით შემჩნეული ხართ, სახლის სახურავზე საცვლებით მოძრაობთ..." - ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტს

"მე თქვენ კი­თხვის ფორ­მით გე­ტყვით, რომ ყო­ველ ღა­მით შემ­ჩნე­უ­ლი ხართ, რომ სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე საც­ვლე­ბით მოძ­რა­ობთ... როცა შე­უ­რა­ცხყო­ფას ბო­ლო­ში კი­თხვის ნი­შა­ნი აქვს, ეს კი­თხვა არ არის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

აქვე ღუ­დუ­შა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თუკი მას და მისი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნე­ბენ, ეს ყო­ველ­გვარ წი­თელ ხაზს მიღ­მაა და ამა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა.

"ის, რაც გუ­შინ მოხ­და და რაც კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იკად­რა, მი­ჭირს თქმა, რომ ეს მოქ­მე­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ეს იყო ყვე­ლა­ზე რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტაქ­ტი­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლის ქმე­დე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტი­კას­თან და ეთი­კას­თან სა­ერ­თო არ ჰქონ­და.

არა­ფე­რი ღირს იმად, რომ ადა­მი­ან­მა სახე და ღირ­სე­ბა და­კარ­გო.

რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სებს მიგ­ვი­თი­თებთ, რომ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა, დიახ, ეს ასეა, მაგ­რამ თქვენ თქვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სად წა­ი­ღეთ?!

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე არის ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ჩემი და ჩემი თი­თო­ე­უ­ლი კო­ლე­გის მე­გო­ბა­რი და გვერ­დში მდგო­მი ადა­მი­ა­ნი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ “მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლისტს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კე­ბით მი­მარ­თა. კო­ბა­ხი­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ, უკ­რა­ი­ნის რა­დას ფრაქ­ცია „ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტში დას­მულ შემ­დეგ კი­თხვას მოჰ­ყვა: „კა­გე­ბეს აგენ­ტის შვი­ლი არ ხართ, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი?“.

„კა­გე­ბეშ­ნი­კი არის მა­მათ­ქვე­ნი, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ... სირ­ცხვი­ლია, სახე და­კარ­გეთ... ნუ კან­კა­ლებ, სახე და­კარ­გე. შენც ხარ და­ვით არა­ხა­მია, რო­გორც არა­ხა­მია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე და­კარ­გე, თავი და­კარ­გე, პო­ლი­ტი­კა ამად გი­ღირს? სირ­ცხვი­ლია.... "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გუ­ლის­თვის სახე და­კარ­გე. ქალი აღარ ხარ რა... ქა­ლის სახე და­კარ­გე... რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე... სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გაქვს პირი, და­ემ­სგავ­სე ყვე­ლაფ­რით შენს ბე­ლადს. სა­ა­კაშ­ვილს ჰგავ­ხარ პი­რი­თაც... სა­მარ­ცხვი­ნო შენ... გუ­ლი­სამ­რე­ვია“, - მი­მარ­თა კო­ბა­ხი­ძემ „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლისტს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკატერინე
5

ალუდა ძალიან წესიერი ადამიანია....ნუ გააიგივებთ სხვებთან...

ხალხნო და ჯამაათნო!!!
5

ესენი ყველა ერთნაირათ ურიკინებენ თუ დააკვირდებით არც ლაპარაკი იციან და კულტურა ხო ზედმეტია ამათთან.

ღმერთო დაჰკარ ამათ დიპლიპიტო თავებში რო ქვეყანას ღუპავენ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"კითხვის ფორმით გეტყვით, რომ ყოველ ღამით შემჩნეული ხართ, სახლის სახურავზე საცვლებით მოძრაობთ..." - ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტს

"კითხვის ფორმით გეტყვით, რომ ყოველ ღამით შემჩნეული ხართ, სახლის სახურავზე საცვლებით მოძრაობთ..." - ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტს

"მე თქვენ კითხვის ფორმით გეტყვით, რომ ყოველ ღამით შემჩნეული ხართ, რომ სახლის სახურავზე საცვლებით მოძრაობთ... როცა შეურაცხყოფას ბოლოში კითხვის ნიშანი აქვს, ეს კითხვა არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

აქვე ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ თუკი მას და მისი ოჯახის რომელიმე წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს ყოველგვარ წითელ ხაზს მიღმაა და ამაზე პასუხი იქნება.

"ის, რაც გუშინ მოხდა და რაც კონკრეტული პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელმა იკადრა, მიჭირს თქმა, რომ ეს მოქმედება ჟურნალისტმა განახორციელა. ეს იყო ყველაზე რადიკალური პარტაქტივის წარმომადგენელი, რომლის ქმედებას ჟურნალისტიკასთან და ეთიკასთან საერთო არ ჰქონდა.

არაფერი ღირს იმად, რომ ადამიანმა სახე და ღირსება დაკარგო.

როდესაც პოლიტიკოსებს მიგვითითებთ, რომ თმენის ვალდებულება გვჭირდება, დიახ, ეს ასეა, მაგრამ თქვენ თქვენი წილი პასუხისმგებლობა სად წაიღეთ?!

ირაკლი კობახიძე არის ღირსეული ქართველი, ღირსეული პოლიტიკოსი, ჩემი და ჩემი თითოეული კოლეგის მეგობარი და გვერდში მდგომი ადამიანი", - განუცხადა ჟურნალისტებს ღუდუშაურმა.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.